იტალიის დედაქალაქ რომში გრძელდება WTA-ს მასტერსი. 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის 1/4 ფინალში იგა შვიონტეკმა 7:6 6:0 სძლია ბიანკა ანდრეესკუს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტზე პოლონელმა ჩოგბურთელმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. ბიანკა “დროულად გამოფხიზლდა” – ზედიზედ 3 გეიმი მოუგო მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგანს და ამჯერად თვითონ გავიდა წინ ბრეიკით 3:2. შვიონტეკმა დროულად დაიბრუნა კონცენტრაცია… Continue reading იგა შვიონტეკმა ზედიზედ 26-ე მატჩი მოიგო
Tag: არინა საბალენკა
მადრიდის მასტერსი სენსაციებით დაიწყო
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სტარტი აიღო WTA-ს მასტერსმა. 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის პირველივე სათამაშო დღეს რამდენიმე სენსაცია დაფიქსირდა – ასპარეზობას გამოეთიშნენ მე-3 და მე-5 ნომრად განთესილი ჩოგბურთელები: არინა საბალენკა და კაროლინა პლიშკოვა. არინა საბალენკას მეტოქე ამერიკელი ამანდა ანისიმოვა იყო. მსოფლიო რეიტინგის 33-ე ჩოგანმა პირველი სეტი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ორჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება და 35 წუთში 6:2 იმარჯვა.… Continue reading მადრიდის მასტერსი სენსაციებით დაიწყო
ჯოკოვიჩის სამარცხვინო წაგება ბელგრადში
ბარსელონაში, ბელგრადში და შტუტგარტში დასრულდა მამაკაცთა და ქალთა პრესტიჟული ტურნირები და ჩემპიონები გამოვლინდნენ. სერბეთის დედაქალაქში მიმდინარე 250-იანი ტურნირის ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და ანდრე რუბლიოვი შეხვდნენ. რუსმა ჩოგბურთელმა პირველი პარტია საკმაოდ მარტივად – 6:2 მოუგო მეტოქეს. სერბი ჩოგბურთელი მეორე პარტიაში გამოფხიზლდა და ტაიბრეიკზე მიღწეული წარმატების ფონზე სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრდა 7:6. მესამე, გადამწყვეტ პარტიაში მსოფლიო… Continue reading ჯოკოვიჩის სამარცხვინო წაგება ბელგრადში
იგა შვიონტეკმა ზედიზედ 22 მატჩი მოიგო
პოლონელი იგა შვიონტეკი აგრძელებს დომინაციას WTA TOUR-ზე. შტუტგარტის 500-იანთა ტურნირის ნახევარფინალურ სტადიაზე მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა 6:7 6:4 7:5 სძლია ლუდმილა სამსონოვას და ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი იგას იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და ჯერ 3:0 დაწინაურდა, შემდეგ 4:1. რუსი ჩოგბურთელი დროულად “გამოფხიზლდა” – უკუბრეიკი შეასრულა და მალე წონასწორობაც აღადგინა. პირველი სეტის ბედი… Continue reading იგა შვიონტეკმა ზედიზედ 22 მატჩი მოიგო
ენდი მარეის გამანადგურებელი მარცხი
დოჰას ტურნირის მეორე წრეში, მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა – ენდი მარეიმ სამარცხვინო ანგარიშით წააგო მატჩი რობერტო ბაუტისტა აგუტთან 0:6 1:6. პირველ სეტში ბრიტანელმა ჩგბურთელმა ვერცერთი გეიმის მოგება ვერ შეძლო და კარიერაში მეთორმეტედ დათმო პარტია მშრალი ანგარიშით. ბოლოს ასეთი რამ ენდის 2015 წელს, მაიამის მასტერსის ფინალში შეემთხვა. მარეიმ მესამედ დაასრულა შეხვედრა ისე რომ, მხოლოდ ერთადერთი… Continue reading ენდი მარეის გამანადგურებელი მარცხი
