NBA-ს ALL STAR-ზე რეზერვისტთა სია ცნობილია

20 თებერვალს, კლივლენდში NBA-ს ALL STAR-ის მატჩი გაიმართება. დღეს გამთენიისას ცნობილი გახდა იმ კალათბურთელთა სია, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე იქნებიან ყველა ვარსკვლავთა მატზე.

აღმოსავლეთი: დარიუს გარლანდი (კლივლენდი), ჯიმი ბატლერი (მაიამი), ჯეიმს ჰარდენი (ბრუკლინი), ზაკ ლავინი (ჩიკაგო), კრის მიდლტონი (მილუოკი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), ფრედ ვანვლიტი (ტორონტო)

დასავლეთი: კრის პოლი (ფინიქსი), ლუკა დონჩიჩი (დალასი), დევინ ბუკერი (ფინიქსი), დონოვან მიტჩელი (იუტა), დრაიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი), კარლ ენტონი თაუნსი (მინესოტა), რუდი გობერი (იუტა).

NBA-ს ALL STAR-ების ისტორიაში ფრედ ვანვლიტი გახდა მეოთხე კალათბურთელი, რომელიც NBA-ს დრაფტზე არ აირჩიეს, თუმცა კარიერის განმავლობაში მაინც მოახერხა ყველა ვარსკვლავთა მატჩზე ასპარეზობა. ფრედ ვანვლიტამდე ეს ბენ ვოლასმა, ჯონ სტარქსმა და ბრედ მილერმა შეძლეს.

დარიუს გარლანდისთვის, ფრედ ვანვლიტისთვის და კარლ ენტონი თაუნსისთვის სადებიუტო ALL STAR იქნება.

null

ასევე სადებიუტო ALL STAR იქნება აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეულში მოხვედრილი ჯა მორანტისთვის და ენდრიუ ვიგინსისთვის.

დასავლეთის ნაკრების კაპიტანი კევინ დურანტი და სათადარიგო მოთამაშე დრაიმონდ გრინი ტრავმირებულები არიან. ოდნავ მოგვიანებით მათ ლიგის კომისარი ადამ სილვერი სხვა მოთამაშეებით ჩაანაცვლებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *