რა მოხდა იმ მომენტში…

ფრანგმა ფორვარდმა რანდალ კოლო მუანიმ ის ეპიზოდი გაიხსენა. ის! უკვე მიხვდებით, რომელიც… მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, მსაჯის მიერ დამატებული წუთები, პირისპირ გასვლა, თითქოს კარგი დარტყმაც და არგენტინელი მეკარის ემი მარტინესის მოგერიება. „დღემდე ვნახულობ ამ მომენტს და უკვე ზეპირად ვიცი. იმ წამის მეასედებში გავიფიქრე: „რანდალ, კარში ზუსტად დაარტყი!“. ახლო კუთხეში გადავწყვიტე, მაგრამ მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. ასეთია ბედი,… Continue reading რა მოხდა იმ მომენტში…

ერთხელ მალაიზიაში

ფეხბურთი წლიდან წლამდე იცვლება, ასევე იცვლება ფასეულობები და ტურნირებსაც შეეხება. მაგალითად, 20-წლამელთა მსოფლიო ჩემპიონატი ადრე რა პრესტიჟული იყო, ტალანტების ბუდე იქ იყო და საზომიც – იქ გამოჩნდებოდი? საკლუბო კარიერა აწყობილი გქონდა. დღეს 20-წლამდელთა მუნდიალი ისეთი მქუხარე აღარაა, ის აურა არ აქვს. რამ მოიტანა ეს?  უპირველესად ფეხბურთის ზედმეტად კომერციალიზაციამ, მაგრამ ასე უცებ ერთ მიზეზს ვერ იტყვი.… Continue reading ერთხელ მალაიზიაში

ჩემი ოქრო… თქვენთან

არგენტინელმა პაულო დიბალამ მუნდიალის ოქროს მედალი რომას საკლუბო მუზეუმს ჩააბარა… დიბალამ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ 20 წუთი ითამაშა, შეცვლებზე ნახევარფინალსა და ფინალში. თუმცა ფრანგებთან ფინალში პენალტების სერიაში გაიტანა. პაულომ თქვა, რომ პენალტი შუაში დაარტყა, რადგან ემილიანო მარტინესმა ურჩია ასე. დიბალა ფორმაში ვერ შეხვდა მუნდიალს. ტრავმა ჰქონდა და ბოლოსღა მოხვდა ლიონელ სკალონის სიაში.  

დეშამი: სად ისინი, სად ფინალი…

დიდიე დეშამმა საინტერესო კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე. საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი რამდენიმე ფეხბურთელი დონით ვერ შეესაბამებოდა ამხელა მნიშვნელობის მატჩს… ყველაზე დიდ საფეხბურთო მოვლენას, მუნდიალის ფინალს. დეშამი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ არგენტინას ჰქონდა უპირატესობა. „რთულ სიტუაციაში ვიყავით. ოთხი-ხუთი ფეხბურთელი ფიზიკურად ბოლომდე მზად არ იყო ფინალისთვის. არსებობს ემოციური მხარეც. მათთვის ეს საერთოდ პირველი ფინალი… Continue reading დეშამი: სად ისინი, სად ფინალი…

როდის დაბრუნდება მესი?

მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი, ლეო მესი პსჟ-ს შეუერთდა. მან არდადეგები როსარიოში გაატარა და პარიზს ჩარტერული რეისით დაუბრუნდა. ველოდებით, რომ მინდორს ის 11 იანვარს დაბურუნდება – ანჟერთან მატჩში. ლიგა 1-ში, 13 მატჩის შემდეგ, ლეომ 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.  

ახლა მესიმ იცის ჩემი სახელი…

ნიდერლანდელმა ვუტ ვიგჰორსტმა პირველად ისაუბრა ლეო მესისთან დაპირისპირებაზე. ეს მუნდიალის მეოთხედფინალის მერე, როცა ვიგჰორსტმა მესისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო… „რას მიყურებ, სულელო… წადი აქედან“ – უთხრა მას მესიმ. ვიგჰორსტმა კი მოჰყვა, თუ რა მოხდა მანამდე; „ლიონელი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მატჩის მერე მესის მიმართ პატივისცემა მინდოდა გამომეხატა, მაგრამ მან ცუდად გაიგო. ჩემი ესპანური არცთუ… Continue reading ახლა მესიმ იცის ჩემი სახელი…

მესიმ აგუეროს ტოტალიზატორში მოაგებინა… (+ფოტო)

სერხიო აგუეროს 1001 დოლარი დაუდია, რომ ლეო მესი მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. ჰოდა, 8264 დოლარი მოიგო… აგუერომ დამადასტურებელი ფოტოც დადო სოციალურ ქსელში და მიაწერა: “17 ნოემბერს დავდე ეს ფსონი და მხოლოდ ახლა გამახსენდა”. შეგახსენებთ, აგუერომ დაახლოებით ერთი წლის წინ გულის პრობლემების გამო დაასრულა კარიერა. აგუეროც ყატარში იყო არგენტინის ნაკრებთან ერთად…

ტრიუმფატორები სახლში დაბრუნდნენ! [ვიდეო]

მსოფლიო ჩემპიონი, არგენტინის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა! მესიმ ტიტული სახლში ჩაიტანა – ეს ზეიმი და სიხარულია…  

თავით ნაგავში

მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, არგენტინის ნაკრების გასახდელში არსებული სიგიჟეები სოციალურ ქსელებს მოედო. ერთ ვიდეოში ჩანს მავანმა მოთამაშემ როგორ ისკუპა თავით ნაგვის კონტეინერში… 18 დეკემბერს, ყატარის მუნდიალის ფინალში, არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთისა მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში მესამედ მოიპოვა პლანეტის უძლიერესი გუნდის სახელი.

რამდენი მიიღეს ფრანგმა ფეხბურთელებმა ფიფასგან?

გასაჯაროვდა ინფორმაცია თუ რამდენი ევრო მიიღო საფრანგეთის ნაკრების ყოველმა მოთამაშემ ყატარის მუნდიალზე მონაწილეობისთვის. საფარანგთის ფეხბურთის ფედერაციას ფიფასგან 29 მილიონი ევრო ერგო. გამარჯვებულ არგენტინას – 41 მილიონი. ამ თანხის 30% ფედერაციამ ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს  გადაუნაწილა. ასე რომ, თითოეულ მოთამაშეს დაახლოებით 288 ათასი ევრო ერგო. დანარჩენი 70% კი დაიტოვა. ეს თანხა ორგანიზაციის ფინანსირებისთვის და სამოყვარულო ფეხბურთის… Continue reading რამდენი მიიღეს ფრანგმა ფეხბურთელებმა ფიფასგან?