ნიდერლანდები 3:2 უკრაინა [ვიდეო]

თამაში, რომელმაც აბსოლუტურად გაამართლა. გარდა იმისა, რომ ხუთი გოლი ვნახეთ, 2:0-დან 2:2 – ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მაინც ესთეტიკა იყო. რა თქმა უნდა, ნიდერლანდების ნაკრები დომინირებდა, თუმცა ყრუ დაცვაში უკრაინაც არ იყო და კონტრ-შეტევებზე თამაშს გამუდმებით ცდილობდა. ორივე გუნდი ამას ლამაზად აკეთებდა, მომენტალურად ფეთქდებოდა და მაყურებლებში ოვაციებს იწვევდა.

 

მიზეზი, რატომაც უკრაინამ წააგო, ეს კლასია, თუმცა მათ მხოლოდ ქება ეკუთვნით – 2:0-ზე, როდესაც ყველას თამაში დამთავრებული ეგონა, ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და გაათანაბრეს.

 

ნიდერლანდელთაგან განსაკუთრებით გამოსარჩევი რამდენიმე ფეხბურთელია: ჯინი ვეინალდუმი, მემფისი და დუმფრისი. დუმფრისმა გადამწყვეტი გოლი ბოლოსკენ გაიტანა…

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *