Glory Kickboxing-სა და Bellator MMA-ს ყოფილმა მებრძოლმა, ჯო შილინგმა ფლორიდის ერთ-ერთ ბარში მისთვის უცნობი, მთვრალი მამაკაცი დაანოკაუტა. აღნიშნული ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოც. ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. როგორც ვიდეოში ჩანს, მამაკაცი ჯოს გზაზე გადაეღობა, ჯომ იგი გვერდზე გაწია და ყურადღება არ მიაქცია, თუმცა სავარაუდოდ ნასვამმა მამაკაცმა შილინგს რაღაც მიაძახა, რაზეც მებრძოლმა შესაბამისი რეაქცია გამოავლინა – მიტრიალდა და ძლიერი მარჯვებათი მამაკაცი უგონოდ გათიშა. ჯერ-ჯერობით შილინგის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა, მეტიც, როგორც თავად ამბობს, იგი აღნიშნულ მომენტში თავს იცავდა.
37 წლის მებრძოლს პროფესიონალური კარიერა უკვე დასრულებული აქვს. კიკბოქსინგში მას 32-დან 23 გამარჯვება აქვს, ხოლო MMA-ში 10-დან მხოლოდ 4. შილინგს პროფესიონალურ კრივშიც უასპარეზია, სადაც მისი შედეგი 1 გამარჯვება და 1 ფრეა.