NBA-მ პოლ ჯორჯი და ჯარეტ ალენი გამოარჩია

NBA-მესამე სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში „კლიპერსის“ ფორვარდი – პოლ ჯორჯი და აღმოსავლეთ კონფერენციაში „კლივლენდის“ ცენტრი ჯარეტ ალენი გამოარჩია.

„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ გასულ კვირას გამართული ოთხივე მატჩი მოიგო, ჯორჯის სტატისტიკა კი ასე გამოიყურებოდა – 26.3 ქულა, 8.8 მოხსნა და 7.3 შედეგიანი გადაცემა.

კლიპერსი – ოკლაჰომა 99:94 (ჯორჯი – 32 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი)

მინესოტა – კლიპერსი 115:126 (ჯორჯი – 32 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი)

მინესოტა – კლიპერსი 84:104 (ჯორჯი – 21 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი)

კლიპერსი – შარლოტი 120:106 (ჯორჯი – 20 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი)

„კლივლენდ კავალიერზმაც“ 4 მოგებით დაასრულა გასული კვირა , ჯარეტის ანგარიშზე კი 20.5 ქულა და 16.3 მოხსნა იყო. ალენი მეტოქეთა კალათს 63.3%-იანი სიზუსტით უტევდა.

შარლოტი – კლივლენდი 110:113 (ალენი – 24 ქულა, 16 მოხსნა)

კლივლენდი – პორტლენდი 107:104 (ალენი – 24 ქულა, 17 მოხსნა)

ტორონტო – კლივლენდი 101:102 (ალენი – 16 ქულა, 15 მოხსნა)

ნიუ იორკი – კლივლენდი 109:126 (ალენი – 18 ქულა, 17 მოხსნა)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *