ქვილითაიამ აპოელში ისევ გაიტანა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში, აპოელმა ნეა სალამისს უმასპინძლა და 3:0-ს დაამარცხა. სასიხარულოა, რომ მეორე გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ქვილითაია ძირითადში გახლდათ და 72-ე წუთზე შეცვალეს, ლაშა დვალმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ბუბა დაუშვილი კი სათადარიგოზე გახლდათ. სათქმელია, რომ 1 გოლი ფედერიკო მაკედამ გაიტანა, მაკედამ, რომელმაც კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში დაიწყო.

დვალმა კვიპროსზე გაიტანა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატში აპოელმა დოხას უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძელთაგან ეს ერთი გოლი საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა გაიტანა. დვალი ძირითად შემადგენლობაში იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და მატჩის ბოლომდე გაისარჯა, ბუბა დაუშვილი სათადარიგოზე გახლდათ, გიორგი ქვილითაია კი განაცხადში არ ყოფილა. რაც შეეხება აპოელს, გუნდი 53 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ აეკ ლარნაკას 1 ქულით… Continue reading დვალმა კვიპროსზე გაიტანა (ვიდეო)

ქვილითაიას დუბლი, საგოლე გადაცემა და აპოელის გამარჯვება კვიპროსზე (ვიდეო)

კვიპროსის თასზე აპოელმა, რომლის რიგებშიც 3 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, არის ლიმასოლი 4:2 დაამარცხა. ამ მატჩში უდავოდ საუკეთესო იყო გიორგი ქვილითაია, რომელმაც 2 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. 29 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში 16 მატჩი და 4 გოლია. ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს, ბუბა დაუშვილმა მოედანზე 87 წუთი დაყო, ლაშა დვალმა… Continue reading ქვილითაიას დუბლი, საგოლე გადაცემა და აპოელის გამარჯვება კვიპროსზე (ვიდეო)

ლორიამ კვიპროსზე პენალტი მოიგერია (ვიდეო)

BASEL, SWITZERLAND - SEPTEMBER 24: (BILD ZEITUNG OUT) goalkeeper Giorgi Loria of Anorthosis Famagusta FC looks on during the UEFA Europa League third qualifying round match between FC Basel and Anorthosis Famagusta at St. Jakob-Park on September 24, 2020 in Basel, Switzerland. (Photo by Daniela Porcelli/DeFodi Images via Getty Images)

კვიპროსის ჩემპიონატში ანორთოსისმა აპოელს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფამაგუსტელთა მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც პენალტი და არაერთი რთული ბურთი მოიგერია. აპოელის რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მატჩის ბოლომდე გაისარჯნენ გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი. ბუბა დაუშვილი სათადარიგოზე გახლდათ.

დვალმა და ქვილითაიამ კვიპროსზე გაიტანეს (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში აპოელმა ნიქოზიის ომონიას უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 2 გოლი ქართველების ანგარიშზეა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ლაშა დვალმა გაიტანა, 60-ზე კი გიორგი ქვილითაიამ. ლაშა დვალი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლომდე გაისარჯა, ასევე ძირითადში იყო ქვილითაია, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს, აპოელის მესამე ქართველი ბუბა დაუშვილი კი სათადარიგოთა სკამზე გახლდათ. აპოელი… Continue reading დვალმა და ქვილითაიამ კვიპროსზე გაიტანეს (ვიდეო)

დვალი კარიერას აპოელში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი კარიერას აპოელში გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა უკვე დაადასტურა. დვალმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კვიპროსელებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ქართველი ფეხბურთელი ბოლოს ფერენცვაროშში თამაშობდა, რომლის ღირსებასაც 2019 წლის ზამთრიდან იცავდა და გუნდთან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ ამოეწურა. ჩვენებურმა უნგრელებთან ერთად ევროპა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა, გარდა ამისა 4-ჯერ უნგრეთის… Continue reading დვალი კარიერას აპოელში გააგრძელებს

ოქრიაშვილი აპოელიდან წავიდა

თორნიკე ოქრიაშვილი აპოელიდან წავიდა.   ამას აპოელის ფეისბუქ გვერდიც ადასტურებს. ქართველ ფეხბურთელსა და კლუბს კონტრაქტი აკავშირებდათ, თუმცა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, გაწყვიტეს.   თორნიკემ კლუბში 2021/22 წლების სეზონში ითამაშა, სადაც მონაწილეობა 27 მატჩში მიიღო, გაიტანა 3 გოლი და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა…   მომავალი კლუბი, ჯერ-ჯერობით, უცნობია…  

ოქრიაშვილმა აპოელში ბრწყინვალე მაკრატელა გაიტანა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში, აპოელი აპოლონს ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. სტუმართაგან ერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. გოლიც არის და გოლიც, 30 წლის შემტევმა ბრწყინვალე მაკრატელა შეაგდო. ოქრიაშვილისთვის მაკრატელა გოლი უცხო არ არის. მას მსგავსი გოლი ორჯერ აქვს გატანილი და ორივეჯერ კრანოსდარის შემადგენლობაში, ერთხელ ზენიტთან და ერთხელ სევილიასთან.

ქეცბაიას ანორთოსისმა აპოელს დიდი ანგარიშით მოუგო – ქართველების ამბები (ვიდეო)

თემურ ქეცბაიას დამოძღვრილმა ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატში აპოელს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, აპოელიდან გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო მე-19 წუთზე შეცვალეს, თორნიკე ოქრიაშვილი პირველი ტაიმის მერე გამოცვალეს, ბუბა დაუშვილს კი ტრავმის გამო არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ ანორთოსისის ლიდერმა ვარდამ გოლი გიორგი ქვილითაიას სტილში აღნიშნა. ეს ის ვარდაა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ… Continue reading ქეცბაიას ანორთოსისმა აპოელს დიდი ანგარიშით მოუგო – ქართველების ამბები (ვიდეო)

ოქრიაშვილმა კვიპროსში გაიტანა

კვიპროსის ჩემპიონატში მე-15 ტურის მატჩი გაიმართა, სადაც აპოელი პაეკს შეხვდა და 3:1 დაამარცხა. 1 გოლი თორნიკე ოქრიაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც 21-ე წუთზე პენალტი შეაგდო და ანგარიში 2:1 გახადა. ოქრიაშვილმა ამ სეზონში უკვე 16 შეხვედრა ჩაატარა და 2 ბურთი შეაგდო. ოქრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ იგი გიორგი ქვილითაიამ შეცვალა. რაც შეეხება ბუბა დაუშვილს, მანაც… Continue reading ოქრიაშვილმა კვიპროსში გაიტანა