ჰალეპი და საბალენკა AUSTRALIAN OPEN-ის 1/8 ფინალში გავიდნენ
2022 წლის საჩოგბურთო სეზონს ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა სიმონა ჰალეპი. რუმინელმა ჩოგბურთელმა AUSTRALIAN OPEN-ის საწყისი 3 რაუნდი “ერთი ამოსუნთქვით” გაირბინა(წააგო მხოლოდ 12 გეიმი) და 1/8 ფინალში გავიდა. ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში სიმონას მეტოქე სწორედ ის დანკა კოვინიჩი იყო, რომელმაც წინა რაუნდში ემა რადუკანუ გამოთიშა ასპარეზობას. ჰალეპმა ტაქტიკური თვალსაზრისით ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 65 წუთში მეტოქე… Continue reading ჰალეპი და საბალენკა AUSTRALIAN OPEN-ის 1/8 ფინალში გავიდნენ
საბალენკას 19 ორმაგი შეცდომა და ლოგიკური მარცხი საკარისთან
WTA-ს წლის შემაჯამებელ ტურნირზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი და ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ – პაულა ბადოსა გარბინია მუგურუზას დაუპირისპირდება, ხოლო მარია საკარი ანეტ კონტავეიტს. უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა ბელორუსი არინა საბალენკას და მარია საკარის დაპირისპირება ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში. გამარჯვებული პლეიოფის საგზურს მიიღებდა, დამარცხებული კი ჯგუფში ჩარჩებოდა. 3 საათიანი მატჩი ბერძენი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა 7:6 6:7 6:3,… Continue reading საბალენკას 19 ორმაგი შეცდომა და ლოგიკური მარცხი საკარისთან
პაულა ბადოსამ არინა საბალენკა გაანადგურა
მექსიკის ქალაქ გვადალახარაში სტარტი აიღო ქალთა შემაჯამებელმა ტურნირმა. პირველი ტურის მატჩში პაულა ბადოსამ 6:4 6:0 გაანადგურა არინა საბალენკა და A ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. შეხვედრის სტარტი ბელარუს ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 6 ნათამაშები გეიმის შემდეგ ანგარიშშიც წინ იყო – 4:2. 24 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა დროულად შეცვალა სათამაშო ტაქტიკა და დაუჯერებელი “ქამბექი” დადო… Continue reading პაულა ბადოსამ არინა საბალენკა გაანადგურა
US OPEN-ის ფინალში 2 თინეიჯერი გავიდა
2021 წლის US OPEN უაღრესად საინტერესო და სენსაციებით სავსე გამოდგა. ტურნირის დაწყების წინ მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფინალში 2 თინეიჯერი გავიდოდა, რეალობა კი ნამდვილად ასეთია. ამერიკის ღია პირველობის ფინალში 19 წლის ლეილა ფერნანდესი 18 წლის ემა რადუკანუს დაუპირისპირდება. XXI საუკუნეში ეს პირველი შემთხვევაა, როდესად დიდი სლემის ტურნირის ფინალში ორი თინეიჯერი გავიდა. ბოლოს ასეთი ფაქტი 1999… Continue reading US OPEN-ის ფინალში 2 თინეიჯერი გავიდა
კანადელი თინეიჯერი US OPEN-ის ნახევარფინალში
2021 წლის US OPEN-ის მთავარი სენსაცია ლეილა ფერნანდესი აგრძელებს წარმატებულ სვლას დიდი სლემის ტურნირზე. 1/4 ფინალურ ეტაპზე კანადელმა თინეიჯერმა 6:3 3:6 7:6 სძლია ელინა სვიტოლინას და კარიერაში პირველად გავიდა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა სეტის მეორე ნახევრიდან სიტუაცია შეიცვალა – მე-6 გეიმში ლეილამ… Continue reading კანადელი თინეიჯერი US OPEN-ის ნახევარფინალში