თემიდის მსახურთა ვინაობა გაირკვა

საქართველოს ნაკრები ივლისის ტესტებზე სამ მაღალი დონის ტესტს გამართავს. მსოფლიო რაგბიმ უკვე დაადგინა იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც ტესტებს მოემსახურებიან. სასიხარულოა, რომ მათგან ერთ-ერთი ქართველი ნიკა ამაშუკელია, რომელიც 3 ივლისს უელსი-კანადის, ხოლო 10 ივლისს რუმინეთი-შოტლანდიის მატჩს იმსაჯებს. გაირკვა ბორჯღალოსნების მატჩების მსაჯთა ბრიგადებიც. 2 ივლისს ჩვენი გუნდი სტუმრად სამხრეთ აფრიკას ეთამაშება და  მთავარი მსაჯი შოტლანდიელი მაიკ ადამსონი… Continue reading თემიდის მსახურთა ვინაობა გაირკვა

პსჟ: სატრანსფერო ბაზრის ტერორი!

ნასე ალ-ხელაიფის ოცნება, რომ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, ჯერ კიდევ ვერ ახდა. მაურიციო პოჩეტინო სიტისთან ნახევარფინალში დამარცხდა.   ამის შემდეგ, მან გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება გადაწყვიტა.   თავდაპირველი ამოცანა ნახევრად უკვე შესრულებულია: ნეიმარმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, ახლა მთელი ძალები მბაპესკენაა მიმართული.   როგორც ალ-ხელაიფმა თქვა, ფრანგი არსად წავა, არ იყიდება და კონტრაქტსაც გაახანგრძლივებს, რადგან ქვეყანასთან მას მისია შესასრულებელი ჯერ კიდევ დარჩა.   ამას გარდა,… Continue reading პსჟ: სატრანსფერო ბაზრის ტერორი!

“უკეთესი იყო, ვიდრე ველოდი, მან გამაოცა” – ფლოიდი ლოგან პოლზე [VIDEO]

ფლოიდ მეივეზერისა და ლოგან პოლის საგამოფენო ორთაბრძოლა ყველასთვის მოულოდნელად, 8 რაუნდი გაგრძელდა. ლოგან პოლმა მოახერხა და დაუმარცხებელ ფლოიდს მთელი ბრძოლა გაუძლო. იუთუბერის კარგმა ასპარეზობამ ფლოიდზეც მოახდინა შთაბეჭდილება და ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში შემდეგი რამ თქვა: “მე ძალიან გავერთე, მე აღარ ვარ 21 წლის, თუმცა კარგია ახალგაზრდებთან ბრძოლა, ჩემი ძალების მათთან გამოცდა. ლოგანი დიდებული ახალგაზრდა მებრძოლია, ძლიერი,… Continue reading “უკეთესი იყო, ვიდრე ველოდი, მან გამაოცა” – ფლოიდი ლოგან პოლზე [VIDEO]

ფლოიდს ლოგან პოლთან გაუჭირდა – ბრძოლის მიმოხილვა [VIDEO]

ფლოიდ მეივეზერისა და ლოგან პოლის დაპირისპირება ნოკაუტის გარეშე დასრულდა, მეტიც – ფლოიდი პოლის დანოკდაუნებასთანაც კი არ ყოფილა ახლოს ბრძოლის მიმდინარეობისას. გაბარიტებში განსხვავებამ თავისი შედეგი გამოიღო, მიუხედავად ფლოიდის რამდენიმე კარგი დარტყმისა, ლოგანმა საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა – იგი ახერხებდა ფლოიდის ფეთქებადი დარტყმების მოგერიებას და შემდეგ ქლინჩში დროულად შესვლას. საწყისი რაუნდები ფლოიდმა, ისევე როგორც კონორთან ბრძოლისას, შედარებით… Continue reading ფლოიდს ლოგან პოლთან გაუჭირდა – ბრძოლის მიმოხილვა [VIDEO]

თოფურიასთან ხუმრობა ცუდად დასრულდა [VIDEO]

