ცნობილმა იუთბერმა და აწ უკვე 5-0-ზე რეკორდის მქონე მოკრივემ, ჯეიკ პოლმა MMA-ში გადასვლა დაანონსა. ჯეიკმა 2 დღის წინ UFC-ს ლეგენდა, ტაირონ ვუდლი მეორე დაამარცხა – ამჯერად ეფექტური ნოკაუტით. სწორედ ამ ბრძოლამდე გამართულ პრესკონფერენციაში ისაუბრა MMA-ს დებიუტზე.
“MMA-ში 100%-ით გადავალ, რატომაც არა? თუ მე შევძელი 2 წელში ასე მესწავლა კრივი, რატომ ვერ შევძლებ იგივეს MMA-ზე? ხალხს ავიწყდება რომ ოჰაიოს პირველი დივიზიონის მოჭიდავე ვიყავი. მე ხაბიბთან და მის გუნდთან ერთად მოვემზადები და სულ ესაა.