“ატლანტას” გამთამაშებელი ტრე იანგი და “დენვერის” ცენტრი ნიკოლა იოკიჩი NBA-ს გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში.
გასულ კვირას “ნაგეთსმა” 3 გამართული მატჩიდან 2 მოიგო და ერთი წააგო. სერბი ცენტრი საშუალოდ მატჩში კი სამმაგ დუბლს ასრულებდა – 36.3 ქულა, 11.3 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.
“ჰოუქსმა” 4-დან ოთხივე შეხვედრის მოგება შეძლო, ტრეს სტატისტიკა საშუალოდ მატჩში კი ასე გამოიყურებოდა – 31.3 ქულა, 4 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა.