ასტონ ვილამ კოუტინიო წარადგინა

12 იანვარს ასტონ ვილამ ოფიციალურად წარადგინა 29 წლის ბრაზილიელი ახალწვეული ფელიპე კოუტინიო, რომელიც ბირმინგემულმა კლუბმა ბარსელონასგან იჯარის წესით დაიმატა მიმდინარე სეზონის ბოლომდე, გამოსყიდვის უფლებით. კოუტინიომ ტრადიციული მისასალმებელი სიტყვები თქვა წარდგენისას და დაამატა, რომ ინგლისურ კლუბში მისი გადასვლის მთავარი მიზეზი გუნდის დამრიგებელი, სტივენ ჯერარდია, რომელთანაც მას თავის დროზე ლივერპულში უთამაშია. „გადაწყვეტილების მიღებამდე სტივის ვესაუბრე. მან ზუსტად… Continue reading ასტონ ვილამ კოუტინიო წარადგინა

პლაცდარმი ლივერპულისთვის? ჯერარდმა ასტონ ვილაზე ისაუბრა…

  ასტონ ვილას მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა ასტონ ვილაზე, ლივერპულსა და იურგენ კლოპზე ისაუბრა ჟურნალისტი:  კლოპთან ურთიერთობა გაქვს? – მასთან შეხება მაქვს, ვხვდები ხოლმე, როდესაც ძაღლებთან ერთად სეირნობს. მომწერა, რომ ლივერპულისა და ასტონ ვილას შეხვედრას ელოდება, რათა გადამეხვიოს. ჟურნალისტი: რას იტყვით, ლივერპულში გადასასვლელად ასტონ ვილა პლაცდარმია? – ასეთი საუბარი ძალიან უსამართლოა. ასეთი რამ არასდროს მითქვამს.… Continue reading პლაცდარმი ლივერპულისთვის? ჯერარდმა ასტონ ვილაზე ისაუბრა…

ჯერარდი პრემიერლიგაში იმუშავებს

  უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, სტივენ ჯერარდი სათავეში ასტონ ვილას ჩაუდგება. დეტალები უცნობია, თუმცა აქამდე დაიწერა, რომ 41 წლის სპეციალისტი ბიმინგემულ კლუბს 2,5 წლის მანძილზე უხელმძღვანელებს. ასევე, დაიწერა, რომ ჯერარდი, კლუბის ისტორიაში, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იქნება. სტივი 2017-18 წლებში ლივერპულის U19 გუნდში მუშაობდა. 2018 წელს რეინჯერსში წავიდა, სადაც 2020/21 წლების სეზონის შოტლანდიის ჩემპიონიც გახდა. 11 ტურის… Continue reading ჯერარდი პრემიერლიგაში იმუშავებს

ჯერარდი პრემიერლიგაში… ფორმალობაღა დარჩა

ასტონ ვილა უახლოეს 48 საათში გამოაცხადებს ინფორმაციას სტივენ ჯერარდის მწვრთნელად დანიშვნის შესახებ. ლივერპულის ლეგენდა კლუბის ხელმძღვანელობას ხვდება და როგორც ბრიტანული პრესა (მათ შორის Birmingham Live) წერს, ოფიციალური მხარეღა დარჩა. ასტონ ვილამ ორი დღის წინ გაათავისუფლა მწვრთნელი დინ სმიტი და მიზეზი ბანალურია: ზედიზედ 6 წაგება პრემიერლიგაში. გუნდი მე-16 ადგილზეა. ჯერარდი 2018 წელს გახდა გლაზგო რეინჯერსის მწვრთნელი… Continue reading ჯერარდი პრემიერლიგაში… ფორმალობაღა დარჩა

გრილიში – 117!

ჯეკ გრილიშის ტრანსფერის გაოფიციალურებას ცოტა აკლია. როგორც ბრიტანული გამოცემები წერენ, უახლოესი დღეების ამბავია: მანჩესტერ სიტი 117 მილიონ ევროს უხდის ასტონ ვილას.   25 წლის ნახევარმცველი ხელფასის სახით წელიწადში 13 მილიონ ევროს მიიღებს – ეს ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ცნობით. კონტრაქტი კი 2026 წლამდე იქნება.   6 გოლი, 12 საგოლე პასი – ასეთია გრილიშის სტატისტიკა პრემირლიგის გასულ… Continue reading გრილიში – 117!

ჯეკი და საშა

ინგლისის ნაკრების ნიჭიერი ჯეკ გრილიში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ცოტა ხნის წინათ, მან მშობლიური ასტონ ვილას ახალი სეზონის ფორმის პრეზენტაცია მოაწყო და ამით თითქოს მიუთითა – შინ ვრჩებიო. თუმცა, ბრიტანული ტაბლოიდები ამტკიცებენ, მანჩესტერ სიტი გრილიშში 100 მილიონ გირვანქას იხდის და ტრანსფერის საქმე დღეების ამბავიაო. ამასობაში, ჯეკი ხორვატიის ისტორიულ ქალაქ დუბროვნიკში შეამჩნიეს, სადაც თავის… Continue reading ჯეკი და საშა

გრილიში ვილასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

talkSport-ის ინფორმაციით, ჯეკ გრილიში ასტონ ვილაში დარჩენას აპირებს. მართალია, მისი გადაბირებით სიტია დაინტერესებული და 100 მილიონის გადახდასაც არ ერიდება, თუმცა თავად ფეხბურთელი ეჭვობს რომ მანჩესტერში კარიერა აეწყობა და დარჩენას ამჯობინებს. მოგეხსენებათ, გრილიში ვილას აღზრდილია – 6 წლის იყო, როდესაც ბირმინგემული კლუბის აკადემიაში შევიდა… ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს, თუმცა კიდევ უფრო გახანგრძლივება სურს.  

გრილიშმა ვილა დააიმედა

ინგლისის ნაკრების ვარსკვლავმა ჯეკ გრილიშმა ასტონ ვილას ახალი 2021-22 სეზონის საშინაო ფორმის პრეზენტაცია მოაწყო და კლუბის გულშემატკივებს იმედი ჩაუსახა, რომ მომავალ სეზონსაც ბირმინგემში გაატარებს. არადა, ერო 2020-ის დღეებში, ბრიტანული ტაბლოიდები ლამის დაბეჯითებით წერდნენ, რომ მანჩესტერ სიტი მასში 100 მილიონ გირვანქას იხდის და საქმე თითქმის მოთავებულია, გრილიში ქალაქელიაო. ჯეკი ამბობს: „ყველამ იცის, რას ნიშნავს ჩემთვის ასტონ… Continue reading გრილიშმა ვილა დააიმედა