ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელსაც ცოტა ხნის წინათ ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდა, მილნათან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის შემდეგ (0:1), იძულებული გახდა იტალიაში დარჩენილიყო. „იტალიაში გუშინ დაგეგმილი ოპერაციისშემდგომი შემოწმების კვალად, კონტე შინ დარჩება. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და კლუბი მას ყველა ყოველივე საუკეთესოს უსურვებს. პირველი გუნდის მწვრთნელის პოსტს კონტეს თანაშემწე, კრისტიან სტელინი დაიკავებს”, – ნათქვამია კლუბის… Continue reading კონტე იტალიაში დარჩა
Tag: ანტონიო კონტე
კონტე ან დე ძერბი
თუ სტეფანო პიოლი ზაფხულში მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, მისი სავარაუდო შემცვლელები ანტონიო კონტე ან რობერტო დე ძერბი იქნებიან. მაგრამ მზად არის თუ არა მილანი პიოლისთან დასამშვიდობებლად, რომელიც კლუბს 2019 წლის ოქტომბრიდან წვრთნის? გასულ სეზონში სპეციალისტმა გუნდს ბოლო 11 წლის განმავლობაში ქვეყნის ჩემპიონობა პირველად მოაპოვებინა. მაგრამ მიმდინარე კამპანიაში მილანის საქმეები ცუდად მიდის: კლუბმა იტალიის სუპერთასი… Continue reading კონტე ან დე ძერბი
კონტე ტოტენჰემის მატჩებს გამოტოვებს
ანტონიო კონტე ტოტენჰემის უახლოეს მატჩებს ჯანმრთელობის პრობლემების გამო დააკლდება. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, იტალიელმა მუცლის არეში ტკივილი იგრძნო და შემდეგ ქოლეცისტიტის დიაგნოზი დაუსვეს. ანტონიო კონტეს ნაღვლის ბუშტის ოპერაციას გაუკეთებენ. ანტონიო კონტემ ტოტენჰემი 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. დეზთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან ნუნო ესპირიტო შეცვალა. ტოტენჰემი პრემიერლიგაში 71 ქულით მე-4 ადგილზეა და უახლოეს ტურში მანჩესტერ… Continue reading კონტე ტოტენჰემის მატჩებს გამოტოვებს
ბონუჩი ალეგრის წაეჩხუბა
იუვენტუსის მცველი ლეონარდო ბონუჩი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, ტოტენჰემის ფეხბურთელი გახდეს. საქმე ის არის, როომ 35 წლის უკანახაზელი მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის წაეჩხუბა და გუნდში მეტად დარჩენა აღარ სურს. ტოტენჰემში კი იტალიელი სპეციალისტი, ანტონიო კონტე მუშაობს. მიმდინარე სეზონში ბონუჩიმ ტურინული კლუბის მაისურით ჯამში 10 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. იუვენტუსთან მის კონტრაქტს კი ვადა… Continue reading ბონუჩი ალეგრის წაეჩხუბა
ცრემლები
ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებულმა ტოტენჰემმა, ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ფრანგულ მარსელს 2:0 მოუგო. ორივე გოლი დეზების ბრაზილიელმა ახალწვეულმა, რიშარლისონმა გაიტანა. საფინალო სასტვენის შემდეგ ემოციებს ვეღარ გაუმკლავდა და ბავშვივით ატირდა. რიშარლისონი ტოტენჰემმა ევერტონისგან 60 მილიონ გირვანქად იყიდა. ბევრს ეს ამბავი არ მოეწონა. ამბობდნენ: წინა ხაზზე კეინი, სონი და კულუშევსკი ჰყავთ და რიშარლისონი რისთვის დასჭირდათ, საუკეთესო… Continue reading ცრემლები
მოიყვანეთ ეს კაცი…
