ანტონელა მოდის მარაქაში

პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავის ლიონელ მესის მეუღლე ანტონელა როკუცომ, მოდის მოყვარულები გადარია. ლუი ვიტონის პარიზის მოდის კვირეულზე ის ელეგანტური კოსტიუმით და მინი-ქვედაბოლოთი წარსდგა. შემდეგ კი ამ ღონისძიების ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ახლა თურმე შინ ზის, კომპიუტერს ჩასქერის და აღფრთოვანებულ კომენტარებს ვეღარ ითვლის, რომელთაგან უმეტესობა ძალიან ცნობილი ადამიანებისგანაა მიწერილი.