NBA-ს სუპერ ფინალში ბოსტონმა ლიდერობა დაიბრუნა

NBA-ს სუპერ ფინალების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ – როდესაც სერიაში ანგარიში 1:1-ია, მესამე მატჩის მომგები გუნდი 83%-იანი ალბათობით საბოლოოდ ჩემპიონიც ხდება. მესამე მატჩი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ სერიაში პირველად ხდება მოედნის ცვლილება.

null

უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ბოსტონურ პუბლიკას არ ქონია საშუალება NBA-ს ფინალისთვის ემასპინძლა, შესაბამისად პირველ საშინაო მატჩზე ადგილობრივი “სელებრითებით” გაივსო პირველი რიგი.

გოლდენ სტეიტისთვის პრობლემები მატჩის წინა გახურების პროცესისას დაიწყო – გაირკვა რომ, ის კალათი რომელზეც ხურდებოდა სტუმარი გუნდი ერთ მხარეს 5 სანტიმეტრით იყო მაღლა აწეული, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სტეფ კარისთვის, რომელმაც ზედიზედ 17 სროლა ჩააგდო და ადგილობრივ პუბლიკას ტაში “მოსწყვიტა”. ეშმაკობები, რომელიც მიმართულია მეტოქის დემორალიზაციისთვის – უბრალოდ სისხლში აქვს “სელტიქსს”.

საკალათბურთო სერია ნელ ნელა გადაიზარდა ფსიქოლოგიურ ომში – სერიის მეორე მატჩში დრაიმონდ გრინი ცდილობდა “თრეშ თოქით” დაებნია ახალგაზრდა მეტოქეები, დღევანდელ შეხვედრაში კი უკვე ბოსტონური პუბლიკის სრული აგრესია იყო მიმართული სტუმართა მძიმე ფორვარდზე, რომელიც ნერვებს აყვა და კარიერის ერთერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა.

მასპინძლებმა შეხვედრა ბევრად უკეთესად დაიწყეს ვიდრე სტუმრებმა – ბოსტონი უფრო ფიზიკურ და აგრესიულ კალათბურთს თამაშობდა. პირველ მეოთხედში გაიბრწყინა ჯეილენ ბრაუნმა, რომელსაც 17 ქულა+5 მოხსნა+3 პასი ქონდა.

null

პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 68:56 იგებდნენ და თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ, თუმცა ისიც კარგად იცოდნენ, რომ წინ ელოდათ მესამე პერიოდი, სადაც გოლდენ სტეიტი ტრადიციულად ძალიან კარგად თამაშობს ხოლმე.

მეორე ტაიმის სტარტზე ვორიორზი მართლაც “აფეთქდა” და 14-2 გაქცევა მოუწყო მეტოქეს – ერთერთი შეტევისას სტუმრებმა საერთოდ 7 ქულაც კი გამოიმუშავეს – კარიმ 3 ქულიანი ესროლა და ჩააგდო, ჰარიდან “ძირს ჩამოსვლის” მომენტში მას ელ ჰორფორდმა ფეხი დაახვედრა და ეგრეთ წოდებული “ზაზას ფოლი” მიიღო(არასპორტული), სტეფმა საჯარიმო სროლა ზუსტად მოათავსა კალათში და ბურთი ისევ გოლდენ სტეიტს დარჩა – ამჯერად ოტო პორტერმა გაისროლა შორი დისტანციიდან და სტუმრები ანგარიშში ძალიან მიუახლოვდნენ მასპინძლებს.

ამ ამბებიდან მალევე კარიმ მორიგი სამქულიანი ჩააბზრიალა კალათში და GSW უკვე წინ გავიდა შეხვედრაში.

“ბოსტონი” დროულად გამოფხიზლდა – მეოთხედის ბოლომდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა მიითვალა და მიუხედავად იმისა , რომ მესამე პერიოდი 25:33 წააგო, ბოლო მეოთხედს მაინც ლიდერის რანგში შეხვდა.

null

“სელტიქსის” მწვრთნელმა სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღო – პარკეტიდან გაიყვანა ელ ჰორფორდი, რომელიც აშკარად ვერ ასწრებდა მეტოქის პიკენროლებისას თავის დაცვას, მის ნაცვლად კი რობერტ უილიამსი შემოუშვა. “ბოსტონის” ცენტრმა მნიშვნელოვნად გამოასწორა საკუთარი გუნდის დაცვა როგორც პერიმეტრზე, ასევე 3 წამიან ზონაში.

მასპინძლებმა ლიდერთა სამეულის(ტეიტუმი+ბრაუნი+სმარტი) ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე (77 ქულა) ისევ მოახერხეს ორციფრიანი უპირატესობის მოპოვება და შემდეგ მშვიდად შეინარჩუნეს ეს ჰანდიკაპი მატჩის ბოლომდე – 116-110.

ტეიტუმი, ბრაუნი, სმარტის ტრიომ ლამაზი სტატისტიკური მაჩვენებელი დააფიქსირა – სამივე კალათბურთელმა მინიმუმ 20 ქულა+5 მოხსნა+5 პასი დააგროვა, რაც NBA-ს სუპერ ფინალში ბოლოს 1984 წელს მოხდა (ქარიმი, მეჯიქი, კუპერი – ლეიკერსი).

გოლდენ სტეიტისგან განსხვავებით, სელტიქსი დაარსების დღიდან ერთ ქალაქშ ბაზირებს და კლუბის ფრენჩაიზ ისტორიაში ჯამში 68-ე სუპერ ფინალურ მატჩს უმასპინძლა (ბოსტონზე მეტი მხოლოდ ლეიკერსს აქვს – 71).

ორი დღის შემდეგ ბოსტონი კიდევ ერთხელ უმასპინძლებს გოლდენ სტეიტს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პლეიოფებში ვორიორზს ზედიზედ ორი მატჩი ჯერჯერობით არცერთხელ არ აქვს წაგებული.

ბოსტონი – გოლდენ სტეიტი 116:110 (33:22 35:34 25:33 23:11)

ბოსტონი: ბრაუნი (27+9 მოხსნა), ტეიტუმი (26+9 პასი), სმარტი (24+7 მოხსნა+5 დაკარგვა), ჰორფორდი (11+8 მოხსნა+6 პასი), რ. უილიამსი (8+10 მოხსნა+4 დაფარება); გ. უილიამსი (10), ვაითი (7), პრიჩარდი (3), ნესმიტი, მორგანი, ფიქსი, სტაუსკასი, ჰაუზერი.

გოლდენ სტეიტი: კარი (31), ტომფსონი (25), ვიგინსი (18+7 მოხსნა), ლუნი (6+7 მოხსნა), გრინი (2); პული (10), პორტერი (6), პეიტონ II (2), იგუადალა, კუმინგა, ლი, მუდი, ბიელიცა, ტოსკანო-ანდერსონი.

Leave a comment

Your email address will not be published.