ავსტრალიაში გრძელდება UNITED CUP-ის საერთაშორისო ტურნირი. ქალაქი სიდნეი C ჯგუფის მატჩებს მასპინძლობს, სადაც ჩეხეთის, ა.შ.შ-ს და გერმანიის ნაკრებები იბრძვიან პლეიოფში გასასვლელად. 2 სათამაშო დღის შემდეგ ჩეხეთს თანაბარი მოგება/წაგების ბალანსი გააჩნია 1-1 (4-1 წააგო ა.შ.შ-სთან, 3-2 მოუგო გერმანიას) და ჯგუფს სათავეში უდგას. ამერიკის და გერმანიის ნაკრებები ერთმანეთს ლაივ რეჟიმში უპირისპირდებიან და თუ ევროპელებმა დაამარცხეს ჩრდილოეთ ამერიკის… Continue reading ფრიცმა ზვერევი გაანადგურა
Tag: ალექსანდრ ზვერევი
ნადალი მონრეალის მასტერსს მოეხსნა
ორშაბათს, კანადის ქალაქ მონრეალში სტარტს აიღებს ATP-ის მორიგი მასტერსი. სამწუხაროდ პრესტიჟულ ტურნირზე ვერ იასპარეზებს რაფაელ ნადალი, რომელმაც ტრავმა გაიმიზეზა და თამაშზე უარი თქვა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ბოლოს უიმბლდონის გრანდ სლემის მეოთხედფინალში ითამაშა, სადაც მატჩი კი მოიგო, თუმცა მუცლის კუნთი დაიზიანა და მომდევნო შეხვედრა უკვე ვეღარ ჩაატარა. “4 დღის წინ დავიწყე ვარჯიში და თიტქოს ყველაფერი წესრიგში იყო,… Continue reading ნადალი მონრეალის მასტერსს მოეხსნა
ალექსანდრ ზვერევი უიმბლდონს გამოტოვებს
ალექსანდრ ზვერევმა როლან გაროსის 1/2 ფინალურ სტადიაზე, რაფალე ნადალთან მატჩის დროს ფეხის ტრავმა მიიღო და კასტილებით მოუწია კორტიდან გასვლა. სამწუხაროდ დაზიანება სერიოზული გამოდგა – გერმანელ ჩოგბურთელს დაახლოებით 2 თვე გაუცდება და მოუწევს უიმბლდონის ტურნირის გამოტოვება. “ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების გზა აქვს, ჩემი ცხოვრების გზა კი ასეთი გამოდის. მომდევნო ორშაბათს მე კარიერაში პირველად გავხდები მსოფლიო რეიტინგის… Continue reading ალექსანდრ ზვერევი უიმბლდონს გამოტოვებს
როლან გაროსის ფინალში ნადალი რუუდს დაუპირისპირდება
პარიზში დასასრულს უახლოვდება სეზონის მეორე დიდი სლემის ტურნირი – როლან გაროსი. 1/2 ფინალურ სტადიაზე რაფაელ ნადალმა ალექსანდრ ზვერევს სძლია, ხოლო კასპერ რუუდმა მარინ ჩილიჩის “ფრანგული ზღაპარი” დაასრულა. პირველები კორტზე რაფაელ ნადალი და ალექსანდრ ზვერევი გამოვიდნენ. გერმანელმა შეხვედრაში მშვენიერი სტარტი აიღო და საწყის გეიმშივე დააბრეიკა მეტოქე. საშა 2 გეიმიან უპირატესობას მერვე გეიმამდე ინარჩუნებდა – ესპანელმა უდიდესი… Continue reading როლან გაროსის ფინალში ნადალი რუუდს დაუპირისპირდება
რაფაელ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩი კარიერაში 29-ედ დაამარცხა
საჩოგბურთო გიგანტთა ჯახი შედგა როლან გაროსის 1/4 ფინალში – რაფაელ ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ. ესპანელი და სერბი ერთმანეთს კარიერაში 59-ედ ხვდებოდნენ, “ჯოკო” მატჩის წინ ურთიერთშეხვედრებში 30:28 იგებდა. შეხვედრის სტარტი ნადალს უკეთესი გამოუვიდა – რაფამ პირველ და მეხუთე გეიმებში აიღო მეტოქის ჩაწოდება და ყველანაირი პრობლემების გარეშე მოიგო პირველი სეტი 6:2 (52 წუთი). მეორე პარტიის საწყის გეიმებში… Continue reading რაფაელ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩი კარიერაში 29-ედ დაამარცხა
სუპერ დაპირისპირება 1/4 ფინალში – ნადალი vs ჯოკოვიჩი
უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს როლან გაროსი. ტურნირის მერვე სათამაშო დღეს, ბადის ზედა ნახევარში ოთხი 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა. ყველა შეხვედრაში ფავორიტებმა მოიგეს და 2 სუპერ საინტერესო დაპირისპირებაც გველოდება წინ 1/4 ფინალურ სტადიაზე: ნოვაკ ჯოკოვიჩი vs რაფაელ ნადალი, ალექსანდრ ზვერევი vs კარლოს ალკარასი. სათამაშო დღე ნოვაკ ჯოკოვიჩის და დიეგო შვარცმანის მატჩით გაიხსნა. მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა არანაირი… Continue reading სუპერ დაპირისპირება 1/4 ფინალში – ნადალი vs ჯოკოვიჩი
ალკარასის ტრიუმფი მადრიდის მასტერსზე
ტრიუმფალური გამოდგა მადრიდის საჩოგბურთო მასტერსი 19 წლის კარლოს ალკარასისთვის. თინეიჯერმა ესპანელმა ტურნირის მსვლელობისას ურთულესი ბადე გაიარა და კარიერაში მეხუთე ტიტული მოიგო. ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილმა კარლოსმა პირველი რაუნდი გამოტოვა, მეორე წრეში კი 6:3 7:5 სძლია ნიკოლოზ ბასილაშვილს. მესამე რაუნდში ალკარასმა კამერონ ნორის მოუგო 6:4 6:7 6:3, 1/4 ფინალში ლეგენდარულ რაფაელ ნადალს სძლია 6:2 1:6 6:3,… Continue reading ალკარასის ტრიუმფი მადრიდის მასტერსზე
ციციპასმა შვარცმანს საოცარი მატჩი მოუგო
მონაკოს სამეფოში გრძელდება მონტე კარლოს მასტერსი. უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა მეოთხედფინალური დაპირისპირება სტეფანოს ციციპასს და დიეგო შვარცმანს შორის. შეხვედრის სტარტი ბერძენს ბრწყინვალე გამოუვიდა – ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და სოლიდური ანგარიშით დაწინაურდა. არგენტინელი გვიან გამოფხიზლდა – ერთი უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა სეტი ვერ გადაარჩინა 2:6. მეორე პარტიის საწყის გეიმებშიც სტეფანოსის უპირატესობა გახლდათ – კიდევ ერთხელ… Continue reading ციციპასმა შვარცმანს საოცარი მატჩი მოუგო
ზვერევი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა
მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანმა – ალექსანდრ ზვერევმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში 3:6 6:7 3:6 წააგო კანადელ დენის შაპოვალოვთან და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი გერმანელს უკეთესი გამოუვიდა, რომელსაც პირველივე გეიმში ორი ბრეიკპოინტი ქონდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო. ვერგამოყენებული შანსების გამო კანადელმა მეტოქე მალევე დასაჯა – მეოთხე გეიმში დენისმა საშა დააბრეიკა და შემდეგ მშვიდად შეინარჩუნა… Continue reading ზვერევი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა
რადუკანუ ბრიტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენია, ზვერევი გერმანიის
US OPEN-ის სენსაციური ჩემპიონი ემა რადუკანუ BBC-ის ვერსიით დიდი ბირტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. უკანასკნელი 44 წლის განმავლობაში ემა გახდა პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო. რადუკანუმ 18 წლის ასაკში მოახერხა ამერიკის ღია პირველობის მოგება და საკუთარი გვარი სამუდამოდ ჩაწერა ჩოგბურთის ისტორიაში. „ჩემთვის უდიდესი პატივია ამ პრიზის მიღება. ძალიან დიდი მადლობა ყველას,… Continue reading რადუკანუ ბრიტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენია, ზვერევი გერმანიის