თურქეთი 0:3 იტალია [ვიდეო]

ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ნომინალური მასპინძელი თურქეთის ნაკრები იყო, თუმცა მატჩი რომში გაიმართა. ფავორიტები, რა თქმა უნდა, იტალიელები იყვნენ და ეს სტატუსი ბოლომდე გაამართლეს – 0:3.    

ზვერევის უიღბლო სტატისტიკა

როლან გაროსის პირველ ნახევარფინალში, სტეფანოს ციციპასმა ურთულეს, 5 სეტიან ბრძოლაში 6:3 6:3 4:6 4:6 6:3 სძლია ალექსანდრ ზვერევს და ფინალის საგზური მოიპოვა. ბერძენმა ჩოგბურთელმა კარიერაში მეოთხე ნახევარფინალი ითამაშა დიდი სლემის ტურნირებზე და პირველად მოახერხა ფინალში გასვლა. სტეფანოსს ATP TOUR-ზე ჯამში 16 ფინალი აქვს ნათამაშები და 7 მოგებული. როლან გაროსის ფინალში გასვლით ციციპასი პირველად შეაბიჯებს მსოფლიო… Continue reading ზვერევის უიღბლო სტატისტიკა

“დიდება გმირებს” – უკრაინა მაისურებიდან სლოგანის ამოღებაზე უარს ამბობს

უკრაინის ნაკრების პრეს-სამსახურის უფროსის, ალექსანდრ გლივინსკის განცხადებით, ნაკრებიდან სლოგანი “დიდება გმირებს” – არ წაიშლება! რუსეთის დუმის დეპუტატები არა მხოლოდ ამ სლოგანმა, არამედ მაისურზე დატანებულმა რუკის კონტურებმაც გააღიზიანათ, სადაც უკრაინის შემადგენლობაში ყირიმია მოქცეული. ამის გამო, ოფიციალურმა კრემლმა უეფაში იჩივლა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუკის კონტურები და სლოგანი “დიდება უკრაინას” შეიძლება დარჩეს, თუმცა “დიდება გმირებს” უნდა წაიშალოს. ასეთი ვერდიქტის მიუხედავად,… Continue reading “დიდება გმირებს” – უკრაინა მაისურებიდან სლოგანის ამოღებაზე უარს ამბობს

აკადემია ბრინჯაოს დაეუფლა

აკადემია-ყოჩები 24:17 აკადემია: 4ლ – რ.მაზმიშვილი, ახობაძე, ზოიძე, ბერიკაშვილი. 2გ – მოძღვრიშვილი სინბინი: ლომაური ყოჩები:  2ლ – გენებაშვილი, ნოდია. 2გ,ს – მალაღურაძე სინბინი: ხიდეშელი, გ.მაზმიშვილი მსაჯი: სულხან ჩიხლაძე   დიდი 10-ის გათამაშების მესამე ადგილისთვის მატჩში თბილისის აკადემიამ ბოლნისის ყოჩები 24:17 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. აკადემიელებმა მთელი სეზონი სტაბილურად, მაღალ დონეზე ჩაატარეს. ერთი ხანობა… Continue reading აკადემია ბრინჯაოს დაეუფლა

როლან გაროსის ფინალისტები ცნობილია

52-ე ცდით, დიდი სლემის ტურნირის ფინალში როლან გაროსის ნახევარფინალში რუსმა ანასტასია პავლუჩენკოვამ 7:5 6:3 სძლია სლოვაკ ტამარა ზიდანშეკს და კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში. როლან გაროსის გადამწყვეტ შეხვედრაში 29 წლის პავლუჩენკოვას მეტოქე ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა იქნება, რომელმაც თავისმხრივ, ურთულეს, 3 საათიან ბრძოლაში 7:5 4:6 9:7 სძლია ბერძენ მარია საკარის. მესამე სეტის მიმდინარეობისას ბარბორამ… Continue reading როლან გაროსის ფინალისტები ცნობილია

როლან გაროსის ფინალისტები ცნობილია

როლან გაროსის ნახევარფინალში რუსმა ანასტასია პავლუჩენკოვამ 7:5 6:3 სძლია სლოვაკ ტამარა ზიდანშეკს და კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში. როლან გაროსის გადამწყვეტ შეხვედრაში 29 წლის პავლუჩენკოვას მეტოქე ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა იქნება, რომელმაც თავისმხრივ, ურთულეს, 3 საათიან ბრძოლაში 7:5 4:6 9:7 სძლია ბერძენ მარია საკარის. მესამე სეტის მიმდინარეობისას ბარბორამ 3:5-ზე მეტოქის მატჩპოინტი მოიგერია. პავლიუჩენკოვა და… Continue reading როლან გაროსის ფინალისტები ცნობილია

უეფამ ევრო 2020-ის ოფიციალურ სტარტამდე ტურნირი „ფორთნაითშიც“ გადაიტანა

2 დღეში კონტინენტის ყველაზე დიდი საფეხბურთო გათამაშება დაიწყება. 11 ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, გათამაშების ოფიციალურ დაწყებამდე უეფამ კომპიუტერული თამაშების მწარმოებელ Epic Games-თან ოფიციალური თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა და გათამაშება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშ ფორთნაითში გადაინაცვლებს. მოთამაშეები სპეციალურ მარათონში ჩაებმებიან, ტურნირის მანძილზე კი სპეციალურ ქულებს მიიღებენ, რაც საბოლოო რეიტინგის სახით ტურნირის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი და საპრიზო… Continue reading უეფამ ევრო 2020-ის ოფიციალურ სტარტამდე ტურნირი „ფორთნაითშიც“ გადაიტანა

ევროპის ჩემპიონატი და სოციალური მედია

6 დღეში სტარტს აიღებს კონტინენტის მთავარი საფეხბურთო ჩემპიონატი. კოვიდ სიტუაციის გამო, 1 წლით გადავადებული ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს, რომიდან დაიწყება და საერთო ჯამში, 11 ევროპულ ქვეყანაში იმოგზაურებს. სასიხარულოა, რომ ყველა სტადიონზე მაყურებელი და საფეხბურთო გარემო იქნება (შეზღუდვებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სტადიონზე განსხვავებული რაოდენობის ლიმიტირებული რაოდენობის მაყურებელი დაესწრება). ევრო 2020-ს ფინეთისა და ჩრდილო მაკედონიის სახით, ორი დებიუტანტი… Continue reading ევროპის ჩემპიონატი და სოციალური მედია

ვენეცია ტურისტებს ფეხბურთის დახმარებითაც მიიზიდავს

იტალიისა და ზოგადად, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაცია კოვიდ პანდემიის შემდეგ ახალ სიცოცხლეს დაიწყებს, განახლებული ტურისტული გეგმის ნაწილში კი სპორტული დეტალებიც გამოჩნდა, ვენეცია ტურისტებს მომავალი წლიდან ფეხბურთის დახმარებითაც მიიზიდავს. ვენეციელთა საფეხბურთო კლუბი ამავე სახელს ატარებს და შორეულ 1907 წელს, 114 წლის წინ შეიქნა. მიმდინარე სეზონში რანგით მეორე ლიგაში (სერია ბ) მოასპარეზე ვენეციელებმა სერია ა-ს… Continue reading ვენეცია ტურისტებს ფეხბურთის დახმარებითაც მიიზიდავს