NBA-ს ახალი სეზონი “ბოსტონი” – “ფილადელფიას”-ს მატჩით გაიხსნება

NBA-ს ახალი, 2022/23 წლების სეზონი “ბოსტონი” – “ფილადელფიას”-ს მატჩით გაიხსნება – ინფორმაციას ავრცელებს ინსაიდერი შემს ჩარანია.

ბოსტონი-ფილადელფიას საკალათბურთო დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულად მიიჩნეოდა და სწორედ ამიტომ ლიგის ხელმძღვანელებმა არჩევანი სწორედ ამ შეხვედრაზე გააკეთეს. ჯეისონ ტეიტუმის და ჯეილენ ბრაუნის “სელტიქსი” ჯოელ ემბიდის და ჯეიმს ჰარდენის “76-ერსის” წინააღმდეგ.

გასულ სეზონში “ბოსტონმა” აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო და სუპერ ფინალში დამარცხდა, ხოლო “ფილადელფია” პლეიოფს “ნაადრევად” – მეორე რაუნდში გამოეთიშა.

null

NBA-ს 2022/23 წლების სეზონის გახსნითი შეხვედრა 18 ოქტომბერს, ლეგენდარულ საკალათბურთო არენაზე – TD GARDEN-ში გაიმართება. პირველი სათამაშო დღის მეორე მატჩი “გოლდენ სტეიტსა” და “ლეიკერსს” შორის შედგება.

ინსაიდერ – მარკ სტეინის ინფორმაციით NBA-ს რეგულარული გათამაშების სრული კალენდარი 17 აგვისტოს გახდება ცნობილი.

Leave a comment

Your email address will not be published.