ყოველ დღე შედევრი უნდათ?

ბრავო, კვარა! ეს რა დონის ფეხბურთელი ხარ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შედევრი თუ არ შექმენი, ნეაპოლშიც და საქართველოშიც გულშემატკივარი გულნაკლულია. ის კი არა, თავადაც გულნაკლული ხარ — აინტრახტთან თამაშის ბოლოს, შენი გამომეტყველება და ჟესტიკულაცია ამას მიუთითებდა. გესმის ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ეგრეთწოდებული თამასა არანორმალურ სიმაღლეზე გაქვს აწეული. კარგ თამაშად მხოლოდ შედევრს გითვლიან.… Continue reading ყოველ დღე შედევრი უნდათ?

დამწვარი მანქანები, პოლიცია, ფანები… – რა ხდებოდა ნეაპოლში თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე? (ვიდეო)

მანამ სანამ ნეაპოლში ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8 ფინალი დაიწყებოდა, ქალაქში დიდი არეულობა იყო. ფანქფურტის აინტრახტის რამდენიმე ათასმა გულშემატკივარმა მსვლელობა მოაწყო. ნეაპოლში მცხოვრებ აინტრახტის ერთ-ერთ გულშემატკივარს მატჩზე დასწრების უფლება არ მისცეს და გერმანული გუნდის ქომებიც ამას აპროტესტებდნენ. აღსანიშნავია, რომ აინტრახტის გულშემატკივრებს მხარი ატალანტას ფანებმაც დაუჭირეს. მოგეხსენებათ ატალანტა და ნაპოლი საკმაოდ პრინციპული მეტოქეები არიან, ბერგამოელთა ულტრასები სპალეტის… Continue reading დამწვარი მანქანები, პოლიცია, ფანები… – რა ხდებოდა ნეაპოლში თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე? (ვიდეო)

ლუჩანო სპალეტი: არავისი გვეშინია, ჩემს ფეხბურთელებში დარწმუნებული ვარ

NAPLES, ITALY - DECEMBER 09: Napoli manager Luciano Spaletti gestures from the touchline during the UEFA Europa League group C match between SSC Napoli and Leicester City at Stadio Diego Armando Maradona on December 09, 2021 in Naples, Italy. (Photo by Chris Brunskill/Fantasista/Getty Images)

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალში ნაპოლი აინტრახტს შეხვდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იტალიელთა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა. “წინ დიდი გამოწვევა გველოდება, რადგან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩვენთვის ამ სეზონში ფინალის ტოლფასი პირველი მატჩია. აინტრახტთან თამაშს შეუძლია ბევრი რამ განსაზღვროს. წარმატებებისგან თავბრუ არ გვეხვევა. დარწმუნებული ვარ ჩემი ფეხბურთელები კიდევ ერთხელ ითამაშებენ იმ დონეზე, როგორზეც ვთამაშობთ. მინდა ვნახო მოტივირებული… Continue reading ლუჩანო სპალეტი: არავისი გვეშინია, ჩემს ფეხბურთელებში დარწმუნებული ვარ

ხვიჩა ფრანკფურტში და დიდი სანახაობა ენფილდზე

21 February 2023, Hesse, Frankfurt/Main: Soccer: Champions League, Eintracht Frankfurt - SSC Napoli, knockout round, round of 16, first leg at Deutsche Bank Park, Napoli's Victor Osimhen (l) and Napoli's Khvicha Kvaratskhelia celebrate after the 0:1. Photo: Uwe Anspach/dpa (Photo by Uwe Anspach/picture alliance via Getty Images)

ჩემპიონთა ლიგაში მორიგი 1/8 ფინალები გაიმართა. მადრიდის რეალმა ენფილდზე ლივერპულს 5:2 მოუგო, ნაპოლიმ კი ფრანკფურტში აინტრახტი 2:0 დაამარცხა. აინტრახტი – ნაპოლის დაპირისპირება სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მთელი მატჩი ასე გაგრძელდა. ერთ-ერთი გამორჩეული იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა. მას თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა პენალტი გააფუჭა. ანგარიში ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, მეორე ბურთი კი ხვიჩას პასით… Continue reading ხვიჩა ფრანკფურტში და დიდი სანახაობა ენფილდზე

კვარაცხელიამ აინტრახტთან პენალტი ვერ გაიტანა (ვიდეო)

