Magic ლუკა – “დალასმა” “ფინიქსი” დაამარცხა

NBA-ში გრძელდება დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური დაპირისპირებები. რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა “ფინიქსმა” საწყისი 2 მატჩი მოლოდინისამებრ საკმაოდ იოლად მოუგო “დალასს” და 2-0 დაწინაურდა.

null

საპლეიოფო სერიამ ტეხასში გადაინაცვლა, სადაც “სანზს” გაცილებით უფრო მოტივირებული და სახიფათო “მავერიქსი” დახვდა. ლუკა დონჩიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა 103-94 დაამარცხეს “ფინიქსი” და სერიაში ინტრიგა “გააცოცხლეს”.

მთელი შეხვედრის განმავლობაში “მავერიქსი” აკონტროლებდა ანგარიშს და მეტოქეს მიახლოვების საშუალებას არ აძლევდა. მოედანზე ბრწყინავდა ლუკა დონჩიჩი, რომელსაც 1 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე: 26 ქულა+13 მოხსნა+9 პასი.

null

“დალასის” უკანახაზელებმა საშუალო და შორი დისტანციებიდან “ააოხრეს” მეტოქის კალათი – ჯალენ ბრანსონს 28 ქულა მოუგროვდა, ბალოკმა და ფინი-სმიტმა 4-4 სამქულიანი ჩაუგდეს “სანზს” და მონტი უილიამსის გაწვრთნილ გუნდს პირველი მარცხი “გამოუწერეს”.

“ფინიქსის” რიგებში საშინლად იასპარეზა კრის პოლმა, რომელმაც პირადი საპლეიოფო ანტირეკორდი დაამყარა – დაკარგა რა ბურთი შვიდჯერ.

არიზონული კლუბიდან თუ ვინმეს გამორჩევა შეიძლება, ეს ჯეი კრაუდერია, რომელმაც 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 19 ქულით, 7 მოხსნით და 5 პასით დაასრულა, თუმცა მხოლოდ მისი თავდადებული ასპარეზობა არ გამოდგა საკმარისი მატჩის “გადასარჩენად”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *