OK, არ დალიო !

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი ორიოდ დღის წინ ბევრი ცნობილი სპორტსმენის გარემოცვაში იმყოფებოდა და ეს ფაქტი ფოტოებზეც დაფიქსირდა. იქ იყვნენ უსაინ ბოლტი, ხაბიბი, პატრის ევრა და სხვანი.

MMA-ს დაღესტნელ ვარსკვლავს უკითხავს ფერგიუსონისთვის, კი, მაგრამ ევერტონთან (მანჩესტერი – ევერტონი 1:1) რონალდუ მეორე ტაიმში მოედანზე რატომ შევიდაო.

Khabib Nurmagomedov turned down a glass of wine from Sir Alex Ferguson during trip to watch Ronaldo – Aktuelle Boulevard Nachrichten und Fotogalerien zu Stars, Sternchen,…

„სულშერი შეცდა. თამაში ყოველთვის უძლიერესი შემადგენლობით უნდა დაიწყო“, — უპასუხია ფერგიუსონს.

საღამო, რომელიც ზემოთ ვახსენეთ იმითაც იყო საინტერესო, რომ როდესაც სერ ალექსმა დაღესტნელ მუსლიმ ნურმაგომედოვს ჭიქა ღვინო შესთავაზა, მან უარი უათხრა.

მოგვიანებით, ხაბიბმა უარი ასე განმარტა: „კაცმა ყოველთვის სიმართლე უნდა თქვა. მე მუსლიმი ვარ და არ ვსვამ. გარდა ამისა, — ვუთხარი მე მათ, — რომ დავთვრე, შეიძლება ყველა გცემოთ, ეს კი კარგი არ იქნება.

Khabib's warning to Sir Alex Ferguson, Patrice Evra and Usain Bolt after they offered UFC star booze at Man Utd

ევრამ და ბოლტმა ყველაფერი გაიგეს, ალექს ფერგიუსონი კი ღვინის შესახებ ჩამეძია. მისთვის ღვინო კარგია. ამის გამო ვერ განვსჯი.

თან მან ვერ დაიჯერა, რომ მე იქ ყველას ცემა შემეძლო. ამიტომ, უბრალოდ მითხრა: Ok, არ დალიო“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *