ანდრეი შევჩენკო: ეს ომი პოლიტიკაზე მეტია

უკვე მე-11 თვეა რაც უკრაინა – რუსეთს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ამ თემას სოციალურ ქსელში ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. “სპორტში პოლიტიკა არ არსებობს, მაგრამ ეს ომი პოლიტიკაზე მეტია. მაღალი დონის სპორტული ტურნირები არის შანსი, რომ მთელ მსოფლიოს გაუზიარო შენი მესიჯები. თუ რუსი ან ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე მონაწილეობას მიიღებენ, ამით ოლიმპიური კომიტეტი… Continue reading ანდრეი შევჩენკო: ეს ომი პოლიტიკაზე მეტია

ანდრეი შევჩენკო: შოტლანდიასთან მატჩი უკრაინის იმედია

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, უკრაინის ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდს ესტუმრება. მოახლოებულ მატჩზე უკრაინელთა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ყოფილმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ისაუბრა. “შოტლანდიასთან მატჩი ჩვენი ქვეყნის იმედია. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა უკრაინისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან, მთავარია მთელი კონცენტრაცია თამაშისკენ იყოს მომართული. ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, იმ ადამიანებისთვის უნდა ვითამაშოთ, რომლებსაც სახლის დატოვება… Continue reading ანდრეი შევჩენკო: შოტლანდიასთან მატჩი უკრაინის იმედია

ანდრეი შევჩენკო: გულშემატკივრები ჩელსის ისტორიას არ დაივიწყებენ

უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ანდრეი შერვჩენკომ ჩელსის პრობლემებზე ისაუბრა. მოგეხსენებათ აბრამოვიჩისთვის დაწესებული სანქციების გამო, ბრიტანულ გრანდს სერიოზული პრობლემები აქვს და მისი მომავალი ბუნდოვანუია. “ჩელსის გულშემატკივრები არ დაივიწყებენ იმ ისტორიას, რომელიც ამ გუნდმა შექმნა. ფანები მუდამ მხარს დაუჭერენ გუნდს, რადგან კლუბი უყვართ. მესმის, რომ ჩელსის რთული დრო უდგას, იმედია ბრიტანელები პრობლემებს მოაგვარებენ.  რას ვფიქრობ ტომას ტუხელის… Continue reading ანდრეი შევჩენკო: გულშემატკივრები ჩელსის ისტორიას არ დაივიწყებენ

ანდრეი შევჩენკო: ადრე ამ ქალაქში ვვარჯიშობდი ახლა კი მთლიანად განადგურებულია

ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ, უკრაინაში დარჩენილ ოჯახის წევრებზე და ზოგადად არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ რამდენიმე ქალაქი მთლიანად განადგურდა. “ბევრი ბრძოლა იყო. დედაჩემმა და ჩემმა დამ რამდენიმე ადამიანი შეიფარეს, რომლებიც მანამდე საშინელ პირობებში იყვნენ. ჩემი დის მეგობრები დღესაც ბუნკერებში აფარებენ თავს და ვერ ამოდიან. რამდენიმე ქალაქში საშინელი სიტუაციაა. ბუჩა და მისი შემოგარენი ტერიტორიები… Continue reading ანდრეი შევჩენკო: ადრე ამ ქალაქში ვვარჯიშობდი ახლა კი მთლიანად განადგურებულია

შევჩენკომ იტირა

ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო იტალიური ტელეარხის ერთერთ შოუს სტუმრობდა, რომლის დროსაც ცრემლები ვერ შეიკავა და ატირებულმა მიმართა მაყურებელს: „დედაჩემი, და და სხვა ნათესავები ისევ კიევში არიან. ყოველდღე ვესაუბრები, მაგრამ ეს მათი არჩევანია. არ შემიძლია უცრემლოდ ვუყურო იმ საშინელებას, რაც ახლა ჩემ სამშობლოში ხდება. იღუპებიან ბავშვები, მოხუცები, დაბომბილია ქალაქები… როგორმე უნდა ვიპოვოთ დიპლომატიური გადაწყვეტა და… Continue reading შევჩენკომ იტირა

