NBA-მ ჯა მორანტი და ფრედ ვანვლიტი გამოარჩია

NBA-ს მიმდინარე რეგულარული სეზონის, მე-12 სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეებად „ტორონტოს“ გამთამაშებელი ფრედ ვანვლიტი და „მემფისის“ ვარსკვლავი ჯა მორანტი დასახელდნენ, შესაბამისად აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში.

„რაპტორზმა“ გასულ კვირას ოთხივე თამაში მოიგო, ფრედის სტატისტიკა კი ფანტასტიკური გახლდათ – 30.3 ქულა, 4.8 მოხსნა და 6.5 შედეგიანი გადაცემა საშუალოდ მატჩში.

null

„გრიზლის“-ს გადატვირთული გრაფიკი ქონდა – უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში 5 მატჩის გამართვა მოახერხა და ხუთივეში იმარჯვა. ჯა მორანტი კი მოედანზე უბრალოდ დაფრინავს, მისი საშუალო სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა – 25 ქულა, 6.3 მოხსნა და 6.8 პასი.

სატურნირო ცხრილში „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს 20 მოგებით და 17 მარცხით, ხოლო „მემფისს“ მოგება/წაგების ბევრად უკეთესი ბალანსი გააჩნია 28/14 და დასავლეთში უკვე მეოთხე ადგილზეა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *