NBA-მ საბონისი და ჯეიმსი გამოარჩია

„ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი და „ინდიანას“ ცენტრი დომანტას საბონისი NBA-ს კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებში.

საბონისის „პეისერზმა“ გასულ კვირას 3 მატჩი ჩაატარა და სამივე მოიგო, ლიტველის სტატისტიკა კი ასე გამოიყურებოდა – 25 ქულა, 10.3 მოხსნა და 6 პასი. დომანტასი მეტოქეთა კალათს 75%-იანი სიზუსტით უტევდა.

null

„ლეიკერსმა“ გასულ კვირას 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო, ლებრონის სტატისტიკური მაჩვენებლები კი ასე გამოიყურებოდა – 28.3 ქულა, 8 მოხსნა, 7.5 შედეგიანი გადაცემა. „ორლანდოსთან“ მოგებულ შეხვედრაში ჯეიმსი გახდა ყველაზე ასაკიანი მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა 30+ ქულით

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *