გარბინია მუგურუზა: “ისევ დავამტკიცე რომ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია”

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში დასრულდა ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირი. ფინალურ მატჩში გარბინია მუგურუზამ 6:3 7:5 სძლია ანეტ კონტავეიტს და კარიერაში პირველად მოიგო შემაჯამებელი ტურნირი. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გარბინიამ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. “უდიდეს შვებას და სიხარულს განვიცდი. ტურნირის საწყის ეტაპზე მქონდა პრობლემები, თუმცა შევძელით ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად და გამოვასწორეთ სიტუაცია. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა… Continue reading გარბინია მუგურუზა: “ისევ დავამტკიცე რომ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია”

კონტავეიტის ესტონური მატი

ანეტ კონტავეიტი განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ესტონელმა ჩოგბურთელმა 6:4 6:0 სძლია კაროლინა პლიშკოვას და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.   შეხვედრის სტარტი ჩეხ ჩოგბურთელს ბევრად უკეთესი გამოუვიდა – იგი იოლად იგებდა საკუთარ ჩაწოდებას და მესამე გეიმში სამი ბრეიკპოინტი ც მიიღო, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო. ესტონელი დროულად გამოფხიზლდა –… Continue reading კონტავეიტის ესტონური მატი

წლის შემაჯამებელი ტურნირი კონტავეიტის გამარჯვებით გაიხსნა

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში სტარტი აიღო ქალთა წლის შემაჯამებელმა ტურნირმა. გახსნით შეხვედრაში, ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ანეტ კონტავეიტმა 6:3 6:4 სძლია ბარბორა კრეიჩიკოვას და B ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. ძალიან ცუდად არის დაკომპლექტებული WTA-ს კალენდარი. კრეიჩიკოვას რამდენიმე დღის წინ სანაკრებო მატჩების ჩატარება მოუწია ბილი ჯინ კინგის თასზე, რის შემდეგაც ბარბორას მოუწია სასწრაფოდ გადმოფრენა პრაღადან მექსიკაში. ჩეხმა ჩოგბურთელმა აშკარად… Continue reading წლის შემაჯამებელი ტურნირი კონტავეიტის გამარჯვებით გაიხსნა

ანეტ კონტავიეტის ზღაპარი გრძელდება

რუმინეთის ქალაქ კლუჟში დასრულდა ქალთა 250-იანთა ტურნირი. ფინალის წინ ანეტ კონტავიეტს სამმაგი მოტივაცია ქონდა – თუ სიმონა ჰალეპს დაამარცხებდა, კარიერაში მეხუთე ტიტულს მოიგებდა, დებიუტი ექნებოდა ტოპ 10-ში და კვალიფიკაციას გაივლიდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რომელიც მექსიკის ქალაქ გვადალახარაში უნდა გაიმართოს. შეხვედრის სტარტზე ორივე ჩოგბურთელმა თითო-თითო გეიმი მოიგო საკუთარ ჩაწოდებაზე 1:1, რის შემდეგაც ანეტი „აფეთქდა“ – ზედიზედ… Continue reading ანეტ კონტავიეტის ზღაპარი გრძელდება

კონტავეიტის დაუჯერებელი „ქამბექი“ და უკანასკნელ 2 თვეში მოგებული მესამე ტიტული

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დასრულდა ქალთა 500-იანთა კატეგორიის ტურნირი “კრემლის თასი”. ფინალურ მატჩში ანეტ კონტავეიტმა დრამატულ ბრძოლაში 4:6 6:4 7:5 სძლია ეკატერინა ალექსანდროვას და უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში უკვე მესამე ტიტული მოიგო. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა მე-5 გეიმიდან ალექსანდროვამ გამოკვეთა საკუთარი უპირატესობა – მოიპოვა რა 3 ბრეიკპოინტი,… Continue reading კონტავეიტის დაუჯერებელი „ქამბექი“ და უკანასკნელ 2 თვეში მოგებული მესამე ტიტული