NBA-ს საუკეთესო დამცველთა ხუთეული

NBA აგრძელებს 2021-22 წლების რეგულარული სეზონის შეჯამებას. ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ ამჯერად საუკეთესო დამცველთა პირველი და მეორე ხუთეული დაასახელა.

პირველ გუნდში მოხვდნენ “ბოსტონის” უკანახაზელი მარკუს სმარტი, “ფინიქსის” ფორვარდი მიკალ ბრიჯესი, “მილუოკის” მძიმე ფორვარდი იანის ანტეტენკუმპო, “მემფისის” ბიგმენი ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი და “იუტას” ცენტრი რუდი გობერი.

null

მეორე სიმბოლური ხუთეულის წევრები გახდნენ “ბოსტონის” ცენტრი რობერტ უილიამსი, “მაიამის” ცენტრი ბემ ადებაიო, “გოლდენ სტეიტის” მძიმე ფორვარდი დრეიმონდ გრინი, “ფილადელფიას” მსუბუქი ფორვარდი მატის ტაიბული და “მილუოკის” გამთამაშებელი ჯრუ ჰოლიდეი.

შეგახსენებთ, რომ სეზონის საუკეთესო დამცველად მარკუს სმარტი იქნა აღიარებული.

null

Leave a comment

Your email address will not be published.