ბოლო დღე: ტოჩინოშინი ტაკარაფუჯის შეერკინა [ვიდეო]

აკი (სექტემბერის) ბაშოს მე-15 დღეს, ტოჩინონოშინი ტაკარაფუჯის შეერკინა. ორივე სუმოტორს ბალანსი 7:7-ზე ჰქონდა, გამარჯვება კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) მარცხი კი – მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსის) მომტანი იყო.   სამწუხაროდ, ლევანი ამ ორთაბრძოლაში დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ქართველის ბრძოლისუნარიანობა დასაფასებელია, 2:6-ზე ბალანსის შემდეგ, ჯამში 7 გამარჯვება მაინც მოიპოვა.   ჩვენებური ახლა მე-12 მაეგაშირაა და სერიოზული დაქვეითება არ ემუქრება…  

დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი კაგაიაკის შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი კაგაიაკის შეერკინა. ორივე რიკიშის ერთნაირი ბალანსი ჰქონდათ – 6:6 – და კაჩი-კოშისკენ (დადებითი ბალანსი) მიმავალ გზაზე გამარჯვება ძალიან სჭირდებოდათ.   რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ ლევანის უპირატესობა აშკარა იყო – 7:2.   საბედნიეროდ, ეს ტენდენცია გაგრძელდა. ტოჩინოშინმა ჰენკა გააკეთა, თუმცა ამით უპირატესობა ვერ მოიპოვა, პირიქით, კაგაიაკი მოროზაშიში (ხელებით შემოევლო იღლიებს ქვეშ)… Continue reading დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი კაგაიაკის შეერკინა [ვიდეო]

დღე მეთორმეტე: ტოჩინოშინმა მიჯრით მეოთხე ორთაბრძოლა მოიგო! [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-12 დღე ჩვენთვის წარმატებული გამოდგა! ცუდი სტარტის შემდეგ, ლევან გორგაძემ მიჯრით მე-4 გამარჯვება მოიპოვა! ქართველ გოლიათს, 8 დღის შემდეგ, 2 გამარჯვება და 6 მარცხი ჰქონდა, თუმცა ახლა უკვე 6 გამარჯვება დაუგროვდა! ტოჩინოშინმა, მე-12 დღეს, ჩიონოკუნი დაამარცხა და კიდევ ერთხელ დაგვანახა “მამაც გულს” რატომაც უწოდებენ!  

დღე მეთერთმეტე: იმპერატორის თასის მფლობელთა ჯახი! [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-11 დღეს, იმპერატორის თასის მფლობელები: ტოჩინოშინი და ტოკუშორიუ შეერკინენ. რიკიშები ერთმანეთს აქამდე 8-ჯერ დაპირისპირებოდნენ, სადაც 5 გამარჯვება ჩვენებურს ჰქონდა, 3 კი – იაპონელს.   საბედნიეროდ, დღეს ლევანის დღე იყო. ქართველმა მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა.   კიმარიტე – იორიკირი.   ბალანსი: 5 გამარჯვება და 6 მარცხი   ხვალ ჩიონოკუნია  

დღე მეათე: ტოჩინოშინი ტობიზარუს შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-10 დღეს, ტოჩინოშინი ტობიზარუს შეერკინა. ეს ურთიერთშეხვედრებში მათი მე-3 დაპირისპირება იყო, წინა ორში კი იაპონელმა გაიმარჯვა.   ტობიზარუ ის რიკიში არ არის, რომელმაც ლევან გორგაძეს 3-დან 3 უნდა მოუგოს და ასეც მოხდა – ჩვენებური დოჰიოზე მშვენივრად გადაადგილდებოდა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. კიმარიტე იორიტაოში.  

აკი ბაშო დღეს 9! ტოჩინოშინი ჩიონოოს შეერკინა! [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი ჩიონოოს შეერკინა. ურთიერთშეხვედრებში აქამდე ერთხელ დაპირისპირებოდნენ, რომელიც ჩიონოომ  მოიგო. ორთაბრძოლა ლევანის უპირატესობით დაიწყო და იორიკირის ილეთით გამარჯვებაც მოიპოვა. ქართველის ბალანსზე მიმდინარე ბაშოზე 3 მოგება და 6 მარცხია. ლევანის მაკუუჩიში (უმაღლესი დივიზიონი) ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. იმედი გვაქვს, 6 გამარჯვების მოპოვებას შეძლებს. ხვალ ტობიზარუა.

სასწაული – იოკოძუნა ტერუნოფუჯისგან და 8:0! [ვიდეო]

აკი ბაშოს მერვე დღეს, იოკოძუნა ტერუნოფუჯიმ კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) დააფიქსირა. მონღოლი დიდი ჩემპიონი თანამემამულე ტამავაშის შეერკინა, რომელმაც ტერუნო ტავარას (დოჰიოს შემოვლებული თიხის წნელი) მიაბჯინა, თუმცა – დამარცხდა. როგორც წესი, ასეთი სიტუაციიდან თავის დაძვრენა ურთულესია, მაგრამ მონღოლმა ეს შეძლო.  

მერვე დღე: ტოჩინოშინი იჩიამამოტოს შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-8 დღეს, ტოჩინოშინი იჩიამამოტოს შეერკინა. რიკიშები ამ შეხვედრას ერთნაირი ბალანსით – 2:5 – შეერკინენ, ურთიერთშეხვედრებში კი აქამდე ერთხელ დაპირისპირებოდნენ, რომელიც ლევანმა მოიგო.   ორთაბრძოლამ გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, თუმცა, სამწუხაროდ, გამარჯვება მოწინააღდეგეს დარჩა.   ლევანის მაკუუჩიში (უმაღლესი დივიზიონი) ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. იმედი გვაქვს, 6 გამარჯვების მოპოვებას შეძლებს.   ხვალ ჩიონოოა.      

ტოჩინოშინი იუტაკაიამას შეერკინა [ვიდეო]

აკი (სექტემბრის) ბაშოს მეექვსე დღეს, ტოჩინოშინი იუტაკაიამას შეერკინა. ქართველს იაპონელთან ურთიერთშეხვედრებში 4-დან 4 მოგება ჰქონდა და აქაც გამარჯვებას ველოდით.   საბედნიეროდ, ლევანმა გაგვახარა, იუტაკაიამას მავაში ხელში მოიგდო და ის დოჰიოდან გაიყვანა.   ჩვენებურის ბალანსი 2 მოგება და 4 მარცხია. ხვალინდელი მეტოქე ბრაზილიელი კაისეია.      

ტერუნოფუჯის 5:0 – იოკოძუნას რთული გამარჯვება [ვიდეო]

აკი ბაშოს მეხუთე დღეს, იოკოძუნა ტერუნოფუჯიმ მე-2 მაეგაშირა კირიბაიამა დაამარცხა. შერკინება საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და 1 წუთზე მეტ ხანს განსტანა.   შეგახსენებთ, იოკოძუნას რანგში, ტერუნოფუჯის ჯერ დამარცხება არ უგემია