FRANKFURT - Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli misses a penalty during the UEFA Champions League Round of 16 match between Eintracht Frankfurt and SSC Napoli at Germany's Bank Park stadium on February 21, 2023 in Frankfurt am Main, Germany. AP | Dutch Height | GERRIT OF COLOGNE (Photo by ANP via Getty Images)

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ნაპოლი აინტრახტს ხვდება და 1:0-ს ამარცხებს. იტალიელთა მხრიდან გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც სამწუხაროდ პენალტი ვერ გაიტანა. მას კევინ ტრაპმა აუღო. Kevin Trapp saves Khvicha ‘Kvara’ Kvaratskhelia’s penalty!!#ChampionsLeague pic.twitter.com/c78z7mAvzj — Reyi (@Reinaldodcg9) February 21, 2023

“კვარაცხელიათი გაოცებული ვარ,” – აინტრახტის მწვრთნელი

Gazzetta dello Sport-თან საუბრისას, აინტრახტის მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა რამდენიმე საკითხი გამოყო, მათ შორის – კვარაცხელია: “ნაპოლიმდე ამ ფეხბურთელის შესახებ არაფერი ვიცოდი. მისმა ოსტატობამ გამაოცა, თან Serie A-ს დონეზე, პირველსავე სეზონში… ეს მარტივი არ არის. ფლანგზე თამაშობს, ცენტრში შემოდის, ორივე ფეხით ურტყამს… ჩვენი მცველი მასთან მარტო არ უნდა დავტოვოთ, შანსი მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება,” – თქვა… Continue reading “კვარაცხელიათი გაოცებული ვარ,” – აინტრახტის მწვრთნელი

კახა ცხადაძე: ევროპის ჩემპიონატზე ამ შესარჩევიდან უნდა გავიდეთ, ნაკრებში ამის პოტენციალს ვხედავ

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახეთიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ქართველ სპეციალისტს შევხვდით და არაერთ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ. როგორც ცხადაძემ გვითხრა, ყაზახეთში მოლაპარაკებებზე იყო ჩასული, მისით ასევე აზერბაიჯანული გუნდი იყო დაინტერესებული. ცხადაძეს მის საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერაზე, საქართველოს ნაკრებზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, საქართველოს ჩემპიონატზე და კიდევ არაერთ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ. –… Continue reading კახა ცხადაძე: ევროპის ჩემპიონატზე ამ შესარჩევიდან უნდა გავიდეთ, ნაკრებში ამის პოტენციალს ვხედავ

რეალმა სუპერთასი მოიგო! – 2:0 [ვიდეო]

  ევროპის სუპერ თასისისთვის ბრძოლაში, რეალი აინტრახტს დაუპირისპირდა. გუნდებისთვის, ევროთასების ფინალში ეს მათი პირველი შეხვედრა არ ყოფილა, შორეულ 1960 წელს, კლუბები ერთმანეთს ჩემპიონთა თასის ფინალში შეერკინნენ, სადაც რეალმა 7:3 გაიმარჯვა. ფავორიტები აქაც მადრიდელები იყვნენ და ისე ითამაშეს, როგორც ეკადრებათ. ბლანკოსის პირველ გოლამდე, აინტრახტი შეტევაში აქტიურობდა, კამადას მომენტი ჰქონდა, თუმცა კურტუამ ისე ითამაშა, როგორც წინა სეზონის… Continue reading რეალმა სუპერთასი მოიგო! – 2:0 [ვიდეო]

თილისმა და მანე

ლივერპულის აწ უკვე ყოფილი ვარსკვლავი, სადიო მანე, ახალი სეზონიდან ბაიერნისთვის აგორებს ბურთს. ბუნდესლიგის პირველ ტურში ბაიერნი აინტრახტს ეწვია და 6:1 გაანადგურა. მანემ გოლიც გაიტანა და სხვა ეპიზოდებშიც გამოირჩა. თუმცა მხოლოდ სენეგალელი არ აღმოჩნდა იმ საღამოს სოციალური ქსელების გმირი. მატჩის წინ ფეხბურთელები ტრადიციულად ერთმანეთს, მსაჯებს და ჩინოვნიკებს ესალმებიან. მათ მეტოქის ფორმაში ჩაცმული პატარა ბავშვებიც ახლავთ ხოლმე,… Continue reading თილისმა და მანე