სოც. ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ილია თოფურია, თავის დარბაზში, ცნობილ ესპანელ იუმორისტს, ელ სეხას ერთი დარტყმით თიშავს. ვიდეოში ჩანს, როგორ ეჭიმება სეხა თოფურიას, თოფურიაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მარჯვენა დარტყმით აგდებს მას. ვიდეოს თავად კომიკოსი ავრცელებს შემდეგი წარწერით: “კიდევ კარგი მეც არ დაგარტყი, დიდი მადლობა ძმაო. მადლობა დარბაზს კოლაბორაციისთვის”. ვიდეოზე დადებითი კომენტარი თავად ილია თოფურიამაც დატოვა.… Continue reading თოფურიასთან ხუმრობა ცუდად დასრულდა [VIDEO]

პრობლემები + პრობლემები: ნიდერლანდებს ერთი კაცი გამოაკლდათ

ნიდერლანდების ნაკრებს პრობლემები ემატება და ემატება. დონი ვან დე ბეეკი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს: ეს დღეს გადაწყდა. მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა ტრავმა ვერ მოირჩინა…   მის ნაცვლად მწვრთნელი ფრანკ დე ბური არავის არ დაამატებს: 25-კაციანი განაცხადი დარჩება.   დენის ბერხკამპის ქალიშვილის შეყვარებულს, ვან დე ბეეკს საკლუბო სეზონიც ჩაუვარდა, მანჩესტერ იუნაიტედში მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა.   ნიდერლანდებს, როგორც… Continue reading პრობლემები + პრობლემები: ნიდერლანდებს ერთი კაცი გამოაკლდათ

ვილი სანიოლი: უკმაყოფილო ვარ, ზოგი ფეხბურთელი ბოლომდე არ დაიხარჯა

საქართველოს ნაკრები ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმ ისაუბრა.   “ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს, შესაძლოა ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით.… Continue reading ვილი სანიოლი: უკმაყოფილო ვარ, ზოგი ფეხბურთელი ბოლომდე არ დაიხარჯა

ჰოლანდი ჩელსიში? – რეალურია!

როგორც დეილი მეილი წერს, ჰოლანდის თაობაზე, ჩელსიმ დორტმუნდთან მოლაპარაკებები დაიწყო.   მიუხედავად იმისა, რომ არისტოკრატებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ამ გუნდის ერთერთი ყველაზე სუსტი წერტილი ფორვარდის პოზიცია იყო.   როგორც ცნობილია, ბორუსია ნორვეგიელში 200 მილიონ ევროს ითხოვს, ლონდონელები კი ფასის დაკლებას ცდილობენ.   წინა სეზონში, ჰოლანდმა მონაწილეობა 40 შეხვედრაში მიიღო, 40 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მესამე ქართველი როლან გაროსის ძირითად ბადეში

მესამე ქართველი როლან გაროსის ძირითად ბადეში საქართველოს მეორე ჩოგანმა ეკო გორგოძემ (N222 მსოფლიო რეიტინგში) წარმატებით დასძლია როლან გაროსის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი და ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. კვალიფიკაციის ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ნურია პარიზას დიასი გახლდათ. გორგოძემ პირველ სეტში ოთხჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება, საკუთარი მხოლოდ ორჯერ დაკარგა და 48 წუთში 6:3 იმარჯვა. მეორე სეტის სტარტი… Continue reading მესამე ქართველი როლან გაროსის ძირითად ბადეში

ჯოკოვიჩი, ნადალი და ფედერერი ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ

მსოფლიო საჩოგბურთო ელიტა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შეიკრიბა, სადაც 30 მაისს სტარტს აიღებს სეზონის მეორე გრანდ სლემის ტურნირი – როლან გაროსი. კენჭისყრის ცერემონიის წინ როლან გაროსის 13 – გზის ტრიუმფატორ რაფაელ ნადალს ძეგლი გაუხსნეს ცენტრალური კორტის წინ. ძალიან საინტერესოდ წარიმართა კენჭისყრა – დიდი სამეულის წევრები(ჯოკოვიჩი, ფედერერი, ნადალი) ბადის ზედა ნახევარში მოხვდნენ, ასე რომ მათი სავარაუდო დაპირისპირებების… Continue reading ჯოკოვიჩი, ნადალი და ფედერერი ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