Marca: “კვარაცხელია, ესპანეთის გმირი, რომელიც მადრიდის რეალზე ოცნებობს”

ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს და …. ესპანეთის გმირი. ასე ეხმაურება ესპანური ერთ-ერთი ტოპ სპორტული გამოცემა საქართველოს ნაკრების შემტევის შესანიშნავ თამაშს შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ.

ხვიჩას ორმა გოლმა შედეთის კარში, ესპანეთის ნაკრებს კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილიდან გასვლის უდიდესი შანსი მისცა. ჩვენი ჯგუფის ბოლო ტურში ესპანეთი და შვედეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და პირველადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ.

მარკამ ისიც გაიხსენა რომ მისი სურვილი მადრიდის “რეალში” ან “ბაიერნში” თამაშია.

“თუ არ იცით შეგახსენებთ რომ ის ბოლო 2 სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს რუსეთის ჩემპიონატში. მისი ფასი Transfermarkt-ზე 18 მილიონია და მას მხოლოდ ზენიტის ფეხბურთელები, მალკომი და აზმუნი უსწრებენ”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *