იბრა… სრულდება?

როდის დაასრულებს კარიერას ზლატან იბრაჰიმოვიჩი? იტალიური პრესა წერს, რომ ზლატანმა უახლოეს წრეში თქვა – ზაფხულში თამაშს შევეშვებიო. თავად ოფიციალურად არ უთქვამს, მაგრამ სავარაუდოდ, ასეც იქნება… იბრა 41 წლისაა, ბოლო პერიოდში ძალიან შეაწუხა ტრავმებმა და მილანს ვერ ეხმარება. მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტამ დიდი დრო გააცდენინა და იმაზე დიდხანს უწევს რეაბილიტაცია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამ სეზონში შვედს… Continue reading იბრა… სრულდება?

ბლინდი ბაიერნში გადავიდა…

ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც ბაიერნი 32 წლის ფეხბურთელს იმატებს. აიაქსიდან, თავისუფალი აგენტის სტატუსით, დეილი ბლინდი რეკორდმაისტერში გადავიდა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ამსტერდამულ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტა სთხოვა, რაც დაუკმაყოფილეს. ბლინდი ბაიერნში სეზონის ბოლომდე იქნება და კონტრაქტი, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს…  

ითხოვა, გაუშვეს… მადლობა და ნახვამდის!

LIVERPOOL, UNITED KINGDOM - SEPTEMBER 13: Daley Blind of Ajax during the UEFA Champions League match between Liverpool and Ajax at Anfield on September 13, 2022 in Liverpool, United Kingdom (Photo by Andre Weening/Orange Pictures/BSR Agency/Getty Images)

აიაქსმა გამოაცხადა, რომ დეილი ბლინდმა კონტრაქტის გაწყვეტა სთხოვა და შეთანხმდნენ კიდეც. ამსტერდამულმა გრანდმა გამოაცხადა, რომ 2023 წლის ზაფხულის ნაცვლად, ხელშეკრულება ექვსი თვით ადრე შეწყდა. ეს ბლინდის დამსახურების გამო… მადლობა და ნახვამდის! აიაქსის მწვრთნელი ალფრედ შროიდერი ბლინდს ხშირად არ ათამაშებდა და ფეხბურთელმაც გაშვება ითხოვა. სად გააგრძლებს კარიერას ბლინდი, ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, მან გასულ მუნდიალზე ითამაშა და… Continue reading ითხოვა, გაუშვეს… მადლობა და ნახვამდის!

ჩომ ვერ უშველა

AL RAYYAN, QATAR - NOVEMBER 28: (EDITORS NOTE: In this photo taken from a remote camera from behind the goal) Guesung Cho of Korea Republic scores their team's second goal past Lawrence Ati Zigi of Ghana during the FIFA World Cup Qatar 2022 Group H match between Korea Republic and Ghana at Education City Stadium on November 28, 2022 in Al Rayyan, Qatar. (Photo by Stuart Franklin/Getty Images)

… სამხრეთ კორეისა და განას მატჩის მე-11 დამატებულ წუთზე კორეელებმა კუთხურის შესრულების უფლება მიიღეს, მაგრამ მსაჯმა ენტონი ტეილორმა თამაში დაამთავრა, რითაც აზიელების განრისხება გამოიწვია. მათ აღშფოთებულ მთავარ მწვრთნელს პაულუ ბენტუს კი წითელი ბარათი უჩვენა. ამ დროს კორეელები 2:3 აგებდნენ და თამაშიც ასე დამთავრდა. ახლა განელებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, H ჯგუფში 3 ქულა… Continue reading ჩომ ვერ უშველა

მაინც ლივერპული

Liverpool's Jordan Henderson (right) makes his way out onto the pitch ahead of the UEFA Champions League group A match at the Johan Cruyff Arena in Amsterdam, Netherlands. Picture date: Wednesday October 26, 2022. (Photo by Zac Goodwin/PA Images via Getty Images)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში აიაქსმა შინ ლივერპულთან წააგო და ტურნირს დაემშვიდობა. ნიდერლანდელები ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებენ, მერსისაიდელები კი მერვედფინალში არიან. აიაქსის ქომაგები მოწყენილები ტოვებდნენ იოჰან კრუიფ არენას ტრიბუნებს. ბევრმა მსაჯის ფინალურ სასტვენამდე მიატოვა იქაურობა. თუმცა, გუშინაც ვწერდით, რომ მათ იმედი თამაშამდეც გადაწურული ჰქონდათ და უფრო შიდა ჩემპიონატის ამბებს განიხილავდნენ უშუალო კონკურენტ პსვ-სთან… Continue reading მაინც ლივერპული

