ლორიამ ანორთოსისში პენალტი მოიგერია (ვიდეო)

BASEL, SWITZERLAND - SEPTEMBER 24: (BILD ZEITUNG OUT) goalkeeper Giorgi Loria of Anorthosis Famagusta FC looks on during the UEFA Europa League third qualifying round match between FC Basel and Anorthosis Famagusta at St. Jakob-Park on September 24, 2020 in Basel, Switzerland. (Photo by Daniela Porcelli/DeFodi Images via Getty Images)

კვიპროსის ჩემპიონატში ანორთოსისი ლარნაკას აეკს შეხვდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. ეს დიდწილად გიორგი ლორიას დამსახურებაა, რომელმაც პენალტი მოიგერია. ლორიას მსგავსად ასევე ძირითად შემადგენლობაში იყო ავთო ებრალიძე, რომელიც 51-ე წუთზე შეცვალეს, ქართველმა მეკარემ კი ცხადია მატჩის ბოლომდე ითამაშა. ანორთოსისი 14 გუნდიან ჩემპიონატში 19 ქულით მე-10 ადგილზეა და შემდეგ ტურში აპოლონს შეხვდება. გუნდს ექვსეულამდე 9 ქულა აშორებს.… Continue reading ლორიამ ანორთოსისში პენალტი მოიგერია (ვიდეო)

ლორიამ კვიპროსზე პენალტი მოიგერია (ვიდეო)

BASEL, SWITZERLAND - SEPTEMBER 24: (BILD ZEITUNG OUT) goalkeeper Giorgi Loria of Anorthosis Famagusta FC looks on during the UEFA Europa League third qualifying round match between FC Basel and Anorthosis Famagusta at St. Jakob-Park on September 24, 2020 in Basel, Switzerland. (Photo by Daniela Porcelli/DeFodi Images via Getty Images)

კვიპროსის ჩემპიონატში ანორთოსისმა აპოელს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფამაგუსტელთა მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც პენალტი და არაერთი რთული ბურთი მოიგერია. აპოელის რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მატჩის ბოლომდე გაისარჯნენ გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი. ბუბა დაუშვილი სათადარიგოზე გახლდათ.

თემურ ქეცბაია: საქართველოს ნაკრები საუკეთესო რამ არის რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა

თემურ ქეცბაია ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა. წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებს ჯერ მოედანზე, შემდეგ კი მწვრთნელის რანგში ემსახურებოდა. ქეცბაიას შევხვდით და არაერთ თემაზე ვესაუბრეთ. თემურს სამწვრთნელოსთან ერთად ფეხბურთელობის პერიოდზეც ვკითხეთ, რა დროსაც საინტერესო ამბებიც მოგვიყვა. საქართველოს ნაკრები, კვიპროსის ნაკრები, ხვიჩა კვარაცხელია, ნიუკასლი, რუდ გულიტის და ალან შირერის კონფლიქტი, ანორთოსისი ჩემპიონთა ლიგაში… ეს იმ არასრული… Continue reading თემურ ქეცბაია: საქართველოს ნაკრები საუკეთესო რამ არის რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა

თემურ ქეცბაია: ფეხბურთის თამაში ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო

ტელეკომპანია იმედის გადაცემაში ნოესთან სტუმრად საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო. 54 წლის სპეციალისტმა, რომელიც ამჟამად კვიპროსის ეროვნულ გუნდს წვრთნის, არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. “მინდორზე სულ სხვა ვარ, მოედანს მიღმა სულ სხვა. ფეხბურთელობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. სოხუმის დინამოდან ეთიოპიაში შეკრებაზე ვიყავით, როცა თბილისის დინამოში მიმიწვიეს. ბავშვობის ოცნება ამიხდა.… Continue reading თემურ ქეცბაია: ფეხბურთის თამაში ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო

თემურ ქეცბაია: თქვენ ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გეკავებათ ჩემს გულში

