ჩემპიონის ცრემლები – ზინჩენკომ ტიტული ემოციურად იზეიმა (ვიდეო)

მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგა მოიგო. გუნდმა ბოლო ტურში ასტონ ვილა 3:2 დაამარცხა და საუკეთესო გუნდის ტიტულს დაეუფლა. მატჩის შემდეგ ჩემპიონობა მთელმა გუნდმა აღნიშნა. ცხადია მათ რიგებში იყო ალექსანდრ ზინჩენკო, რომელმაც ტიტული ემოციურად თვალცრემლიანმა იზეიმა. მოგეხსენებათ უკრაინელის სამშობლოში ომია და მისი ემოციებიც ამან გამოიწვია. ზინჩენკომ ჩემპიონობა უკრაინის დროშით იზეიმა. უკრაინელი ფეხბურთელი რუსული უფას აღზრდილია, შემდეგ იყო პსვ… Continue reading ჩემპიონის ცრემლები – ზინჩენკომ ტიტული ემოციურად იზეიმა (ვიდეო)

ზინჩენკო: სპორტი დიდი ხანია პოლიტიკაზე მეტია

უკრაინის ნაკრების და მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა ალექსანდრ ზინჩენკომ, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოვლენებზე და ბრიტანელი ხალხის უკრაინელებისადმი სოლიდარობაზე ისაუბრა. “სპორტი უკვე დიდი ხანია, რაც პოლიტიკაზე მეტია. ეს ნამდვილი ომია. ყველა ჩემი თანაგუნდელი შოკირებულია იმით, რაც უკრაინაში ხდება. 24 თებერვლიდან მათ ყოველ დღე ვაჩვენებ ფოტოებს და ვიდეოებს თუ რა ხდება ჩემს სამშობლოში.  ისინი გვერდით მიდგანან, ვერ ხვდებიან… Continue reading ზინჩენკო: სპორტი დიდი ხანია პოლიტიკაზე მეტია

ალექსანდრ ზინჩენკო: მთელი კვირაა ვტირი

უკრაინაში მიმდინარე საომარ მოვლენებზე ალექსანდრ ზინჩენკომ არაერთ ინტერვიუში ისაუბრა. BBC-სთან მან განაცხადა, რომ მთელი კვირაა ტირის. “ერთი კვირაა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას ვტირი. მაშინაც კი როცა უბრალოდ მანქანით ბაზიდან გავდივარ. შემიძლია უბრალოდ უმიზეზოდ ვიტირო.”-განაცხადა მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა BBC-სთან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზინჩენკომ მსოფლიო სპორტის საზოგადოებას რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების მიღებისკენ მოუწოდა.

პეპ გვარდიოლა: ზინჩენკოსთვის თამაში საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელია

ინგლისის თასის 1/8 ფინალში მანჩესტერ სიტიმ პიტერბორო 2:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ქალაქელთა კაპიტანი ალექსანდრ ზინჩენკო იყო. ამ ჟესტით გუნდმა მას უკრაინაში მიმდინარე საომარი მოვლენების გამო თანადგომა გამოუცხადა. აღნიშნულ ფაქტზე მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ისაუბრა. “ჩვენმა კაპიტანმა ფერნანდინიომ გადაწყვიტა კაპიტნის სამკლაური ზინჩენკოსთვის დაეთმო და ყველამ მხარი დავუჭირეთ. ალექსისთვის ძალიან რთული პერიოდია. მას მხარს არამარტო… Continue reading პეპ გვარდიოლა: ზინჩენკოსთვის თამაში საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელია

გვარდიოლა: როგორ იქნებოდით თქვენს ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანებს რომ კლავდნენ?

პრემიერლიგის 27-ე ტურში მანჩესტერ სიტი ევერტონს ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ ალექსანდრ ზინჩენკოზე ისაუბრა. მოგეხსენებათ ზინჩენკო უკრაინელია და უკრაინაში ამჟმად საომარი ვითარებაა. “ალექსს პირადად ვესაუბრე, მისთვის ეს ყველაფერი ადვილი არ არის. მეც და მთლიანად გუნდიც მის გვერდით ვართ. ზინჩენკო წარმოუდგენლად ძლიერი ბიჭია. მან შესანიშნავად ივარჯიშა და საჭიროების შემთხვევაში ითამაშებს კიდეც. როგორ გრძნობს თავს? თქვენ როგორ… Continue reading გვარდიოლა: როგორ იქნებოდით თქვენს ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანებს რომ კლავდნენ?