The Players Tribune- თან ინტერვიუში, პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა, რენატო სანჩესმა წარსულსა და მომავალზე ისაუბრა
“ბაიერნში ჩემი პირველი სეზონი იდეალური არ ყოფილა. ეს ვიცი. მესმოდა, ხალხი ჩემზე როგორ ამბობდა: “ჩავარდნაა”; “ძეგლია”; “Scheisse.” (განავალია); “გავყიდოთ, სანამ შეგვიძლია”.
არ ვწუწუნებ, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და ხანდახან საქმეები ისე არ მიდის, როგოც გსურს. მამაჩემი ყოველთვის მეუბნება: “შენ მებრძოლი ხარ. მებრძოლები არასდროს ნებდებიან. მეომარი ბრძოლაში მაშინაც მიდის, როდესაც იცის რომ წააგებს.” ვიცი, ზოგიერთმა ადამიანმა უკვე ჩამომწერა.
წინა ზაფხულს, ბაიერნში კიდევ ერთხელ დავბრუნდი და ვიფიქრე, რომ ჩემი თამაში ვიპოვნე. რაც ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ, დიდი მიზნები მქონდა, ოქროს ბურთისა და ოქროს მედლების მოგება მინდოდა. ეს ამბიციები კიდევ მაქვს, მაგრამ ეს უკვე იმის მერე მოდის, რაც დავამტკიცებ რა შემიძლია.
მინდა მიუნხენში თქვან: “ეს ის რენატოა, რომელმაც ვიყიდეთ. აი, რატომ!”