თემურ ქეცბაიამ ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მხარეები რიგ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ და ქართველ სპეციალისტს ფამაგუსტელებიდან წამოსვლა მოუწია. ქეცბაიას მეუღლემ კატერინა ქეცბაიამ სოციალურ ქსელში ჩვენებურის სახელით დასამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა. “ჩემო ფამაგუსტელო მეგობრებო, დრო მოვიდა დაგემშვიდობოთ. 3 წლიანი მოგზაურობის შემდეგ, ანორთოსისიდან მივდივარ. მთელი გულით მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს და ყველას ვისთანაც ამ 3 წლის განმავლობაში ვიმუშავე.… Continue reading თემურ ქეცბაია: თქვენ ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გეკავებათ ჩემს გულში

რა თანხას გამოიმუშავებს თემურ ქეცბაია ანორთოსისის დატოვებით

გამოცდილი ქართველი სპეციალისტი, თემურ ქეცბაია ანორთოსის მეორეჯერ ტოვებს. კვიპროსული პრესის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველ სპეციალისტს მისი სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წევრის გაშვება სთხოვა, რაზეც თემურმა უარი განაცხადა და გუნდი დატოვა. კონტრაქტის მიხედვით ქართველ სპეციალისტს, კვიპროსულ კლუბში კიდევ ერთი წელი უნდა ემუშავა,  ამიტომაც კომპანსაციის სახით ის 270.000 ევროს მიიღებს. ქართველი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა სეზონი მე-5 ადგილზე… Continue reading რა თანხას გამოიმუშავებს თემურ ქეცბაია ანორთოსისის დატოვებით

ქეცბაია ანორთოსისიდან წავიდა

თემურ ქეცბაიამ ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. კვიპროსული პრესის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველ სპეციალისტს მისი სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წევრის გაშვება სთხოვა, რაზეც თემურმა უარი განაცხადა და გუნდი დატოვა. ქეცბაია ანორთოსისში 2019 წლის ზაფხულში დაბრუნდა და გუნდში 4 ქართველი ფეხბურთელი ჰყავდა. ამ 3 წლის განმავლობაში ქეცბაიას ხელმძღვანელობით ანორთოსისში 6-მა ჩვენებურმა ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ქეცბაიამ შარშან ლორიასთან,… Continue reading ქეცბაია ანორთოსისიდან წავიდა

ქეცბაიას ანორთოსისმა აპოელს დიდი ანგარიშით მოუგო – ქართველების ამბები (ვიდეო)

თემურ ქეცბაიას დამოძღვრილმა ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატში აპოელს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, აპოელიდან გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო მე-19 წუთზე შეცვალეს, თორნიკე ოქრიაშვილი პირველი ტაიმის მერე გამოცვალეს, ბუბა დაუშვილს კი ტრავმის გამო არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ ანორთოსისის ლიდერმა ვარდამ გოლი გიორგი ქვილითაიას სტილში აღნიშნა. ეს ის ვარდაა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ… Continue reading ქეცბაიას ანორთოსისმა აპოელს დიდი ანგარიშით მოუგო – ქართველების ამბები (ვიდეო)

ანორთოსისმა ლორიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კვიპროსულმა ანორთოსისმა გიორგი ლორიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, 36 წლის მეკარე ფამაგუსტელთა ღირსებას 2024 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ინფორმაცია კლუბის ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა. ლორია ანორთოსისში 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს. შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას გუნდთან ერთად მან შარშან კვიპროსის თასი მოიგო. ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატში 39 ქულით მე-5 ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას პაფოსთან გამართავს.

ანორთოსისი კაჭარავასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს (ვიდეო)

გადაწყვეტილია, რომ ნიკა კაჭარავა ანორთოსისს დატოვებს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი აპოელი 4:2 ომონიას მატჩს დაესწრო, სადაც გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა, ეპიზოდი გურამ კაშიამ ვიდეოზე გადაიღო, ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ კაჭარავას თანამემამულეს გოლი უხარია. ხსენებულ ფაქტს საკმაოდ ცუდი რეაქცია მოჰყვა ანორთოსისის ფანების მხრიდან. ფამაგუსტელთა გულშემატკივრები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ კაჭარავას კონკურენტი გუნდის გოლის სიხარული არ უნდა ეპატიოს… Continue reading ანორთოსისი კაჭარავასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს (ვიდეო)