Sabah: აზაროვი… ტრაბზონსფორმა მოლაპარაკება დაიწყო

თურქული Sabah-ი წერს, რომ ტრაბზონსფორმა ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო ბათუმის დინამოსთან. აზაროვი იანვარში თბილისის დინამოდან გადავიდა ბათუმის კლუბში, სადაც მშვენივრად თამაშობს. კარგი იყო ევროტურნირებზე და ასევე რუმინეთი-საქართველოს ამხანაგურშიც (1:2).

 

აზაროვი, როგორც იცით, მარცხენა მცველია.

 

თურქული საიტი წერს, რომ ირაკლი სხვა კლუბებსაც სურთ.მათ შორის რუსული კრასნოდარიცაა.

 

ფოტო: ბათუმის დინამოს Facebook-ის

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *