ბენზემა: ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ვბაძავდი…

    კარიმ ბენზემამ თავისი კუმირი დაასახელა. თან დაამატა, ის ერთადერთია, რომელსაც თამაშით ვბაძავდიო… ეს ბრაზილიელი რონალდოა. აი, რა თქვა ფრანგმა ფორვარდმა: „ის იყო და რჩება ჩემს კუმირად. მადრიდში როცა შევხვდი, ძალიან გამეხარდა. ბავშვობაში კოპირებას ვახდენდი და რა თქმა უნდა, ზუსტად იგივე ტემპში და ზუსტად იმ სტილში ვერ გამომდიოდა, რადგან რონალდო ჩემზე ძლიერი იყო. …სახლში… Continue reading ბენზემა: ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ვბაძავდი…

ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონთეში გააგრძელებს

ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონურ კრაკოვიაში გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების მცველმა პოლონელებთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კაკაბაძე ბოლოს ტენერიფეში გამოდიოდა, სადაც 1 სეზონი ითამაშა და 19 მატჩი ჩაატარა. ტენერიფეს გარდა მას თბილისის დინამოში, ხიმნასტიკში, იესბიერგში და ლუცერნში უთამაშია. რაც შეეხება კრაკოვს, გუნდს კარგი პერიოდი არ აქვს. პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო გათამაშებაში გუნდი მე-14 ადგილზე გავიდა და გასავარდნ ზონას… Continue reading ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონთეში გააგრძელებს

მბაპე: “პსჟ-ში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ…”

კილიან მბაპეს პსჟ-თან კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება და, რა თქმა უნდა, მის ტრანსფერზე ბევრს საუბრობენ – უპირველეს ყოვლისა, მადრიდის რეალში. “ფრანს ფუტბოლთან” საუბარში მბაპემ მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა “სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღო და ეს რთულია. პსჟ-ში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ საუკეთესო ადგილი ჩემთვის რა იქნება? პასუხი არ მაქვს”  

კამათი გასახდელთან: “აზარის ტრავმა შენი ბრალია!”

ბელგიელმა მარჯვენაფლანგელმა ტომას მუნიემ მოჰყვა, როგორი საუბარი ჰქონდა რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან. შარშანწინდელი ამბავი, როცა მუნიე პსჟ-ში თამაშობდა, ხოლო ედენ აზარი რეალში იყო. ორი ბელგიელის შეჯახება…   მუნიე ესპანურ Marca-ს: „მატჩის შემდეგ გასახდელთან, კორიდორში ვიდექი, სადაც პერესმა გამოიარა. ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი: „სასიამოვნოა თქვენი გაცნობა“. პერესმა კი მითხრა: „სასიამოვნოა? გააზრებული გაქვთ, რომ აზარს ტრავმა მიაყენეთ?… Continue reading კამათი გასახდელთან: “აზარის ტრავმა შენი ბრალია!”

ეშმაკები ეკლესიის კარიბჭესთან – ბელგია რუსეთთან თამაშს ეხმაურება [ფოტო]

ბელგიის ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა, სადებიუტო მატჩის წინ ტვიტერზე ფოტო გამოაქვეყნა – “წითელი ეშმაკები” ეკლესიის კარს მისდგომიან – ყველაფერი გასაგებია, ბელგიამ რუსეთს უნდა შეუტიოს…      

იოკიჩის ისტორიულმა სამმაგმა დუბლმა დენვერს ვერ უშველა

„ფინიქს სანზმა“ კრის პოლის და დევინ ბუკერის ბრწყინვალე თამაშის ფონზე სტუმრად 116:102 დაამარცხა „დენვერ ნაგეთსი“ და საპლეიოფო სერიაში 3:0 დაწინაურდა. შეხვედრის სტარტის წინ, ნიკოლა იოკიჩს MVP-ის ტიტული გადასცეს და დარბაზში შეკრებილი 19 500 გულშემატკივარი იმედიანად იყო, რომ სერბული „ჯოკერის“ დახმარებით დენვერი შეწყვეტდა ფინიქსის მოგებათა სერიას. „სანზის“ კალათბრთელებმა შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყეს, 12 წუთის განმავლობაში 77% –… Continue reading იოკიჩის ისტორიულმა სამმაგმა დუბლმა დენვერს ვერ უშველა

ჯოკოვიჩმა ნადალი დაამარცხა

როლან გაროსის ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა 3:6 6:3 7:6 6:2 დაამარცხა ტურნირის 13-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი და ფინალის საგზური მოიპოვა. ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობაზე 108-ე მატჩი ჩაატარა და მხოლოდ მესამე მარცხი იწვნია. როლან გაროსზე ნოვაკმა ესპანელი ლეგენდა მეორედ დაამარცხა. სერბმა მატჩი საკმაოდ მძიმედ დაიწყო და 25 წუთის შემდეგ უკვე 0:5-ს აგებდა. თუმცა… Continue reading ჯოკოვიჩმა ნადალი დაამარცხა

ეს რომ კრივი ყოფილიყო…

გეგონება, უფროსკლასელები უმცროსკლასელებს ეთამაშებიანო – იმდენად დიდი იყო დონეში სხვაობა, კრივი რომ ყოფილიყო, თურქები ალბათ თეთრ პირსახოცს გადმოაგდებდნენ. რობერტო მანჩინის გუნდმა ევრო-2000 მძლავრად დაიწყო. და ეს იტალიისთვის ზედიზედ მეცხრე მოგებაა გოლგაუშვებლად, ხოლო 28-ე წაუგებელი მატჩია… მანჩინიმ აშკარად მიაგნო რაღაც ახალს. აგრესია შეტევაში ერთია და იტალიამ უპირველესად ცენტრში გააქრო თურქები. მთავარი იარაღი: ბარელა და ლოკატელი ართმევაზე… Continue reading ეს რომ კრივი ყოფილიყო…

თურქეთი 0:3 იტალია [ვიდეო]

ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ნომინალური მასპინძელი თურქეთის ნაკრები იყო, თუმცა მატჩი რომში გაიმართა. ფავორიტები, რა თქმა უნდა, იტალიელები იყვნენ და ეს სტატუსი ბოლომდე გაამართლეს – 0:3.