NBA-ს რეგულარული სეზონის მე-15 სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეებდა ჯოელ ემბიდი (აღმოსავლეთი)და კრის პოლი(დასავლეთი) დასახელდნენ.
გასული კვირის განმავლობაში „სანზმა“ ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო, პოლის სტატისტიკა კი ასე გამოიყურებოდა – 22.3 ქულა, 7.5 მოხსნა და 12.8 პასი საშუალოდ მატჩში. “ფინიქსი” მიმდინარე სეზონში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 40 მატჩი მოიგო (9 წაგება). არიზონული კლუბი დამაჯერებლად ლიდერობს ლიგას.
„ფილადელფიამ“ 3 მატჩი გამართა და ყველა მოიგო. „76-ერსის“ კამერუნელი ცენტრის სტატისტიკა დომინანტური გახლდათ – 34.7 ქულა, 11.7 მოხსნა და 5.7 შედეგიანი გადაცემა საშუალოდ მატჩში. ჯოელ ემბიდი კარიერის პიკზე იმყოფება და რეკორდებს რეკორდებზე ამყარებს.