კარპოვი შვეიცარიაში არ შეუშვეს

ჭადრაკში, მესოფლიოს მე-12 ჩემპიონი, ანატოლი კარპოვი შვეიცარიაში არ შეუშვეს. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია ზახაროვამ განაცხადა „შვეიცარიამ ანატოლი კარპოვს ვიზა არ მისცა, რათა ის ფილმის – „მსოფლიო ჩემპიონი“ – ჩვენებას დასწრებოდა, რომელიც ჟენევაში გაიმართება. ბერნი იმ ნეიტრალიტეტის დაცვაში უუნაროა, რომლითაც ამდენი ხნის განმავლობაში ამაყობდა,“ – დაწერა ზახაროვამ.