აინარას ბაგაცკისმა უკრაინელი ბავშვები გადაარჩინა

უკრაინის საკალათბურთო ნაკრების და “კიევ-ბასკეტსის” მთავარმა მწვრთნელმა აინარას ბაგაცკისმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა – საკუთარ მეუღლე ილზესთან ერთად ორგანიზება გაუკეთა უკრაინელი ბავშვების გაყვანას კონფლიქტის ზონიდან. უკრაინელი ბავშვებით სავსე ავტობუსი (რამდენიმე მშობელთან ერთად) უკვე ჩავიდა ლატვიის ქალაქ ვალკაში, სადაც ისინი მშვიდ გარემოში იცხოვრებენ საომარი კონფლიქტის დასრულებამდე – ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააჟღერა ქალაქის მერმა ვენტს კრაუკლისმა.