მესიმ აგუეროს ტოტალიზატორში მოაგებინა… (+ფოტო)

სერხიო აგუეროს 1001 დოლარი დაუდია, რომ ლეო მესი მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. ჰოდა, 8264 დოლარი მოიგო… აგუერომ დამადასტურებელი ფოტოც დადო სოციალურ ქსელში და მიაწერა: “17 ნოემბერს დავდე ეს ფსონი და მხოლოდ ახლა გამახსენდა”. შეგახსენებთ, აგუერომ დაახლოებით ერთი წლის წინ გულის პრობლემების გამო დაასრულა კარიერა. აგუეროც ყატარში იყო არგენტინის ნაკრებთან ერთად…

აგუერო ბრაზილიელ ფანებში [ვიდეო]

არგენტინის ნაკრების ყოფილი ფორვარდი და სიტის ლეგენდა, კუნ აგუერო კატარში მისი ქვეყნის საგულშემატკივროდ გაემგზავრა. ამაში განსაკუთრებული არაა, მაგრამ, შემთხვევით, თვითმფრინავში ბრაზილიელი ქომაგების გარემოცვაში აღმოჩნდა…

აგუეროს ოპტიმიზმი – რა არის არგენტინის ძლიერი მხარე?

სიტის ლეგენდამ, სერხიო აგუერომ არგენტინის ნაკრებსა და ლეო მესიზე ისაუბრა “მესი ახალ გუნდს შეეწყო. თუ ლეო 100%-ით მზადაა, ის მომაკვდინებელია. თუ შესაძლებლობების 60-70%-ზე მეტს არ გამოიყენებს, არგენტინა ამისთვისაც მზად იქნება. ეს გუნდი კარგადაა მომზადებული და ლეოს ლიმიტზე თამაში არ მოუწევს. სკალონიმ ყველაფერი შეცვალა. ბურთს იმდენ ხანს აღარ ვფლობთ, მაგრამ როცა გვაქვს – ხიფათს ვქმნით. ეს… Continue reading აგუეროს ოპტიმიზმი – რა არის არგენტინის ძლიერი მხარე?

ვიდიჩმა 4 საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა, ვის წინააღმდეგაც ინგლისში უთამაშია

ნემანია ვიდიჩმა The Athletic-თან ინტერვიუში 4 საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა, ვის წინააღმდეგაც პრემიერლიგაში უთამაშია. აღსანიშნვია, რომ სერბმა ამ ოთხეულში ფერნანდო ტორესი არ შეიყვანა. “ჩემი პირველი ოპონენტი ინგლისში პიტერ კრაუჩი იყო. 2 მეტრიანი თავდამსხმელი მანამდე არასდროს მენახა. ჩვენ ლივერპულს თასის თამაშში ენფილდზე დავუპირისპირდით. ვფიქრობდი “ვაი რა გავაკეთო ამ ბიჭის წინააღმდეგ”.  ჩემი ერთ-ერთი ყველაზე რთული მოწინააღმდეგე დიდიე დროგბა… Continue reading ვიდიჩმა 4 საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა, ვის წინააღმდეგაც ინგლისში უთამაშია

აგუერო ისევ თამაშობს და ფიქრობს (+video)

არგენტინელი სერხიო აგუერო ისევ თამაშობს. მაიამიში მინი-ტურნირზე გააგორა ბურთი და არცთუ ცუდად. მას 7 თვის წინ გულის არითმია დაუდგინეს. გემახსოვრებათ, თამაშის დროს შეუძლოდ გახდა და საფუძვლიანი გამოკვლევის მერე კარიერა დაასრულა. თუმცა გული უწევს მოედანზე და აი, აგუეროს კომენტარი: „ფიფაში უკვე ლეგენდა დამიძახეს, მაგრამ გუშინ ისევ გავიფიქრე კარიერის განახლებაზე. ექიმებმა 5-6 თვით მირჩიეს უთამაშებლობა, ახლა კი… Continue reading აგუერო ისევ თამაშობს და ფიქრობს (+video)

