NBA-ს კვირის საუკეთესო მოთამაშეები – სტეფ კარი და კევინ დურანტი

NBA-მ რეგულარული სეზონის, მე-4 კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა. აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს „ბრუკლინის“ ფორვარდი კევინ დურანტი, ხოლო დასავლეთში „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფ კარი.
გასულ კვირას „ვორიორზმა“ 4 მატჩი გამართა, საიდანაც 3 მოიგო და 1 წააგო. სტეფის სტატისტიკა საშუალოდ მატჩში კი ასე გამოიყურებოდა 34.8 ქულა, 7.8 პასი და 5.5 მოხსნა. კალიფორნიული გუნდი 11 მოგებით და 2 წაგებით ლიდერობს NBA-ში.

გოლდენ სტეიტი – ატლანტა 127:113 (სტეფ კარი – 50 ქულა, 7 მოხსნა, 10 პასი)
გოლდენ სტეიტი – მინესოტა 123:110 (სტეფ კარი – 25 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი)
გოლდენ სტეიტი – ჩიკაგო 120:107 (სტეფ კარი – 40 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი)
შარლოტი – გოლდენ სტეიტი 106:102 (სტეფ კარი – 24 ქულა, 6 მოხსნა, 10 პასი)

„ნეთსმა“ გასული კვირა ასევე 3 მოგებით და 1 მარცხით დაასრულა. კევინ დურანტის მაჩვენებლები კი ასე გამოიყურებოდა – 32.3 ქულა და 7.8 მოხსნა. K.D-მ თამაშიდან ნასროლი ბურთების 62.9% ჩააგდო.

ჩიკაგო – ბრუკლინი 118:95 (დურანტი – 38 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი)
ორლანდო – ბრუკლინი 90:123 (დურანტი – 30 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი)
ნიუ ორლეანი – ბრუკლინი 112:120 (დურანტი – 28 ქულა, 7 მოხსნა, 8 პასი)
ოკლაჰომა – ბრუკლინი 96:120 (დურანტი – 33 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *