ანჩელოტი: აზარი არ მელაპარაკება

რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ აზარის სათამაშო დროის შესახებ ისაუბრა “გუნდში, თავისი სტატუსი ყველა ფეხბურთელმა იცის. თუ მოთამაშეს რამის ახსნა სჭირდება, ამისთვის ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ აზარი სასაუბროდ არ მოსულა. მას ესმის, რომ რეალში მაღალი კონკურენციაა,” – თქვა კარლიტომ. მიმდინარე სეზონში, ლა ლიგაში, ბელგიელმა მონაწილეობა 3 შეხვედრაში მიიღო…  

ანჩელოტი: „სამწვრთნელო ლიცენზიას დავხევ, თუ…“

Real Madrid's Italian coach Carlo Ancelotti looks on during the UEFA Champions League final football match between Liverpool and Real Madrid at the Stade de France in Saint-Denis, north of Paris, on May 28, 2022. (Photo by FRANCK FIFE / AFP) (Photo by FRANCK FIFE/AFP via Getty Images)

მადრიდის რეალის მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ იხუმრა, თუ ფედე ვალვერდე სეზონში 10 გოლს ვერ გაიტანს, მწვრთნელობას თავს დაანებებს „ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა ისაა, რომ მას ასე ცოტა გაჰქონდა. წინა სეზონში მხოლოდ ერთხელ გაიტანა. ფედეს ვუთხარი, რომ მაგარი ფეხი აქვს – ლაიფციგთან მაგრად დაარტყა, თანაც – მარცხენათი. ისიც ვუთხარი, რომ სამწვრთნელო ლიცენზიას დავხევდი, სეზონში 10 გოლს თუ… Continue reading ანჩელოტი: „სამწვრთნელო ლიცენზიას დავხევ, თუ…“

ანჩელოტი იცინის: კიდევ მბაპე?..

კარლო ანჩელოტის კიდევ ერთხელ ჰკითხეს კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე პსჟ-დან რეალში… იცით თუ არა, რომ მბაპეს არა 2025, არამედ 2024 წლამდე აქვს პარიზელებთან კონტრაქტიო?! რეალის იტალიელმა მწვრთნელმა სიცილით უპასუხა: „კილიანის კონტრაქტი? კიდევ ეს თემა? ხელებს ვიბან. სერიოზულად გეუბნებით, ამ კითხვაზე ხელებს ვიბან. …ჩვენი შეტევა ძალიან მომწონს, ბევრი ახალგაზრდა გვყავს და მათ ფრთებს ასხამს ბენზემა. ძალიან… Continue reading ანჩელოტი იცინის: კიდევ მბაპე?..

კარლოს კონტრაქტი – რას აპირებს რეალი?

PARIS, FRANCE - MAY 28: Real Madrid Head Coach Carlo Ancelotti celebrating after winning UEFA Champions League Final during the final match between Liverpool FC and Real Madrid at Stade de France on May 28, 2022 in Paris, France. (Photo by Adam Sobral/Eurasia Sport Images/Getty Images)

2021 წელს, ანჩელოტიმ რეალთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. ევერტონში დარჩენას დიდ ხანს აპირებდა, მაგრამ როცა წინადადება მადრიდიდან მიიღო… ბლანკოსში მივიდა და გუნდი შესანიშნავად თამაშობს. ხელმძღვანელობა მისით კმაყოფილია და კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. 63 წლის სპეციალისტს ფეხბურთელები აფასებენ, ფლორენტინო პერესი კი, მეტიც – აღფრთოვანებულია. მათ სურთ, რომ ანჩელოტი დიდ ხანს დარჩეს და გრძელვადიანი პროექტი ჩაიბაროს. კარლო, სავარაუდოდ,… Continue reading კარლოს კონტრაქტი – რას აპირებს რეალი?

ვინ იქნება ევროპის საუკეთესო?

ამაღამ სტამბოლში ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოცხადდება. გამოკითხვაში ევროპის 55 ქვეყნის 55 სპორტული გამოცემა და ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდების მწვრთნელები მონაწილეობენ. საქართველოდან, უეფას პარტნიორი სარბიელი გახლავთ. უეფას უმაღლესი ჯილდოს მისაღებად ნომინირებული არიან: ქარიმ ბენზემა, ტიბო კურტუა, კევინ დე ბრუინი.   მწვრთნელთა შორის: იურგენ კლოპი, კარლო ანჩელოტი,… Continue reading ვინ იქნება ევროპის საუკეთესო?

ანჩელოტი: კროოსს არ მოსწონს? მოუწევს…

რეალის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ტონი კროოსის როლზე საუბრობს, რომელიც გერმანელს კაზემიროს წასვლის შემდეგ ექნება. ბრაზილიელი მანჩესტერში გადასვლასთან ახლოსაა “კროოს არ უთქვამს, რომ ჩამშლელად თამაში არ მოსწონს. შესაძლოა თქვენ [ჟურნალისტებს] გითხრათ. თუ მეტყვის… თამაში მაინც მაგ პოზიციაზე მოუწევს,” – თქვა ანჩელოტიმ და გაიცინა…

ანჩელოტი: კაზემიროს ახალი გამოწვევები სურს

კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ კაზემიროს გუნდის შეცვლა სურს. ევროპული მედია საუბრობს, რომ ბრაზილიელი მანჩესტერში გადასვლასთან ახლოსაა. “კაზემიროს ველაპარაკე. მას ახალი გამოწვევები სურს. პატივი უნდა ვცეთ. ოფიციალური არაფერია, თუმცა მისი სურვილი გასაგებია. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ შეთანხმება შედგა, მისი შემცვლელი გვყავს. კაზემიროს დარწმუნებას არ ვეცდები. ბოლომდე ვენდობი. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ,” – თქვა ანჩელოტიმ  

ევროპის საუკეთესოები – უეფას ვერსიით

უეფამ იმ ფეხბურთელთა და მწვრთნელთა ვინაობა დაასახელა, რომელთა შორისაც, წინა სეზონის მაჩვენებლით, ევროპაში საუკეთესო გაირკვევა. ფეხბურთელთა შორის, ასეთი სამეული გვაქვს: კარიმ ბენზემა (რეალი); ტიბო კურტუა (რეალი); კევინ დე ბრუინი (სიტი) რაც შეეხება მწვრთნელებს, პირველი ადგილითვის: კარლო ანჩელოტი (რეალი); იურგენ კლოპი (ლივერპული) და პეპ გვარდიოლა (სიტი) იბრძოლებენ. გამარჯვებულები 25 აგვისტოს დასახელდებიან. წინა წელს, საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ჟორჟინიომ… Continue reading ევროპის საუკეთესოები – უეფას ვერსიით

გადაწყდა: აზარი რეალში, მაგრამ… სხვაგან

კარლო ანჩელოტიმ ედენ აზართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო: ბელგიელი რეალში დარჩება… წერს AS-ი და აქ მთავარი ნიუანსია აზარის ახალი ამპლუა, სადაც ანჩელოტი უპირებს თამაშს: ცრუ 9 ნომრად. ქარიმ ბენზემა დიდებულ ფორმაში კი არის, მაგრამ მაინც ასაკშია და ამოსუნთქვა სჭირდება, საამისოდ კი ანჩელოტი აზარს მოიაზრებს. იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს ბენზემასთვისაც კარგი იქნება და აზარისთვისაც. გარდა ამისა,… Continue reading გადაწყდა: აზარი რეალში, მაგრამ… სხვაგან

ჟესუსი რეალში? – ანჩელოტიმ დაადასტურა…

გაბრიელ ჟესუსის რეალში ტრანსფერი, მაღალი ალბათობით, განხორციელდება. როგორც GOAL Brasil წერს, ანჩელოტი ჟესუსს დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი მადრიდში გადაბარგებით დაინტერესებულია. მოგეხსენებათ, სიტის წინა ხაზში ისედაც დიდი კონკურენციაა, გვარდიოლამ კი ორი ახალი ფეხბურთელი – ჰოლანდი და ალვარესი უკვე დაიმატა, რაც ჟესუსის სათამაშო პრაქტიკას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ, ფეხბურთელს პეპი უკვე ელაპარაკა. ანჩელოტის სჯერა,… Continue reading ჟესუსი რეალში? – ანჩელოტიმ დაადასტურა…