ყოველ დღე შედევრი უნდათ?

ბრავო, კვარა! ეს რა დონის ფეხბურთელი ხარ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შედევრი თუ არ შექმენი, ნეაპოლშიც და საქართველოშიც გულშემატკივარი გულნაკლულია. ის კი არა, თავადაც გულნაკლული ხარ — აინტრახტთან თამაშის ბოლოს, შენი გამომეტყველება და ჟესტიკულაცია ამას მიუთითებდა. გესმის ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ეგრეთწოდებული თამასა არანორმალურ სიმაღლეზე გაქვს აწეული. კარგ თამაშად მხოლოდ შედევრს გითვლიან.… Continue reading ყოველ დღე შედევრი უნდათ?

ESPN გადაირია: ეს იყო N 1 მომენტი!

უპოპულარესმა და გავლენიანმა ESPN-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა ხვიჩა კვარაცხელიას. სათაური შთამბეჭდავია: „იშვიათი, შესანიშნავი, ხვიჩა კვარაცხელიას ქაოსი: ეს უქმეების მთავარი მომენტია!“ და წერია, რომ მიუხედავად ბევრი ღირსეული მომენტისა, სწორედ ხვიჩას ატალანტასთან გატანილი გოლი იყო N 1 მშვენება. „უსაზღვრო, ქაოსი, ბრწყინვალება. თანამედროვე ფეხბურთში ეს სამი სიტყვა ერთად უკვე იშვიათად გამოიყენება. ნახეთ, რა თავისუფლად აკეთებს. წინდები დაბლა, სადღაც… Continue reading ESPN გადაირია: ეს იყო N 1 მომენტი!

8!!!!!!!! (ფოტო, რომელიც ყველაფერს ამბობს)

ეს ფოტო რა კომენტარს საჭიროებს? 8 მეტოქე გოლის მომენტში… ნაპოლი-ატალანტა 2:0. ხვიჩა კვარაცხელიას ლამაზი გოლი – ამ გოლმა გატეხა ატალანტა და მერე კოსოვოელმა რაჰმანიმ მეორეც დაამატა. ShoW di Kvara, KvaraBellissima, Breathtaking solo goal… ისეთი სათაურებია სხვადასხვა საიტებზე. ნაპოლი ისევ 18 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან ინტერს. ამხელა ჰანდიკაპი ძალიან უნდა მოინდომოს რომ გაფლანგოს.  

ნაპოლიმ მოიგო – ისევ კვარა… [ვიდეო]

იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურში, ნაპოლიმ ატალანტა მიიღო. ატალანტა როგორი გუნდია, ბევრი ახსნა არ სჭირდება, როგორ უყვარს მეორე ნომრად თამაში – არც ამას. გასპერინიმ ყველაფერი გადარაზა, ნაპოლი უტევდა, თუმცა გოლი არა და არ გადიოდა. როდესაც ბურთს სქოულზი მიიღებდა და მანჩესტერელი ფანები სკანდირებდნენ Shoot – ალბათ, ნაპოლის შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს, თუ გოლი არ გადის, ტიფოზებმა… Continue reading ნაპოლიმ მოიგო – ისევ კვარა… [ვიდეო]

კვარადონა!!! – აი შედევრი!!! [ვიდეო]

იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი შედევრი შემოგვთავაზა. ქართველმა ფეხბურთელმა, მე-60 წუთზე, ატალანტასთან, ანგარიში აი ასე გახსნა…   იხილეთ ვიდეო

ნაპოლი-ატალანტა: სპალეტის არჩეული სასტარტო

ნაპოლი-ატალანტა იწყება. ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობა ცნობილია და რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაც სიაშია… მერეტი – დი ლორენცო, კიმ მინ-ჯაე, რაჰმანი, ოლივერა – ლობოტკა, ანგისა, ჟელინსკი – კვარაცხელია, პოლიტანო, ოსიმენი. ნაპოლი თუ მოიგებს, ისევ 18-ქულიანი ჰანდიკაპი ექნება მეორეადგილოსანთან.

რა შანსი აქვს ნაპოლის ჩემპიონობისთვის? Opta-ს მიხედვით…

ნაპოლი რომ სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი ფავორიტია, ცხრილში ერთი ჩახედვაც საკმარისია, თუმცა მაინც რა შანსი აქვს? Opta-ს ანალიზის მიხედვით, პარტენოპეის ჩემპიონობის ალბათობა 99.46%-ია. თითქმის გარანტირებული… როგორ დაითვალეს პროცენტი? ანალიზის ბაზაში შეიყვანეს ჩატარებული მატჩები, შედეგები, გატანილი/გაშვებული გოლები, ასევე კალენდარი და ეს შედეგი მიიღეს. ინტერის ჩემპიონობას 1000-დან 5 შანსი მისცეს; მილანს – 0,02%; ატალანტას და ლაციოს – 0.01%…… Continue reading რა შანსი აქვს ნაპოლის ჩემპიონობისთვის? Opta-ს მიხედვით…

იტალიელი, 19 წლის და უკვე 50 მილიონი?..

იტალიელებს მაგარი მცველები სულ ჰყავდათ და ახალ თაობაშიც მოდის ერთი განსაკუთრებული. მისი სახელ-გვარია ჯორჯო სკალვინი, რამდენიმე დღის წინ გახდა 19 წლის და უკვე ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. სკალვინი ატალანტას ფეხბურთელია, სერია ა-ში მუდმივად თამაშობს და იტალიის ნაკრებშიც 3 მატჩი უკვე ჩაატარა. გაირკვა, რომ მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ინტერი და იუვენტუსი დაინტერესებულები არიან სკალვინის შეძენით. იტალიური პრესა წერს,… Continue reading იტალიელი, 19 წლის და უკვე 50 მილიონი?..

კვარაცხელია ატალანტასთან ვერ ითამაშებს. მიზეზი ცნობილია…

ხვიჩა კვარაცხელია ატალანტა-ნაპოლის მატჩს გამოტოვებს. ეს სერია ა-ს უახლოეს ტურში. მიზეზი წელის ტრავმაა. ეს ნაპოლიმ პრესრელიზით გაავრცელა… ტრავმა სერიოზული არ ჩანს, მაგრამ მინიმუმ ამ ერთ შეხვედრას გამოტოვებს. “ხვიჩას არყოფნის მიზეზი წელის მწვავე ტკივილია. რაჰმანიზე კი სიახლე ისაა, რომ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობს”. (ციტირებს La Gazzetta dello Sport)