NBA-ს ახალი რეკორდი – „მემფისმა“ „ოკლაჰომას“ 73 ქულიანი სხვაობით მოუგო

დღეს გამთენიისას „მემფისმა“ NBA-ს ახალი რეკორდი დაამყარა – 73 ქულიანი სხვაობით მოუგო „ოკლაჰომას“ 152:79.

73 ქულიანი მარცხი NBA-ს ისტორიაში არავის ქონდა ნაწვნევი და „ოკლაჰომა“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ეს სირცხვილი იწვნია. დღევანდელ დღემდე ყველაზე უარეს შედეგად ითვლებოდა 1991 წლის 17 დეკემბერს დაფიქსირებული შედეგი, როდესაც „მაიამიმ“ „კლივლენდთან“ 80:148 წააგო (+68).

„მემფისმა“ მატჩის მიმდინარეობისას როტაციაში 12 კალათბურთელი ჩართო, 9 მათგანმა 10 ან მეტი ქულა დააგროვა. ყველაზე შედეგიანი გახლდათ ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი (27 ქულა). შეგახსენებთ, რომ „გრიზლის“ განაცხადში არ ყავდა თავისი ლიდერი – ჯა მორანტი, რომელსაც ტრავმა აქვს.

null

პირველი ტაიმის შემდეგ „მემფისი“ 73:36 იგებდა, მატჩის მიმდინარეობისას კი, ერთ მომენტში გუნდებს შორის 78 ქულიანი სხვაობაც დაფიქსირდა.
თითქოს შეხვედრის სტარტი ცუდი არ გამოსვლია „თანდერს“ – 5 ნათამაშები წუთის შემდეგ 8:12-ს აგებდა, თუმცა ამის შემდეგ სრული კატასტროფა დაიწყო….

„მემფისმა“ საკუთარი ფრენჩაიზ რეკორდი დაამყარა – ჩააგდო რა თამაშიდან ნასროლი ბურთების 62.5 %.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *