ATP FINALS-ის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

იტალიის ქალაქ ტურინში დასრულდა ATP FINALS-ის ჯგუფური ეტაპი და ოთხივე ნახევარფინალისტი გაირკვა. წითელი ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ანდრეი რუბლიოვმა 3:6 6:3 6:2 სძლია სტეფანოს ციციპასს და პლეიოფის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი ბერძენს უკეთესი გამოუვიდა – სტეფანოსმა მეოტხე გეიმში შეასრულა ბრეიკი და შემდეგ უპრობლემოდ მიიყვანა სეტი ლოგიკურ გამარჯვებამდე – 6:3. მეორე პარტიის საწყისი 6 გეიმის განმავლობაში ორივე… Continue reading ATP FINALS-ის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

ჯოკოვიჩმა პლეიოფის საგზური მოიპოვა

იტალიის ქალაქ ტურინში გრძელდება ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი. წითელ ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები ჩატარდა და გაირკვა, რომ ჯოკოვიჩი პლეიოფში ითამაშებს, ხოლო მედვედევი პულში ჩარჩება. დიდი სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდა. ორივე ჩოგბურთელს მოგებული ქონდა პირველი ტურის მატჩი, ასე რომ მათ შორის გამარჯვებული პლეიოფში გადიოდა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი… Continue reading ჯოკოვიჩმა პლეიოფის საგზური მოიპოვა

რუბლიოვმა და ოჟე – ალიასიმმა ტურნირები მოიგეს

August 10, 2022 Pascal Ratthe/Tennis Canada Felix Auger-Aliassime

ოქტომბრის მეორე კვირეულში ესპანურ ხიხონსა და იტალიის ქალაქ ფლორენციაში ATP-ის ორი 250-იანთა კატეგორიის ტურნირი მიმდინარეობდა. ორივე გათამაშება პირველ ნომრად განთესილმა ჩოგბურთელებმა მოიგეს – ხიხონში ანდრეი რუბლიოვმა, ხოლო ფლორენციაში ფელიქს ოჟე ალიასიმმა. ხიხონის ტურნირის ფინალურ მატჩში ანდრეი ამერიკელ სებასტიან კორდას დაუპირისპირდა. რუსი ჩოგბურთელი მთელი შეხვედრის განმავლობაშ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა – მეტოქეზე ბევრად უკეთესად მოძრაობდა, უფრო… Continue reading რუბლიოვმა და ოჟე – ალიასიმმა ტურნირები მოიგეს

ბასილაშვილი: “რუბლიოვთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”

გერმანიის ქალაქ ჰალეში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. საქართველოს პირველმა ჩოგანმა საწყის რაუნდში 7:6 6:4 სძლია მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერ ანდრეი რუბლიოვს და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. “ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 2022 წელს ძალიან ბევრი მატჩი წავაგე და ანდრეისთან მოპოვებული გამარჯვება თავდაჯერებულობას შემმატებს. ერთი სული მაქვს როდის… Continue reading ბასილაშვილი: “რუბლიოვთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”

ბასილაშვილმა ანდრეი რუბლიოვს რევანში აუღო

გერმანიის ქალაქ ჰალეში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირმა. პირველ რაუნდში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 7:6 6:4 სძლია მესამე ნომრად განთესილ ანდრეი რუბლიოვს და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი ქართველისთვის საკმაოდ მძიმე გამოვიდა – ნიკამ პირველივე გეიმში წააგო საკუთარი ჩაწოდება და მალევე 0:2 ჩამორჩა. ბასილაშვილი დროულად გამოფხიზლდა – ბევრად უფრო აკურატული და აგრესიული ჩოგბურთის დემონსტრირება დაიწყო,… Continue reading ბასილაშვილმა ანდრეი რუბლიოვს რევანში აუღო