ანდრეი შევჩენკო: ყველას ჩვენ ჩვენი ფრონტი გვაქვს

KYIV, UKRAINE - OCTOBER 14, 2019: Ukraine coach Andriy Shevchenko during the Euro qualifying soccer match between Ukraine and Portugal at the Olympic stadium in Kyiv

უკრაინაში მიმდინარე საომარ მოვლენებზე არაერთი განცხადება გააკეთა ანდრეი შევჩენკომ. მის მორიგ ინტერვიუში უკრაინის ჯარს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთელი მსოფლიო სწორედ უკრაინელების გვერდითაა. “მე აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ჯარით. გმირულად ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, ყველას ჩვენ ჩვენი ფრონტი გვაქვს და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ უკრაინისთვის. ცნობილმა ადამიანებმა მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ.  ყველას კარზე… Continue reading ანდრეი შევჩენკო: ყველას ჩვენ ჩვენი ფრონტი გვაქვს

ანდრეი შევჩენკო: ბოლო წუთამდე, ბოლო ჯარისკაცამდე ვიბრძოლებთ

ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოვლენებზე ისაუბრა. შევჩენკომ თქვა, რომ მისი დედა და და კვლავ სამშობლოში არიან და უკრაინის დატოვებაზე უარი განაცხადეს. “როგორ ახერხებენ უკრაინელები განწყობის შენარჩუნებას? საბრძოლო სულისკვეთებით. დარწმუნებული ვარ ჩვენ ბოლო წუთამდე, ბოლო ჯარისკაცამდე ვიბრძოლებთ. ხალხი ერთიანია, ჩვენ ძლიერი ლიდერი გვყავს ზელინსკის სახით. უკრაინაში ადამიანებს ბევრი კარგი რამ აერთიანებთ.  მადლობას… Continue reading ანდრეი შევჩენკო: ბოლო წუთამდე, ბოლო ჯარისკაცამდე ვიბრძოლებთ

ანდრეი შევჩენკო: გთხოვთ მხარი დაუჭირეთ ჩვენს ქვეყანას

ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ უკრაინაში რუსული არმიის შეჭრაზე ისაუბრა. “დილაადრიან დაიწყო რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომი. ჩემი ოჯახი და ჩემი ხალხი საფრთხის ქვეშაა.  უკრაინას და უკრაინელ ხალხს მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა სურთ. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჩვენს ქვეყანას. რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებ შეწყვიტოს აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.  ჩვენ მშვიდობა გვინდა, ომი არ არის გამოსავალი, ომი არ… Continue reading ანდრეი შევჩენკო: გთხოვთ მხარი დაუჭირეთ ჩვენს ქვეყანას

შევჩენკო ჯენოას ედავება – უკრაინელი დიდ ფულს ითხოვს

დაახლოებით 2 კვირის წინ ჯენოამ ანდრეი შევჩენკო მთავრი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა. კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ დავა კვლავ მიდის, უკრაინელი ითხოვს, რომ კომპენსაციის თანხა სრულად გადაუხადონ, იტალიური გუნდი კი უარზეა. შევჩენკოს გაშვების შემდეგ, იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ ჯენოას 20 მილიონის გადახდა მოუწევდა, თუმცა როგორც გითხარით, გენუელები უარზე არიან. დავა კვლავ გრძელდება და ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. შეგახსენებთ,… Continue reading შევჩენკო ჯენოას ედავება – უკრაინელი დიდ ფულს ითხოვს

ჯენოამ შევჩენკო გაუშვა

ჯენოამ ანდრეი შევჩენკო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. შევჩენკო გუნდიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. უკრაინელმა სპეციალისტმა გუნდი შარშან ნოემბერში ჩაიბარა. გენუელებმა შევჩენკოს ხელმძღვანელობით 11 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც მხოლოდ 1 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 7-ჯერ დამარცხდნენ. ჯენოა სერია ა-ში 12 ქულით მე-19 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ გენუელებს შევჩენკოს გაშვება ძვირი დაუჯდებათ. კონტრაქტის… Continue reading ჯენოამ შევჩენკო გაუშვა