მოწყენილი ამსტერდამი

ზაალ მუჯირი ამსტერდამიდან სპეციალურად Leadersport.ge-სთვის. ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში ჩვენი ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის ასპროცენტიანი შედეგი აქვს, ოთხივე თამაში მოიგო და 12 ქულით პირველ ადგილზეა. შესაბამისად, ორი ტურით ადრე მერვედფინალის საგზური უკვე გაინაღდა. მეორე საგზურისთვის კი ლივერპული (9 ქულა) და აიაქსი (3) იბრძვიან. დღეს, 26 ოქტომბერს, ისინი ამსტერდამში, იოჰან კრუიფ არენაზე შეხვდებიან ერთმანეთს. უკეთეს მდგომარეობაში მერსისაიდელები… Continue reading მოწყენილი ამსტერდამი

“ინსინიეს ახლავე სჯობს” – საიდან ასეთი ნაპოლი?..

საოცარ ნაპოლის ვუყურებთ და რაც მთავარია, საოცარია გუნდის 77 ნომერი ხვიჩა კვარაცხელია. Sky Sport-ის ჟურნალისტმა პაოლო კონდომ ისაუბრა, თუ რამ გამოიწვია ასეთი პროგრესი. ხომ გახსოვთ, სეზონის წინ ბევრი ამბობდა, ნაპოლი დასუსტდა და დროა, ჩემპიონთა ლიგაში მათი ადგილი რომამ, ან ლაციომ დაიკავოსო. „დრის მერტენსი სამუდამოდ გახდა ნაპოლის ისტორიის ნაწილი, მაგრამ ჯაკომო რასპადორის სახით მას ღირსეული შემცვლელი… Continue reading “ინსინიეს ახლავე სჯობს” – საიდან ასეთი ნაპოლი?..

ნაპოლი VS აიაქსი – ძირითადი შემადგენლობები…

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, ნაპოლი აიაქსს უმასპინძლებს. ძირითადი შემადგენლობები ცნობილია – პირველივე წუთიდან, ამსტერდამელთა კარს ხვიჩა კვარაცხელია შეუტევს.   შეხვედრა, თბილისის დროით, 20:45-ზე დაიწყება…  

როგორია ხვიჩას ფეხის მდგომარეობა?.. (ცნობა ოჯახიდან)

როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ფეხის მდგომარეობა? აიაქსი-ნაპოლის შეხვედრის მეორე ტაიმში დუშან ტადიჩი ეუხეშა, ფეხი დააბიჯა და კვარას ექიმის ჩარევა დასჭირდა. თამაში გააგრძელა და მალე გოლიც გაიტანა, მაგრამ დისკომფორტი ეტყობოდა. გოლის გატანიდან ერთ წუთში ხვიჩა შეცვალეს. როგორც ხვიჩას ოჯახიდან შევიტყვეთ, საშიში არაფერია. ფეხზე არაფერი უჭირს, კარგად გრძნობს თავს. შეგახსენებთ, ნაპოლიმ სტუმრად 6:1 გაანადგურა აიაქსი.

“ვან გოგი? არა, კვარაცხელია” (ფოტო)

AMSTERDAM, NETHERLANDS - OCTOBER 04: Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli scores their team's fifth goal past Remko Pasveer of Ajax during the UEFA Champions League group A match between AFC Ajax and SSC Napoli at Johan Cruyff Arena on October 04, 2022 in Amsterdam, Netherlands. (Photo by Dean Mouhtaropoulos/Getty Images)

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ნაპოლიმ აიაქსი 6:1 განადგურა და ამ მოგებაში დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. მატჩის მსვლელობისას ნაპოლის ფეისბუქ გვერდმა საკმაოდ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. იტალიელებმა ხვიჩას ფოტოები დადეს რასაც შემდეგი აღწერა გაუკეთეს “ვან გოგი? არა, კვარაცხელია.”