მანჩესტერელთა შეფებმა თავის დროზე მწვრთნელად ანტონიო კონტეს აყვანა არ ისურვეს. მათ ჯერ კიდევ ოლე გუნარ სულშერის ეიმედებოდათ. არადა, კონტეს ხელმძღვანელობით იუვენტუსი, ჩელსი და ინტერი ხუთჯერ გახდნენ სერია A-ს და პრემიერლიგის ჩემპიონები. ნოემბერში ანტონიო კონტე ტოტენჰემს ჩაუდგა სათავეში. ბედის ირონიით, ამ ამბიდან სამ კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედმა” სულშერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მანჩესტერელმა ვეტერანმა პოლ სქოულზმა კი თქვა: „ზოგი… Continue reading მოიყვანეთ ეს კაცი…
ახირებული
ტოტენჰემის გულშემატკივრები ეიფორიაში არიან. ბოლოსდაბოლოს მათ მიიღეს ის, რასაც ითხოვდნენ – ანტონიო კონტე, მწვრთნელი, რომელმაც შედეგის დადება იცის. დეზებთან მის თანამშრომლობაზე ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ალაპარაკდნენ, მაგრამ მაშინ მხარეები ვერ შეთანხმდნენ. თანაც იტალიელმა თქვა, ამ ეტაპზე სამწვრთნელო საქმიანობისთვის მზად არ ვარო. ბევრმა იცის, რომ მისი საკვანძო სიტყვაა – „ჩემპიონი“. ბოლო ათი წლის განმავლობაში სამ სხვადასხვა… Continue reading ახირებული
კონტემ ტოტენჰემი ჩაიბარა
ანტონიო კონტე ტოტენჰემის ახალი მთავარი მწვრთნელია. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა უკვე დაადასტურა. ბრიტანელებმა იტალიელ სპეციალისტს ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე კონტრაქტის გახანგრძლივების პერსპექტივით გაუფორმეს. კონტეს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება დაუნიშნეს. მისი ხელფასი წელიწადში 15 მილიონი ფუნტი იქნება. შეგახსენებთ, რომ გამოცდილ სპეციალისტს ინგლისში აქამდეც უმუშავია. 2016-18 წლებში იგი ჩელსის დამრიგებელი იყო და გუნდთან ერთად პრემიერლიგა და ინგლისის თასი… Continue reading კონტემ ტოტენჰემი ჩაიბარა
კონტე მამლებში
უახლოეს ხანში ტოტენჰემ ჰოთსფურის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელად შესაძლოა ანტონიო კონტე დანიშნოს. პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩში, მანჩესტერ იუნაიტედთან მარცხის შემდეგ (0:3), დეზების დამრიგებლის, ნუნუ ეშპირიტუ სანტუს სკამი გვარიანად შეირყა. კლუბის მფლობელმა, დანიელ ლევიმ, ისიც კი თქვა, ნუნუს თავკაცად დანიშვნა შეცდომა იყოო. შესაძლო შემცვლელებად ნუნუს თანამემამულეებს, სერჟიო კონსეისაუს და პაულუ ფონსეკასაც ასახელებდნენ, მაგრამ, ჩანს, მთავარი სამიზნე… Continue reading კონტე მამლებში
ფავორიტი გამოიკვეთა – ვინ არის სულშერის პოტენციური შემცვლელი?
მანჩესტერ იუნაიტედმა სეზონი ცუდად დაიწყო. რაც გუნდისთვის ყველაზე სამწუხაროა, პრინციპულ მეტოქესთან ლივერპულთან შინ 0:5 დამარცხდა. ამ და სხვა მიზეზების გამო აქტიური საუბრები მიდის ოლე-გუნარ სულშერის წასვლაზე. ბოლო ცნობებით, მისი შეცვლის ყველაზე რეალური კანდიდატი ანტონიო კონტეა. ESPN-ის ცნობით, წითელი ეშმაკების მესვეურებს მიაჩნიათ, რომ კონტე მანჩესტერის ჩაბარების საუკეთესო ვარიანტია. ერთადერთი, რაც ინგლისელებს არ მოსწონთ, ეს ანტონიოს უხეში… Continue reading ფავორიტი გამოიკვეთა – ვინ არის სულშერის პოტენციური შემცვლელი?