არაუხომ გაახანგრძლივა

  ბარსელონა და არაუხო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ახალი კონტრაქტი ძალაში 2026 წლის ივნისამდეა. აქ გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერა – მილიარდი ევრო, ისევე, როგორც ანსუ ფატისა და პედრის აქვთ. ხელმოწერა 29 აპრილს შედგება, კამპ ნოუზე. ურგვაელის წინა კონტრაქტი გათვლილი 2023 წლამდე იყო.  

როგორ მოხვდა 30 000 გერმანელი კამპ ნოუზე?

  კამპ ნოუზე, აინტრახტმა ბრწყინვალედ ითამაშა და ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა. ეს დღე მხოლოდ ფეხბურთელებს კი არა, გულშემატკივრებსაც ეკუთვნით – სტადიონზე ხომ 30 000 ფრანქფურტელი შეიკრიბა. გერმანელებისთვის 5 000 კვოტა გამოყვეს, ამდენი ადამიანი ტრიბუნაზე როგორ მოხვდა? წინა დღით დავიწყოთ, სადაც სტუმრების გულშემატკივრებმა დიდებული მარში მოაწყეს და ბარსელონას ქუჩები გადაკეტეს. ფანები მღეროდნენ და გუნდს თავს საკუთარ კედლებში აგრძნობინებდნენ.… Continue reading როგორ მოხვდა 30 000 გერმანელი კამპ ნოუზე?