იუვენტუსი და კრიშტიანუ რონალდუ კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავენ. როგორც ნიკოლო სკირა წერს, მოლაპარაკება უახლოეს კვირებში გაიმართება.
რაც შეეხება კონტრაქტის პირობებს, ის ძალაში 2023 წლამდე იქნება, რონალდუ კი ხელფასს, წელიწადში, 31 მილიონიდან 20 მილიონამდე დაიკლებს…
წინა სეზონში, 29 გოლით, ის სერია ა-ს ბომბარდირი გახდა. ასევე, 5 შედეგიანი დარტყმით, ევრო 2020-ის საუკეთესო მეგოლეც იყო…