ფათიჰ კარაგიუმრუკის მწვრთნელმა და დიდმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანდრეა პირლომ კომენტარი კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გააკეთა. მოგეხსენებათ, პირლო პორტუგალიელს 2020/21 წლების სეზონში წვრთნიდა. “მასთან მუშაობა ჩემთვის მარტივია. რონალდუ კარგი ბიჭი და პროფესიონალია. მას მოედანზე გასვლა და გატანა ყოველ თამაშში სურდა, თუმცა ფეხბურთი სწრაფად იცვლება. ასაკიც გავლენას ახდენს. შესაძლოა, სხვა გუნდებში პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მასთან მუშაობა ჩემთვის კარგი გამოცდილება… Continue reading პირლო: რონალდუ პროფესიონალია, მაგრამ…
Tag: ალ-ნასრი
კრიშტიანუს პოკერი! [ვიდეო]
რუდი გარსია: რონალდუზე დამოკიდებულნი არ ვართ…
ალ-ნასრის მწვრთელმა, რუდი გარსიამ რონალდუზე ისაუბრა და თქვა, რომ კლუბი მასზე დამოკიდებული არ არის, ალ-ფატეჰთან (2:2) თამაშის დროს, პორტუგალიელმა 93-ე წუთზე პენალტი გაიტანა და ქულა გადაარჩინა… “რონალდუს გოლის გამო ბედნიერი ვარ, ტალისკას გაგდების გამო კი – ნაწყენი. ტალისკას გარეშე ჩვენ თამაშები მოვიგეთ და რონალდულზე დამოკიდებულნი არ ვართ. გაუმჯობესება გვმართებს, რადგან ბოლო ორ მატჩში გოლები გავუშვით,”… Continue reading რუდი გარსია: რონალდუზე დამოკიდებულნი არ ვართ…
საჩემპიონო განწყობა არაბეთშიც – “წინ დიდი მატჩია”
ალ ნასრის შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ ალ-იტიჰადდთან მოახლოებული თასის ნახევარფინალის წინ, ტვიტერზე დაწერა “მოუთმენლად ველოდები, ხვალ დიდი მატჩია! წინ, ბიჭებო” 22 იანვარს, ალ-ნასრის რიგებში პორტუგალიელის დებიუტი შედგა. ჯერ თავი არ გამოუჩენია… შეხვედრა 26 იანვარს, 22:00 საათზე შედგება.
რონალდუს ალ-ნასრში მეგობრის მიყვანა სურს
საუდის არაბეთის კლუბმა ალ-ნასრმა შესაძლოა კიდევ ერთი ვარსკვლავი დაიმატოს. საუბარი ბრაზილიელ მცველ მარსელოაზეა. ინფორმაცია ჟურნალისტმა აარონ დომინგესმა გაავრცელა. დომინგესისვე ცნობით, ალ-ნასრში ფეხბურთელის მიყვანის ინიციატორი კლუბის ახალწვეული კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც მარსელოს ახლო მეგობარია. შეგახსენებთ, რომ რონალდუმ და მარსელომ რეალში ერთად 9 წლის განმავლობაში ითამაშეს და უამრავი ტიტული მოიგეს. მარსელომ რეალი შარშან ზაფხულში დატოვა და ამჟამად ოლიმპიაკოსის… Continue reading რონალდუს ალ-ნასრში მეგობრის მიყვანა სურს
მესი VS რონალდუ – დაიგეგმა!…
2020 წლის შემდეგ, მესისა და რონალდუს დაპირისპირების ხილვის ბედნიერება არ გვქონია და, აი, ისიც… პსჟ-მ დაადასტურა, 18-19 იანვარს დოჰასა და ერ-რიადს ესტუმრებიან, სადაც, კრისტოფ გალტიეს შეგირდები, ალ-ჰილალსა და ალ-ნასრს შეხვდებიან… ალ-ნასრთან შეხვედრა, მეფე ფაჰდის საერთაშორისო სტადიონზე, 19 იანვარსაა დაგეგმილი. თამაშის შემდეგ, პსჟ პარიზში დაბრუნდება. ბოლოს, მესი და რონალდუ მოედანზე ერთმანეთს 2020 წელს დაუპირისპირდნენ, სადაც იუვენტუსმა… Continue reading მესი VS რონალდუ – დაიგეგმა!…
კრიშტიანუ რონალდუ: უნიკალური ფეხბურთელი ვარ
კრიშტიანუ რონალდუმ ალ-ნასრში გადასვლის შემდეგ პრესკონფერენციაზე პირველად ისაუბრა. მან არაერთ საინტერესო თემაზე გააკეთა კომენტარი და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ჩემი გადაწყვეტილებით მოხარული ვარ, ჩემი ევროპული საკლუბო კარიერა დასრულებულია. ევროპაში უდიდეს კლუბებში ვითამაშე და ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგე. ყველა ევროპული რეკორდი დავამყარე და რეკორდების მოხსნა ახლა ალ-ნასრში მსურს. ჩემი კონტრაქტი უნიკალურია და მეც უნიკალური ვარ. ბედნიერი ვარ,… Continue reading კრიშტიანუ რონალდუ: უნიკალური ფეხბურთელი ვარ
როგორ დახვდნენ რონალდუს საუდის არაბეთში? (ფოტო+ვიდეო)
კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის კლუბ ალ-ნასრის ფეხბურთელია. პორტუგალიელი საუდის არაბეთში უკვე ჩავიდა და დახვედრაც მოუწყვეს. ფეხბურთელმა კლუბთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.
რონალდუს ნომრის ამბავი – რა ბედი ელის ალ-ნასრის ძველ “შვიდიანს”?
31 დეკემბერს 2023 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, კრიშტიანუ რონალდუ ალ-ნასრიში ოფიციალურად წარადგინეს. რონალდუს 7 ნომრიანი მაისურა გადასცეს, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არ ყოფილა. ალ-ნასრის ყოფილმა “შვიდიანმა” ჯალოლიდან მაშარიპოვმა რონალდუსთვის 7 ნომრიანი მაისურას დათმობა არ მოინდომა, თუმცა ბოლოს მაინც მოუწია. მეტიც, გუნდის ხელმძღვანელობამ მისი გაყიდვა გადაწყვიტა. როგორც SSC Sport-ზე დაიწერა, მათ ფეხბურთელის გასხვისება იმის გამო… Continue reading რონალდუს ნომრის ამბავი – რა ბედი ელის ალ-ნასრის ძველ “შვიდიანს”?
Mundo Deportivo: არადა, 2015 წელს იცინოდა…
კრიშტიანუ რონალდუს ძველი ინტერვიუ გაუხსენეს: 2015 წელს თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არაბეთში ან ყატარში ჩემს თავს ვერ ვხედავო. პორტუგალიელი კი ახლა ალ-ნასრში გადავიდა… „ექვსი-შვიდი წელი დამრჩა სათამაშოდ და მსურს, რომ კარიერა მწვერვალზე დავასრულო. ღირსეულად, დიდ კლუბში. არ ვამბობ, თითქოს დუბაიში, შტატბეში ან ყატარში წასვლა არასწორია, მაგრამ ჩემს თავს იქ ვერ ვხედავ“ (Mundo deportivo) ასევე… Continue reading Mundo Deportivo: არადა, 2015 წელს იცინოდა…