კარიმ ბენზემა: სათამაშოდ 100%-ით მზად ვარ

რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ თამაშში ნაკრებში დაბრუნებულმა კარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო და რამდენიმე დღით იძულებითი დასვენება მოუწია. როგორც თავად ბენზემამ განაცხადა, იგი თავს კარგად გრძნობს და სათამაშოდ 100%-ით მზად არის. “გამოჯანმრთელების პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა, შაბათს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვივარჯიშე. ევროპის ჩემპიონატის გამოტოვებაზე… Continue reading კარიმ ბენზემა: სათამაშოდ 100%-ით მზად ვარ

ერიქსენზე… მიქაელ ლაუდრუპმა უეფა გააკრიტიკა

(ARKIV) Fodbold Michael Laudrup - træner i Qatar klubben Lekhwiya Sport Club i Doha. Her til træning 28.01.2015. Ifølge spanske medier har Michael Laudrup tilbudt sig til Real Madrid som træner, hvis klubben får behov. Det skriver Ritzau, onsdag den 17. oktober 2018.. (Foto: Claus Fisker/Ritzau Scanpix)

დანიური ფეხბურთის ლეგენდა მიქაელ ლაუდრუპმა უეფა გააკრიტიკა: კრისტიან ერიქსენის შემთხვევის გამო, მატჩი უნდა გადაედოთო… დანია-ფინეთი, როგორც იცით, გაგრძელდა და დინამიტებმა 0:1 წააგეს.   „როცა ასეთი რამ ხდება, ფეხბურთელებს ემოციების მოზღვავება ეწყებათ და სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ვინმეს უნდა ეთქვა, მაგრამ ფეხბურთელებს ბოლოს ეკითხებიან აზრს. „ან ახლა დაამთავრეთ მატჩი, ან ხვალ 12 საათზე გააგრძელეთ“ – ეს… Continue reading ერიქსენზე… მიქაელ ლაუდრუპმა უეფა გააკრიტიკა

იდეალი… ერიქსენის ბავშვობაზე და მომავალზეც

კრისტიან ერიქსენი – გუშინ მთელი საფეხბურთო სამყარო ერთი საათით გაჩერდა და ლოცულობდა. 29 წლის დანიელი ვარსკვლავი სიკვდილს ებრძოდა და დაამარცხა. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე, კონკრეტულად თამაშისას მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა. წარმოიდგინეთ, ამხელა ფორუმი, პირველი ტური და დანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი… აღარ გვსურს გახსენება, თუმცა ბოლოში მაინც მოგვიწევს. უბრალოდ, ერიქსენი უფრო ახლოს გავიცნოთ. ბავშვობა ერიქსენი 1992… Continue reading იდეალი… ერიქსენის ბავშვობაზე და მომავალზეც

მოდრიჩი: “ბრძოლისთვის მზად ვართ!”

ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის ერთერთი მთავარი თამაში ინგლისი – ხორვატიაა. “სამი ლომი” არა მხოლოდ ამ მატჩის, არამედ ტურნირის ერთერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევა. ასეთი რთული მეტოქის მიუხედავად, ლუკა მოდრიჩი ბრძოლისთვის მზადაა. სხვაგვარად როგორ შეიძლება?! ის ხომ ოქროს ბურთის მფლობელია… “ძნელია სიტყვებით გადმოსცე, ხორვატიის ნაკრებისთვის თამაში რას ნიშნავს. ეს მხოლოდ პატივი არ არის, ეს მოვალეობაცაა. ეს დიდი ტურნირია… Continue reading მოდრიჩი: “ბრძოლისთვის მზად ვართ!”

კლიპერსმა ჯაზი დაამარცხა

კავაი ლეონარდის 34 ქულას და 12 მოხსნას, პოლ ჯორჯმა 31 ქულა მიამატა და „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ საპლეიოფიო სერიაში ინტრიგა დააბრუნა იუტა ჯაზთან. „კლიპერსმა“ STAPLES CENTER-ში 132:106 დაამარცხა „ჯაზი“ და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა 1:2. თუ სერიის საწყის ორ შეხვედრაში პოლ ჯორჯი თამაშიდან მხოლოდ 34,3% სიზუსტით ესროდა, ამჯერად 24-დან 12 ჩააგდო, 10-დან 6 სამქულიანი. მან მეორე… Continue reading კლიპერსმა ჯაზი დაამარცხა

ძიუდოს გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველო VS კუბა

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მე-8 საჭიდაო დღე გუნდურ პირველობას დაეთმობა. IJF-ის გადაწყვეტილებით გუნდური პირველობა შეცვლილი ფორმატით ჩატარდება, რომელშიც ნაკრებები მიქსირებული შემადგენლობით იქნებიან დაკომპლექტებული – თოთოეულ მონაწილე ქვეყანას 3 ქალის და 3 კაცისგან შემდგარი გუნდი ეყოლება. ქალთა წონებია: -57 კგ, -70 კგ, +70 კგ მამაკაცთა წონები: -73 კგ, -90 კგ, +90 კგ გუნდურ პირველობაზე მონაწილეობას… Continue reading ძიუდოს გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველო VS კუბა

ბელგიის კარგი დასაწყისი და ცუდი რუსეთი

ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბელგიის ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ რუსებმა საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს, ბელგიელებმა კი პირიქით. პირველმა ტაიმმა რობერტო მარტინესის შეგირდების სრული უპირატესობით ჩაიარა. მე-10 წუთზე ბელგიელების ჩაწოდების შემდეგ, რუსთა ცენტრალურ მცველ სემენოვს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა, ლუკაკუს მიუვიდა და ბელგიელმა ანგარიში გახსნა.… Continue reading ბელგიის კარგი დასაწყისი და ცუდი რუსეთი

ფინეთმა ისტორია დაწერა

ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში პირველი ტურის მატჩი გაიმართა. ევროპირველობის დებიუტანტი ფინეთის ნაკრები დანიის ეროვნულ გუნდს შეხვდა და სენსაციურად 1:0 დაამარცხა. პირველმა ტაიმმა დანიელთა უპირატესობით ჩაიარა და დანიელები ალბათ მოიგებდნენ, რომ არა კრისტიან ერიკსენის შემთხვევა და შოკი, რომელიც საფეხბურთო სამყარომ მიიღო. ერიკსენი საავადმყოფოში გადაიყვანეს და რაც მთავარია თავს უკეთ გრძნობს. მეორე ტაიმში დანიელებს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეტყოთ,… Continue reading ფინეთმა ისტორია დაწერა

ლაპარაკობს !

დანია – ფინეთის მატჩი ერთსაათიანი პაუზის შემდეგ განახლდა. უეფამ კი გაავრცელა ცნობა, რომ კრისტიან ერიქსენი კოპენჰაგენი კარდიოლოგიური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ამჟამად გამოკვლევები უტარდება… და ყველაზე მთავარი: კრისტიან ერიქსენი სუნთქავს და ლაპარაკობს, მან გაიღვიძა და გონზე მოვიდა – თქვა ფეხბურთელის აგენტმა მარტინ შუტსმა ერიქსენის მამასთან საუბრის შემდეგ ერთ-ერთი რადიოს… Continue reading ლაპარაკობს !

შოკი სამყაროსთვის – ვინ რა დაწერა ერიკსენის შემთხვევის შესახებ

  მსოფლიო შოკში ჩავარდა, კრისტიან ერიკსენი მოედანზე უგონოდ მაშინ დაეცა, როდესაც არავინ შეხებია…   რაღაც დროის მანძილზე, დანიელის მდგომარეობა არავინ იცოდა – არა თუ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებდა, სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა თუ არა.   საბედნიეროდ, ის გონზეა და მისი მდგომარეობა სტაბილურია   აი, ტვიტერში რა ხდებოდა…   We're thinking of Christian Eriksen, his family and @DBUfodbold… Continue reading შოკი სამყაროსთვის – ვინ რა დაწერა ერიკსენის შემთხვევის შესახებ