ფერგი ვარანის დედასთან

მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა, ჟურნალისტებს განსაკუთრებული შემთხვევის შესახებ უამბო. ათი წლის წინათ, ლეგენდარულმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, მას შინ მიაკითხა და  დედამისთან გულითადად კარგა ხანს ისაუბრა. რაფაელი მაშინ 17 წლის იყო და ლანსში თამაშობდა, მალე კი მადრიდის რეალში გადავიდა. ეტყობა იმ საუბარმა არ გაჭრა. მანჩესტერს ის მხოლოდ გასულ ზაფხულს შეუერთდა 42 მილიონ გირვანქად.

გვარდიოლა: ფერგიუსონი ვერ გავხდები

ხოსეპ გვარდიოლამ თავის მომავალზე ისაუბრა. მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა თქვა, რომ ათწლეულობით ერთ პოსტზე მუშაობას არ აპირებს. „სერ ალექს ფერგიუსონი ვერ გავხდები, არ ინერვიულოთ. წელიწადნახევარი დიდი დროა ფეხბურთში. ბოლო 20 მატჩიდან 18 მოვიგეთ, ერთი ფრედ დავასრულეთ და მხოლოდ ლაიპციგთან წავაგეთ, როცა უკვე აღარც გვჭირდებოდა ქულები. ეს ჰარმონიაა. …ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს, რომლებსაც უფრო მეტი სათამაშო დრო სურთ.… Continue reading გვარდიოლა: ფერგიუსონი ვერ გავხდები

რა დაემართა მანჩესტერს?

ოლე-გუნარ სულშერს ისედაც შერყეული ჰქონდა მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის სკამი, ლივერპულთან კვირას სამარცხვინო წაგების შემდეგ კი (0:5), არავინ იცის რამდენი კვირა, დღე თუ საათი დარჩა ოლდ ტრაფორდზე ყოფნა. წაგება წაგებაა, ვის არ წაუგია. მაგრამ ბრიტანელი ფეხბუთის ექსპერტები უკვე იუნაიტედის სისტემურ გაუმართაობაზე ალაპარაკდნენ. ლივერპულთან  სულშერმა იგივე სასტარტო შემადგენლობა შეარჩია, რომელიც  ატალანტასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში იყო. ეტყობა… Continue reading რა დაემართა მანჩესტერს?

OK, არ დალიო !

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი ორიოდ დღის წინ ბევრი ცნობილი სპორტსმენის გარემოცვაში იმყოფებოდა და ეს ფაქტი ფოტოებზეც დაფიქსირდა. იქ იყვნენ უსაინ ბოლტი, ხაბიბი, პატრის ევრა და სხვანი. MMA-ს დაღესტნელ ვარსკვლავს უკითხავს ფერგიუსონისთვის, კი, მაგრამ ევერტონთან (მანჩესტერი – ევერტონი 1:1) რონალდუ მეორე ტაიმში მოედანზე რატომ შევიდაო. „სულშერი შეცდა. თამაში ყოველთვის უძლიერესი შემადგენლობით უნდა დაიწყო“,… Continue reading OK, არ დალიო !