ბარსელონამ ფატის ფასი დაადო

ბარსელონა მზად არის ანსუ ფატი გაყიდოს. EL Nacional-ის ინფორმაციით, ბლაუგრანა ფეხბურთელს 80 მილიონ ევროდ აფასებს. იყო პერიოდი ფატის ლეო მესის შემცვლელად მოიაზრებდნენ, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო, ფეხბურთელმა პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ ბარსელონას დატოვების სურვილს არც თავად ფატი მალავს, რადგან უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროით, რომელიც ესპანურ გრანდში აქვს. ბარსელონა ლა ლიგაში 37 ქულით ცხრილის… Continue reading ბარსელონამ ფატის ფასი დაადო

ლუის ენრიკემ შემადგენლობა დაასახელა!

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მსოფლიოსთვის შემადგენლობა დაასახელა. სერხიო რამოსისა და ტიაგო ალკანტარას არ ყოფნა აღსანიშნია… მეკარეები: უნაი სიმონი; რობერტ სანჩესი; დავიდ რაია. დაცვა: დანი კარვახალი; ასპილიკუეტა; ერიკ გარსია; უგო გილამონი; პაუ ტორესი; ლაპორტე; ჯორდი ალბა; ხოსე გაია. ნახევარდაცვა: სერხიო ბუსკეტსი; როდრიგო ერნანდესი; გავი; კარლოს სოლერი; მარკოს ლორენტე; პედრი; კოკე. თავდასხმა: ფერნან ტორესი; ნიკო… Continue reading ლუის ენრიკემ შემადგენლობა დაასახელა!

საქართველოში?.. წარმოვიდგინოთ, 21-წლამდელების ევროპაზე რომ ითამაშონ

  გაისად რომ საქართველო და რუმინეთი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ, ეს იცით. 16-გუნდიანი ჩემპიონატი 9 ივნისს დაიწყება და 2 ივლისს დასრულდება. ფინალი ბათუმში გაიმართება… რა თქმა უნდა, სუპერფეხბურთელებიდან ბევრი არ ითამაშებს 21-წლამდელებში, რადგან დონეს გადააჭარბეს. მაგრამ ითამაშებენ ისეთებიც, რომლებზეც გათვლა იქნება. ამას ჯერ ვერ გავიგებთ… გამოვრიცხოთ ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი, ესპანელი პედრი და მსგავსი ვარსკვლავები. მაგრამ… Continue reading საქართველოში?.. წარმოვიდგინოთ, 21-წლამდელების ევროპაზე რომ ითამაშონ

არაუხომ გაახანგრძლივა

  ბარსელონა და არაუხო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ახალი კონტრაქტი ძალაში 2026 წლის ივნისამდეა. აქ გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერა – მილიარდი ევრო, ისევე, როგორც ანსუ ფატისა და პედრის აქვთ. ხელმოწერა 29 აპრილს შედგება, კამპ ნოუზე. ურგვაელის წინა კონტრაქტი გათვლილი 2023 წლამდე იყო.  

ტერ შტეგენის მომავალი გაირკვა – ხავიმ პოზიცია დააფიქსირა

  ბარსელონას რომ ფინანსური სირთულეები აქვს, ახალი ამბავი არ არის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან გამოთხოვებას არ აპირებენ. კატალონიურმა გრანდმა მეკარეს ამის შესახებ უკვე შეატყობინა. ბარსელონას მენეჯმენტი და ხავი თანხმდება, რომ გერმანელი კლუბისთვის საკვანძო ფეხბურთელია. დიარიო სპორტის ინფორმაციით, ამ საკითხს კითხვის ნიშანი არავის დაუსვამს.. ამავე წყაროს ცნობით, ხელშეუხებელთა სიაში კიდევ ეს ფეხბურთელები არიან:… Continue reading ტერ შტეგენის მომავალი გაირკვა – ხავიმ პოზიცია დააფიქსირა

ფატის ტრავმის სირთულე გაირკვა

  ბარსელონამ ანსუ ფატის ტრავმაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. მოგეხსენებათ, უნიჭიერესი შემტევი სელტასთან (3:3) შეხვედრაში დაშავდა და შესაცვლელი გახდა. “საღამოს ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ, დადგინდა, რომ ფატის მარცხენა ფეხის კუნთის დაზიანება აქვს. მოედანს ვერ დაუბრუნდება, სანამ ტრავმას სრულად არ მოიშუშებს,” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში. პრაქტიკა ამბობს, რომ ამ ტრავმის შემდეგ, ფეხბურთელს გამოსაჯანმრთლებლად თვეზე ნაკლები სჭირდება.  

ბარსელონა VS ბაიერნი – მატჩის წინ

შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდი კარგ ფორმაშია. ეს მიუნხენელებზე უფრო ითქმის, რეკორდმაისტერმა ბოლო 6 თამაშში 5 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა – 27 გოლი გაიტანა და მხოლოდ 5 მიიღო. სეზონის დაწყების შემდეგ, ბარსელონას მხოლოდ 3 ოფიციალური თამაში ჰქონდა, სამივე ლა ლიგაში, სადაც 2 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.   ტრავმების მხრივ, კატალონიელებს სერიოზული პრობლემები აქვთ: სერხიო… Continue reading ბარსელონა VS ბაიერნი – მატჩის წინ

ბარსელონა ახალ კონტრაქტზე მუშაობს

ბარსელონა ანსუ ფატისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. ბლაუგრნას მესვეურებს სურთ, რომ ბრაზილიელი მალე ბარსას ერთ-ერთი ლიდერი გახდეს და ფეხბურთელი დიდხანს შეინარჩუნონ. როგორც ესპანელი ტაბლოიდები ამბობენ, დიდი შანსია ანსუ ახალ კონტრაქტზე დათანხმდეს. იგი კმაყოფილია ბარსელონაში ყოფნით და მისი სურვილიცაა, რომ გუნდში დიდხანს დარჩეს. ანსუ ფატი ბარსელონას აღზრდილია. კატალონიელთა მთავარ გუნდში იგი რეგულარულად 2019 წლის ზაფხულიდან გამოდის. ტრავბემის… Continue reading ბარსელონა ახალ კონტრაქტზე მუშაობს