ძეგლი… აგუეროა, მაგრამ კროოსს ჰგავსო

ტონი კროოსმა იხუმრა იმ თემაზე, მანჩესტერ სიტის სტადიონთან სერხიო აგუეროს ძეგლი რომ დადგეს, აგუეროზე მეტად… კროოსს ჰგავს. სკულპტურული ნამუშევარი ბევრმა გააკრიტიკა, აგუეროს მხოლოდ გოლის რიტუალში ჰგავსო. კროოსს უფრო მიამსგავსეს და რეალის გერმანელმა ფეხბურთელმაც იხუმრა ამის შესახებ. BBC-ის ჟურნალისტმა საიმონ სტოუნმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ძეგლის ფოტო და მიაწერა: „აგუერო აქ არის“. კროოსმა კი მიუწერა: „დარწმუნებული ხართ?“

აგუეროს ძეგლი დაუდგეს

მანჩესტერ სიტიმ აგუეროს ქანდაკება დაუდგა.   არგენტინელი ფეხბურთლის გამოსახულება ეტიჰადზეა, სადაც, მოგეხსენებათ, სიტი საშინაო შეხვედრებს მართავს.   10 წლის თავზე, მოქანდაკეებმა ის მომენტი შექმნეს, საიდანაც კუნმა ოქროს გოლი გაიტანა: 93:20 წუთზე, ქუინს პარკ რეინჯერსის კარი აიღო, რითაც ქალაქებს ჩემპიონობა 44 წლის შემდეგ მოუტანა.   2021 წლის აგვისტოში, კომპანისა და სილვასთან ერთად, სიტიმ აგუერო კლუბის დიდების… Continue reading აგუეროს ძეგლი დაუდგეს

“შენ ჯერ არ გითამაშია საუკეთესოსთან: მესისთან…”

სერხიო აგუერო რომ ლეო მესის მეგობარია, ყველამ იცის. ახლა კი, აი, პატარა ამბავი,  Instagram-ზე პოსტს რომ მოჰყვა. მანჩესტერ იუნაიტედის 17 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა ალეხანდრო გარნაჩომ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გადაღებული ფოტო დადო. რონალდუმ ნორვიჩთან შესრულებული ჰეთ-თრიქის მერე ის იღბლიანი ბურთი აჩუქა გარნაჩოს… გარნაჩომ ეს ფოტო განათავსა და მიაწერა: „ყველა დროის უდიდესი მოთამაშე“. აგუერომ კი უპასუხა: „უბრალოდ,… Continue reading “შენ ჯერ არ გითამაშია საუკეთესოსთან: მესისთან…”

აგუერო ფეხბურთს უბრუნდება?

  მანჩესტერ სიტის ლეგენდა, კუნ აგუერო, რომელიც ბოლოს ბარსელონაში ირიცხებოდა, საფეხბურთო კარიერის აღდგენაზე დაფიქრდა. 33 წლის არგენტინელმა წასვლის შესახებ 2021 წლის დეკემბერში განაცხადა. „ფიფამ ლეგენდებს შორის უკვე დამასახელა, თუმცა გუშინ მინდორზე დაბრუნებაზე დავფიქრდი. ექიმებმა მითხრეს, რომ 5-6 თვე უნდა დავისვენო, მაგრამ უკვე ვარჯიში მინდა. ინტერ მაიამიდან დამიკავშირდნენ, თუმცა წინადადება არ მივიღე,“ – თქვა კუნმა.  

აგუერო: ხალხო, არ იცით ინგლისში რა ხდება…

  სიტის ლეგენდარულმა შემტევმა, სერხიო აგუერომ ინგლისელ ჟურნალისტებზე ისაუბრა „ხალხო, ინგლისში რა ხდება არ იცით. იქ, ყველა: ჟურნალისტები, ტელევიზიები – გამონაკლისის გარეშე – მანჩესტერ იუნაიტედის ფანია! ყველა!,“ – თქვა არგენტინელმა.