“გაიღვიძე, ამერიკა! ნახეთ საქართველო…“ – რას წერს მსოფლიო ჩემპიონი?

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, პირველ კლასში მოსწავლეებისთვის ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება, ხოლო მეორე და მესამეში – არჩევითი. ეს გადაწყვეტილება FIDE-მ (ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაცია) ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელიც ჭადრაკში მსოფლიოს მეცხრე ჩემპიონმა, სიუზენ (ჟუჟა) პოლგარმა გააზიარა და დაწერა: „წარმოუდგენელი ინიციატივა საქართველოდან! ამ დროს, პირველ კლასელ ბავშვებს ამერიკაში რას ვასწავლით? გაიღვიძე, ამერიკა!“… Continue reading “გაიღვიძე, ამერიკა! ნახეთ საქართველო…“ – რას წერს მსოფლიო ჩემპიონი?

“გამომიწვიეთ! მზად ვარ ბრძოლისთვის” – მერაბ დვალიშვილი

უკვე მერვე თვე მიიწურა მერაბ დვალიშვილის ბოლო ბრძოლიდან და ქართველს ჯერ სავარაუდო მეტოქეც კი არ ჰყავს. დვალიშვილმა გასული წლის სექტმებერში მარლონ მორაესი საოცარ ორთაბრძოლაში დაამარცხა – მერაბი მძიმე ნოკდაუნების შემდეგ ბრძოლაში დაბრუნდა და დომინაციით გაიმარჯვა. აღნიშნული ბრძოლა წლის საუკეთესო ქამბექის ნომინაციაშიც კი იყო წარდგენილი. მერაბი მორაესთან ბრძოლამდეც საკმაოდ არასასურველი მეტოქე იყო დივიზიონში, თუმცა ბრაზილიელთან ბრძოლის… Continue reading “გამომიწვიეთ! მზად ვარ ბრძოლისთვის” – მერაბ დვალიშვილი

დალეწეს: სკამი, თავი და პირი

გლაზგო რეინჯერსისა და აინტრახტის ფანებმა მაგრად იჩხუბეს. ერთმანეთს თავ-პირი, კაფე-ბარებს სკამები და სხვადასხვა ნივთები დაულეწეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა გვარიანად ანერვიულეს. იყო ასეთი სურათიც: გერმანელი გულშემატკივრებით მჭიდროდ გარშემორტყმული საპატრულო ეკიპაჟი ვერაფერს აკეთებდა ორიოდ ნაბიჯში ამტყდარი ჯგუფური მუშტი-კრივის წინააღმდეგ. შეიზღუდა მოძრაობა. როგორც ჩანს, სევილიის პოლიცია მაინც ვერ იყო კარგად მომზადებული, რადგან ერთ-ერთ ვიდეოზე გადაღებულია, როგორ ცდილობს ორი… Continue reading დალეწეს: სკამი, თავი და პირი

იოკოძუნა VS ოძეკი – გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო [ვიდეო]

ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს, ელიტური დაპირისპირებები დაიწყო – იოკოძუნა ტერუნოფუჯი ოძეკი ტაკაკეიშოს შეხვდა. იოკოძუნა ჩემპიონობისთვის იბრძვის, ოძეკი კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი). თავდაპირველად ტაკაკეიშომ მოწინააღმდეგე დისტანციაზე დატოვა, როთაც გამარჯვების შანსი შეინარჩუნა, თუმცა შემდეგ მონღოლმა მავაში აიღო და ყველაფერი გადაწყდა…   ტერუნოფუჯის 10 მოგება და 3 მარცხი აქვს, ტაკაკეიშოს 6 მოგება და 7 მარცხი.  

დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი კირიბაიამას შეერკინა [ვიდეო]

ნაცუ ბაშოს მეცამეტე დღეს, ტოჩინოშინი კირიბაიამას შეერკინა. ამ ორთაბრძოლამდე, ქართველ რიკიშის 8 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა, იაპონელმა კი 8 მოგება და 4 მარცხი დააფიქსირა. სუმოტორები აქამდე ერთმანეთს 7-ჯერ შეერკინნენ, საიდანაც 3 გამარჯვება ქართველს დარჩა, ხოლო 4 მის მეტოქეს. სამწუხაროდ, მე-8 ორთაბრძოლა ქართველის მარცხით დასრულდა. მეტოქე ორივე ხელით მოროზაშიში შევიდა, მავაში აიღო და ქართველი იორიკირის… Continue reading დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი კირიბაიამას შეერკინა [ვიდეო]

პატრიკ ვიეირამ ევერტონის გულშემატკივარს დაარტყა / ვიდეო

19 მაისს პრემიერ ლიგის 33-ე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა. ევერტონი პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა. პირველ ტაიმში გუნდი უშანსოდ, 0-2 მარცხდებოდა. ტაიმებს შორის შესვენებაზე ფრენკ ლამპარდმა გუნდი გადააწყო, საბოლოოდ კი მატჩი 3-2 დასრულდა ლივერპულელების გამარჯვებით, რითაც მათ პრემიერ ლიგაში დარჩენა გაინაღდეს. საფინალო სასტვენის შემდეგ, გახარებული ფანები მოედანზე შეიჭრნენ და ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნავდნენ, გამარჯვებას. ერთ-ერთი ფანი პატრიკ… Continue reading პატრიკ ვიეირამ ევერტონის გულშემატკივარს დაარტყა / ვიდეო

“ბოსტონმა” “მაიამის” მოედნის უპირატესობა წაართვა

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩში “ბოსტონმა” სტუმრად 127:102 გაანადგურა “მაიამი” და მეტოქეს მოედნის უპირატესობა წაართვა(სერიაში ანგარიში 1:1). მეორე მატჩის წინ, რეგულარული სეზონის საუკეთესო დამცველად აღიარებულმა მარკუს სმარტმა მოახერხა დაზიანებული ტერფის მორჩენა, ვეტერანმა ელ ჰორფორდმა კი ბევრის გასაკვირად ორი უარყოფითი კოვიდ ტესტის ჩაბარება მოასწრო და სასტარტო ხუთეულში აღმოჩნდა – მათთან ერთად “სელტიქსის” ბევრად უფრო… Continue reading “ბოსტონმა” “მაიამის” მოედნის უპირატესობა წაართვა

ევროლიგის ფინალში “ეფესი” “რეალს” დაუპირისპირდება

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სტარტი აიღო ევროლიგის ოთხთა ფინალმა. ორივე ნახევარფინალური დაპირისპირება უაღრესად საინტერესო, დრამატული და ემოციებით დატვირთული გამოდგა. პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ბერძნული “ოლიმპიაკოსი” და თურქული “ანადოლუ ეფესი” დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა საკმაოდ მწირქულიანი გამოდგა – ორივე გუნდი დაცვაში ბევრად უკეთესად ირჯებოდა, ვიდრე შეტევაში. შეხვედრის საწყის წუთებში ბერძნული კლუბი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა – ალექსანდრ ვეზენკოვის… Continue reading ევროლიგის ფინალში “ეფესი” “რეალს” დაუპირისპირდება

ლონდონი დუბლინით შეიცვალა

2023 წელს ევროთასების ფინალური მატჩები დუბლინში, ავივა სთედიუმზე 19 და 20 მაისს გაიმართება. იმთავივე გადაწყვეტილი იყო, რომ ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის გათამაშების ფინალები ლონდონში, ტოტენჰემის სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, ვინაიდან, წლეულს ზამთარში, ყატარში ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება, ინგლისის ჩემპიონატი სხვა სეზონებისგან განსხვავებით გვიან დასრულდება და, შესაბამისად, ეს სტადიონი დაკავებული იქნება. შეგახსენებთ, რომ წლეულს ევროთასების… Continue reading ლონდონი დუბლინით შეიცვალა

რეალი – პარიზში მეფეებივით

მადრიდის რეალმა პარიზში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო დაიქირავა, სადაც ღამე 2 500 გირვანქა ღირს. სასტუმრო კომპლექსი 7 800 ჰექტარზეა განლაგებული. საუნების და  აუზების გარდა, იქ 18 ორმოიანი გოლფის მოედანიცაა, რომელიც საგანგებოდ გარეთ ბეილისთვისაა გამოყოფილი. მოგეხსენებათ, უელსელი ვარსკვლავი გოლფის დიდი მოყვარულია. რეალის ხელმძღვანელობამ იზრუნა იმაზე, რომ გუნდის ფეხბურთელები რამდენიმე დღე გაერთონ და მოდუნდნენ დამღლელი სეზონის კვალად. 28 მაისს… Continue reading რეალი – პარიზში მეფეებივით