მარინ ჩილიჩი – რუსების რისხვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დასასრულს უახლოვდება საჩოგბურთო სეზონის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი. როლან გაროსის მთავარ სენსაციად იქცა 33 წლის მარინ ჩილიჩი. ვეტერანი ხორვატი თიხაზე წარმატებული თამაშით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა წლევანდელ ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მარინი რუსი ჩოგბურთელების ნამდვილ “რისხვად” იქცა, რადგან ჩილიჩმა 1/8 ფინალში ჯერ დანილ მედვედევი “გააქრო” კორტიდან 6:2 6:3 6:2,… Continue reading მარინ ჩილიჩი – რუსების რისხვა

ჯოკოვიჩის სამარცხვინო წაგება ბელგრადში

ბარსელონაში, ბელგრადში და შტუტგარტში დასრულდა მამაკაცთა და ქალთა პრესტიჟული ტურნირები და ჩემპიონები გამოვლინდნენ. სერბეთის დედაქალაქში მიმდინარე 250-იანი ტურნირის ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და ანდრე რუბლიოვი შეხვდნენ. რუსმა ჩოგბურთელმა პირველი პარტია საკმაოდ მარტივად – 6:2 მოუგო მეტოქეს. სერბი ჩოგბურთელი მეორე პარტიაში გამოფხიზლდა და ტაიბრეიკზე მიღწეული წარმატების ფონზე სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრდა 7:6. მესამე, გადამწყვეტ პარტიაში მსოფლიო… Continue reading ჯოკოვიჩის სამარცხვინო წაგება ბელგრადში

მონტე კარლოში უკანასკნელმა რუსმაც წააგო

მონტე კარლოს მასტერსი წარუმატებელი გამოდგა რუსი ჩოგბურთელებისათვის. დანილ მედვედევმა ოპერაცია გაიკეთა და ნაადრევად მოეხსნა ტურნირს, საწყის ეტაპზე გამოეთიშნენ ასპარეზობას კარენ ხაჩანოვი და ასლან კარაცევი. 1/8 ფინალურ ეტაპზე კი რუსეთს ერთადერთი სპორტმენი შემორჩა – ანდრეი რუბლიოვი. მონტე კარლოს მასტერსის მესამე წრეში რუბლიოვის მეტოქე იანიკ სინერი გახლდათ. რუსმა ჩოგბურთელმა მატჩი მშვენივრად დაიწყო და თავიდანვე 2:0 დაწინაურდა. ანდრეი… Continue reading მონტე კარლოში უკანასკნელმა რუსმაც წააგო

ინდიან უელსის მასტერსის ფინალში ნადალი ფრიცს შეხვდება

ამერიკაში დასასრულს უახლოვდება ინდიან უელსის მასტერსი. ნახევარფინალურ სტადიაზე რაფაელ ნადალმა და ტეილორ ფრიცმა მძიმე გამარჯვებები მოიპოვეს და ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. პირველი ნახევარფინალი ესპანური გამოდგა – რაფაელ ნადალი კარლოს ალკარასის წინააღმდეგ. 18 წლის თინეიჯერმა პირველსავე გეიმში შეძლო მეტოქის დაბრეიკება და მალევე 2:0 დაწინაურდა. “რაფა” დროულად გამოფხიზლდა – გაცილებით უფრო აგრესიულად ათამაშდა და უკლო შეცდომების დაშვებას, რისი… Continue reading ინდიან უელსის მასტერსის ფინალში ნადალი ფრიცს შეხვდება

როტერდამის ტურნირზე ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გრძელდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა მეოთხედფინალური დაპირისპირებები, რომელთა დასრულების შედეგად 4 ნახევარფინალისტი გამოვლინდა. პირველ მეოთხედფინალში ერთმანეთს ორი ახალგაზრდა ჩოგბურთელი დაუპირისპირდა – 19 წლის ლორენცო მუზეტი 20 წლის ჟირი ლეჰეჩკას წინააღმდეგ. პირველ სეტში ოდნავ უკეთესად ჩეხი ჩოგბურთელი გამოიყურებოდა – გადამწყვეტ მომენტში ჟირიმ ბრეიკი შეასრულა და 6:3 იმარჯვა. მეორე… Continue reading როტერდამის ტურნირზე ნახევარფინალური წყვილები ცნობილია