რადუკანუმ მსოფლიო რეიტინგში 127 პოზიცია „მოიგო“

US OPEN-ის დასრულების შემდეგ ATP-მ და WTA-მ განაახლეს საკუთარი რეიტინგები. ამერიკის ღია პირველობის სენსაციურიმა ჩემპიონმა ემა რადუკანუმ მსოფლიო რეიტინგში 127 პოზიცია მოიგო და 150-ე საფეხურიდან 23-ზე ავიდა. 19 წლის ფინალისტმა ლეილა ფერნანდესმა ტოპ-30-ში შეაღწია და ამჟამად მსოფლიოს 28-ე ჩოგანია. US OPEN-ის შარშანდელი ჩემპიონი ნაომი ოსაკა გახლდათ, რომელმაც ვერ დაიცვა ტიტული, საკმაოდ ბევრი ქულაც დაკარგა და… Continue reading რადუკანუმ მსოფლიო რეიტინგში 127 პოზიცია „მოიგო“

დანილ მედვედევის ტრიუმფი US OPEN-ის ფინალში

2021 წლის US OPEN-ის ფინალურ მატჩში მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანმა დანილ მედვედევმა დამაჯერებლად 6:4 6:4 6:4 დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი და კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი. შეხვედრა ნოვაკისთვის „ტრადიციულად“ დაიწყო – პირველივე გეიმში დათმო საკუთარი ჩაწოდება და მალევე ჩამორჩა მეტოქეს 0:2. მესამე გეიმში რუს ჩოგბურთელს ისევ გააჩნდა ბრეიკპოინტები, თუმცა მათი რეალიზება ვეღარ შეძლო. ჯოკოვიჩმა ვერაფერი… Continue reading დანილ მედვედევის ტრიუმფი US OPEN-ის ფინალში

US OPEN-ის სენსაციური ჩემპიონი – 18 წლის ემა რადუკანუ

2021 წლის 8 ივნისს, 18 წლის ბრიტანელმა – ემა რადუკანუმ, რომელიც იმ მომენტში მსოფლიო რეიტინგის 366-ე ჩოგანი გახლდათ, WTA-ს ტურნირის ძირითად ბადეში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა – ნოტინგემის 250-იანთა კატეგორიის ტურნირზე ვაილდ ქარდი მიიღო, თუმცა მალევე წააგო მატჩი ტოპ 150-ის ბინადარ ჰერიეტ დარტთან. მომდევნო 3 თვის განმავლობაში რადუკანუმ 2 დიდი სლემის ტურნირზე იასპარეზა – „უიმბლდონზე“ 1/8… Continue reading US OPEN-ის სენსაციური ჩემპიონი – 18 წლის ემა რადუკანუ

ნოვაკ ჯოკოვიჩის რევანში

US OPEN-ის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 5 სეტიან ბრძოლაში 4:6 6:2 6:4 4:6 6:2 მოუგო ალექსანდრ ზვერევს და ოლიმპიადის ნახევარფინალში ნაწვნევი მწარე მარცხისთვის რევანში აუღო. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად აწვდიდა და იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მე-7 გეიმში ზვერევი პირველად მივიდა ბრეიკპოინტამდე , თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო. 4:4-ზე კი გერმანელმა თავისას მაინც… Continue reading ნოვაკ ჯოკოვიჩის რევანში

US OPEN-ის ფინალში 2 თინეიჯერი გავიდა

2021 წლის US OPEN უაღრესად საინტერესო და სენსაციებით სავსე გამოდგა. ტურნირის დაწყების წინ მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფინალში 2 თინეიჯერი გავიდოდა, რეალობა კი ნამდვილად ასეთია. ამერიკის ღია პირველობის ფინალში 19 წლის ლეილა ფერნანდესი 18 წლის ემა რადუკანუს დაუპირისპირდება. XXI საუკუნეში ეს პირველი შემთხვევაა, როდესად დიდი სლემის ტურნირის ფინალში ორი თინეიჯერი გავიდა. ბოლოს ასეთი ფაქტი 1999… Continue reading US OPEN-ის ფინალში 2 თინეიჯერი გავიდა

რადუკანუს ამერიკული ზღაპარი გრძელდება

მსოფლიო რეიტინგის 150-ე ჩოგანმა ემა რადუკანუმ US OPEN-ის 1/4 ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი ბელინდა ბენჩიჩი 6:3 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრის სტარტი შვეიცარიელ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა, რომელმაც ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. 18 წლის ემა დროულად გამოფხიზლდა – ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და მასთან ერთად სეტიც 6:3. მეორე პარტიის სტარტზე ბელინდამ ჯერ საკთარი გეიმი… Continue reading რადუკანუს ამერიკული ზღაპარი გრძელდება

ჯოკოვიჩის მე-12 ნახევარფინალი US OPEN-ზე

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა US OPEN-ის მეოთხედფინალში 5:7 6:2 6:2 6:3 დაამარცხა მატეო ბერეტინი და კარიერაში მეთორმეტედ გავიდა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალურ სტადიაზე. მიმდინარე სეზონში სერბმა ჩოგბურთელმა ბერეტინი უკვე მესამედ დაამარცხა – როლან გაროსის მეოთხედფინალში, უიმბლდონის ფინალში და US OPEN-ის 1/4 ფინალში. „მშვენიერი მატჩი გამოვიდა. მატეო – ბრწყინვალე მოთამაშეა, რომელიც სტაბილურად ინარჩუნებს… Continue reading ჯოკოვიჩის მე-12 ნახევარფინალი US OPEN-ზე

კანადელი თინეიჯერი US OPEN-ის ნახევარფინალში

2021 წლის US OPEN-ის მთავარი სენსაცია ლეილა ფერნანდესი აგრძელებს წარმატებულ სვლას დიდი სლემის ტურნირზე. 1/4 ფინალურ ეტაპზე კანადელმა თინეიჯერმა 6:3 3:6 7:6 სძლია ელინა სვიტოლინას და კარიერაში პირველად გავიდა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა სეტის მეორე ნახევრიდან სიტუაცია შეიცვალა – მე-6 გეიმში ლეილამ… Continue reading კანადელი თინეიჯერი US OPEN-ის ნახევარფინალში

დანილ მედვედევი US OPEN-ის ნახევარფინალშია

US OPEN-ის მეოთხედფინალში დანილ მედვედევმა 6:3 6:0 4:6 7:5 სძლია ტურნირის ერთ – ერთ მთავარ სენსაციას, მსოფლო რეიტინგის 117-ე ჩოგან ბოტიკ ვან დე ზანდშულპს და და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა. ნიდერლანდელ ჩოგბურთელს მეოთხედფინალურ მატჩამდე ჯამში 20 საათი ქონდა გატარებული კორტზე (სუფთა სათამაშო დრო), რამაც მის ასპარეზობას დიდი დაღი დაასვა. შეხვედრის სტარტზე ბოტიკი საკმაოდ ცუდად მოძრაობდა… Continue reading დანილ მედვედევი US OPEN-ის ნახევარფინალშია

ნოვაკ ჯოკოვიჩმა დიდი სლემის ტურნირებზე ზედიზედ 25-ე მატჩი მოიგო

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა US OPEN-ის 1/8 ფინალში 1:6 6:3 6:2 6:2 მოუგო 20 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. სერბმა ჩოგბურთელმა დიდი სლემის ტურნირებზე ზედიზედ 25-ე მატჩი მოიგო. ნოვაკს სამი მოგებაღა აშორებს, რათა საჩოგბურთო ღია ერაში გახდეს მეორე მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელიც კალენდარულ დიდ სლემს შეასრულებს (ერთ კალენდარულ წელში… Continue reading ნოვაკ ჯოკოვიჩმა დიდი სლემის ტურნირებზე ზედიზედ 25-ე მატჩი მოიგო